ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

10 წიგნი JavaScript-ის სასწავლად და ცოდნის სისტემატიზაცისთვის

თუ JavaScript-ის სწავლა გადაწყვიტეთ, მაგრამ არ იცით, საიდან დაიწყოთ, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ წიგნებით, რომლებიც სპეციალურად თქვენთვის შევაგროვეთ. 

ეს წიგნები მხოლოდ ენის შესწავლის დეტალური სახელმძღვანელოები არ არის — ისინი დაგეხმარებათ არსებული ბაზის სისტემატიზებასა და გაუმჯობესებაში.

2 კომენტარები
10 წიგნი JavaScript-ის სასწავლად და ცოდნის სისტემატიზაცისთვის

თუ JavaScript-ის სწავლა გადაწყვიტეთ, მაგრამ არ იცით, საიდან დაიწყოთ, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ წიგნებით, რომლებიც სპეციალურად თქვენთვის შევაგროვეთ. 

ეს წიგნები მხოლოდ ენის შესწავლის დეტალური სახელმძღვანელოები არ არის — ისინი დაგეხმარებათ არსებული ბაზის სისტემატიზებასა და გაუმჯობესებაში.

დეივიდ გლენაგანი — JavaScript. დეტალური სახელმძღვანელო

გამოცემა მთლიანად განახლდა, დამატებულია ინფორმაცია JavaScript-ის შესახებ Web 2.0.-ისთვის აპლიკაციების შემუშავების თანამედროვე მიდგომების შესაბამისად. ეს წიგნი ერთდროულად არის პროგრამისტის სახელმძღვანელო მრავალი პრაქტიკული მაგალითით და სრულყოფილი წიგნი JavaScript-ის ბაზისური ენის შესახებ.

სახელმძღვანელო მოიცავს ECMAScript 5-სა და HTML5-ის სტანდარტებს. ბევრი თავი გადაიწერა, სხვებს ახალი ინფორმაცია შეემატა, გაჩნდა ახალი თავებიც jQuery-ის ბიბლიოთეკის აღწერითა და სერვერის მხარეს JavaScript-ის მხარდაჭერის შესახებ. 

გამოხმაურება

«ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია JavaScript-ის შესასწავლად. თავად ენის ბევრი ასპექტი კარგად იყო ასახული და განმარტებული ისე, რომ პროგრამირებაში სრული ახალბედაც კი მიხვდება საქმის არსს. ძალიან გირჩევთ, წაიკითხოთ».  

წიგნი Goodread-ზე

ჯონ დაკეტი — JavaScript and JQuery: Interactive Front-End Web Development

ეს წიგნი არის ყველაზე მარტივი და საინტერესო ხერხი JavaScript-ისა  და jQuery-ის შესასწავლად. თქვენ წინაშე დასმული ამოცანის მიუხედავად — ვებსაიტის დაპროექტება და შემუშავება ნულიდან ან მეტი კონტროლის მოპოვება უკვე არსებულ საიტზე — ეს წიგნი დაგეხმარებათ შექმნათ მიმზიდველი, მომხმარებლისადმი მეგობრული ვებკონტენტი. 

მარტივი ვიზუალური ხერხით მოწოდებული ინფორმაცია, გასაგები მაგალითებითა და კოდის ფრაგმენტით, ახალ თემას გაგაცნობთ თითოეულ გვერდზე. თქვენ იპოვით პრაქტიკულ რჩევებს იმაზე, როგორ დააორგანიზოთ და დააპროექტოთ თქვენი საიტის გვერდები. წიგნის წაკითხვის/მისი დახმარებით მეცადინეობის შემდეგ შეძლებთ, შეიმუშაოთ საიტი, რომელიც პროფესიონალურად გამოიყურება და მარტივი გამოსაყენებელია. 

გამოხმაურება

«შესანიშნავი წიგნი: ყველაზე მარტივიდან (ობიექტები, მასივები, ციკლები და განშტოებები) საკმაოდ რთულ თემებამდე (AJAX, ფრეიმვორკები, MVC). სკრიპტების ყველა მაგალითი, რომლებიც ამ წიგნშია მოყვანილი, მშვენიერ შედეგს იძლევა, რომელთაც აქვთ აშკარა პრაქტიკული მნიშვნელობა, რადგან სკრიპტები პირდაპირ ჩაშენებულია ვებგვერდებში, რომლებისთვისაც უკვე დაწერილია HTML და CSS. ამის დამსახურებით, წიგნის ავტორებმა მოახერხეს პროგრამირების საფუძვლების შესწავლის მეთოდებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ნაკლოვანებების დაძლევა, როდესაც პირველივე გაკვეთილებიდან მოსწავლეებს ყველა ინტერესს უკარგავენ და სკრიპტის შედეგები დიალოგის ფანჯრებში (Alert და Promt) ან კონსოლში გამოაქვთ. შესანიშნავი წიგნია!»

წიგნი Goodread-ზე

სტოიან სტეფანოვი — JavaScript. შაბლონები

JavaScript-ის ენაზე პროგრამირების დროს შაბლონების გამოყენებას თავისი თავისებურებები აქვს. ზოგიერთი მათგანი, რომელიც შემუშავებულია მკაცრი ტიპიზაციის მქონე ენების პოზიციიდან, მაგალითად, C++ და Java, არ შეიძლება პირდაპირ იქნას გამოყენებული დინამიკურად ტიპიზირებად ენებში, როგორიცაა JavaScript. ასეთი შაბლონებისთვის JavaScript-ის ენაში არსებობს უფრო მარტივი ალტერნატივები. 

JavaScript-ზე სერვერული, კლიენტისმხრივი და დესკტოპ აპლიკაციების შემქმნელები არც ისე იშვიათად აწყდებიან პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია ობიექტებთან, ფუნქციებთან, მემკვიდრეობასა და ამ ენის სხვა თავისებურებებთან. 

რომლებია JavaScript-ზე აპლიკაციის შექმნისთვის შედარებით წარმატებული ტექნიკები? აღნიშნული წიგნი იძლევა ამ კითხვაზე პასუხს, როდესაც გთავაზობთ JavaScript-ზე პროგრამირების შაბლონების დიდ რაოდენობას, როგორიცაა singleton, factory, decorator და სხვა. 

გამოხმაურება

«ეს კლასიკაა. ამ წიგნის წაკითხვა ჩემთვის იყო შესავალი შაბლონების დიზაინის თემაში. სენიორ ლეველისთვის — აუცილებლად წასაკითხი. წაიკითხეთ ედი ოსმანის წიგნთან ერთად — «JavaScript Design Patterns».

წიგნი Goodread-ზე

მარეინ ჰავერბეკე  — Eloquent JavaScript. A Modern Introduction to Programming

ეს წიგნი დაგეხმარებათ, ღრმად შეისწავლოთ საკითხი, ისწავლოთ ლამაზი და ეფექტური კოდის წერა. თქვენ გაიცნობთ სინტაქსს, ისრიან და ასინქრონულ ფუნქციებს, იტერატორს, ბლოქ სკოუპს. 

მარეინ ჰავერბეკე პრაქტიკოსია. მრავალ მაგალითზე დაყრდნობით იღებს გამოცდილებას და შეისწავლის ენას, ვარჯიშობს და სასწავლო პროექტებს აკეთებს. თავიდან გაეცნობით JavaScript-ის ენის სტრუქტურას, მართვის სტრქუტურებს, ფუნქციებსა და მონაცემთა სტრუქტურებს, შემდეგ შეისწვალით შეცდომების დამუშავებასა და ბაგების გამოსწორებას, მოდულსა და ასინქრონულ პროგრამირებას, რის შემდეგაც გადახვალთ ბრაუზერების პროგრამირებაზე. 

გამოხმაურება

«კარგი წიგნია, ყველას ვურჩევ, ვინც ზოგადად პროგრამირებითა და უშუალოდ ბრაუზერების პროგრამირებითაა დაინტერესებული. დიდი ხანი ვეძებთი ასეთ სასარგებლო წიგნს. რაც მთავარია, არც ისე მოსაწყენს! ვურჩევ არა მხოლოდ დამწყებებს, არამედ მათაც, ვისაც ჰგონია, რომ დიდი გამოცდილება აქვს. ცოტათი გაოცდებიან». 

წიგნი Goodread-ზე

მარტინ ფლაუერი: — კოდის რეფაქტორინგი JavaScript-ზე: არსებული კოდის პროექტის გაუმჯობესება. 

20 წელზე მეტხანს გამოცდილი პროგრამისტები მსოფლიოში მარტინ ფლაუერის წიგნს «რეფაქტორინგს» იყენებდნენ, როდესაც მათ სჭირდებოდათ არსებული კოდის პროექტის გაუმჯობესება, პროგრამირების უზრუნველყოფის მხარდაჭერის გაუმჯობესება ან არსებული კოდის გაგების გაადვილება. ახალი გამოცემა მთლიანად განახლდა, რათა ასახულიყო მნიშვნელოვანი ცვლილებები პროგრამირების სფეროში. წიგნის მეორე გამოცემა შეიცავს რეფაქტორინგის განახლებულ კატალოგს და მოიცავს კოდების მაგალითებს JavaScript-ზე, ამასთან ახალ ფუნქციონალურ მაგალითებს, რომლებიც კლასების გარეშე რეფაკტორინგის დემონსტრირებას ახდენენ.

როგორც პირველ გამოცემაში, აქ ახსნილია, რა არის რეფაქტორინგი, რატომ უნდა მიმართოთ მას, როგორ ამოიცნოთ კოდი, რომელსაც რეფაქტორინგი სჭირდება, და როგორ განვახორციელოთ ის იმის მიუხედავად, პროგრამირების რომელ ენას იყენებთ. 

ძირითადი თემები: 

  • რეფაქტორინგის პროცესისა და ზოგადი პრინციპების გაგება
  • სასარგებლო რეფაქტორინგის სწრაფი გამოყენება პროგრამების ცვილებისთვისა და გაგების გაადვილებისთვის
  • კოდში სიგნალების ამოცნობა, რომლებიც მიუთითებს რეფაქტორინგის შესაძლო გამოყენებაზე
  • რეფაქტორინგის კატალოგი განმარტებებით, მოტივაციებით, გამოყენების ტექნიკებითა და მარტივი მაგალითებით
  • სანდო ტესტების შექმნა რეფაქტორინგისთვის
  • კომპრომისები და ბარიერები რეფაქტორინგის გზაზე

გამოხმაურება

«შესანიშნავი წიგნია რეფაქტორინგზე. განსაკუთრებით მომეწონა პირველი თავი, სადაც არის რეფაქტორინგის შესრულების მაგალითი ყველა პატერნით. წიგნში გამოიყენება JavaScript, რაც კოდის უფრო ადვილად წაკითხვაში დამეხმარა, რადგანაც თვითონ ვმუშაობ JS-ზე. ყველა დეველოპერს ვურჩევ». 

წიგნი Goodread-ზე

დუგლას კროკფორდი — როგორ არის მოწყობილი JavaScript

პროგრამირების თამაში წესების და შეზღუდვების გარეშე. პროგრამირების ენების დიდი ნაწილი ძველი პარადიგმიდან აღიზარდა, რომელიც ჯერ კიდევ ფორტრანის დროს დაფუძნდა. JavaScript-ის გურუ — დუგლას კროკფორდი — თხრის ამ ფესვებს, რაც საშუალებას გვაძლევს დავფიქრდეთ პროგრამირების მომავალზე, გადავიდეთ შემდეგი ენის (The Next Language) მოთხოვნების გაგების ახალ დონეზე. ავტორი იწყებს საფუძვლებიდან: სახელებით, რიცხვებით, ლოგიკური მნიშვნელობებით, სიმბოლოებითა და სხვა საბაზისო ინფორმაციით.

თქვენ გაიგებთ არა მხოლოდ JavaScript-ის ტიპიზაციებთან მუშაობის პრობლემებისა და სირთულეების შესახებ, არამედ იმასაც, როგორ დაძლიოთ ისინი. შემდეგ შეუდგებით მონაცემებისა და ფუნქციების სტრუქტურებთან გაცნობას, რათა გაერკვეთ მექანიზმებში, რომლებიც მათ საფუძვლად უდევთ და ისწავლით უმაღლესი რიგის ფუნქციების და ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების სტილის გამოყენებას კლასების გარეშე.

წიგნი Goodread-ზე

კაილ სიმპსონი: — You Don’t Know JS: Scope & Closures

JavaScript-ზე პროგრამირების რა გამოცდილებასაც არ უნდა ფლობდეთ, დიდი ალბათობით, ენა ბოლომდე არ გესმით. ეს ლაკონური, მაგრამ ამავე დროს ღრმად გააზრებული გზამკვლევი გაგაცნობთ ხედვით არეალს, ჩაკეტვას, საკვანძო სიტყვას this და ობიექტებს — კონცეფციებს, რომელთა ცოდნა აუცილებელია JS-ზე ეფექტური და პროდუქტიული პროგრამირებისთვის. 

როგორც «თქვენ არ იცით JS”-ის სერიის სხვა სერიებში, აქაც ასახულია ენის არატრივიალური ასპექტები, რომლებთანაც JavaScript-ის პროგრამისტები ცდილობენ შორს დაიჭირონ თავი.  ამ ცოდნით შეიარაღებული JavaScript-ის ნამდვილ ოსტატობას მიაღწევთ. 

წიგნი Goodread-ზე

კიტ ვუდი — jQuery ბიბლიოთეკის გაფართოება

jQuery ერთ-ერთი პოპულარული ბიბლიოთეკაა JavaScript-ზე კლიენტისმხრივი სკრიპტის შემუშავებისთვის. მასში გათვალისწინებულია ინტეგრაციის წერტილების დიდი რაოდენობა, რომელთა მეშვეობითაც შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი სელექტორები და ფილტრები, გაფართოებები, ანიმაციური ეფექტები და მრავალი სხვა. ეს წიგნი გაჩვენებთ, როგორ ხდება ეს. 

წიგნიდან გაიგებთ, როგორ დაწეროთ გაფართოებები და როგორ დააპროექტოთ, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოთ მათი გამოყენება. ასევე ისწავლით ახალი ვიჯეტებისა და ეფექტების წერას jQuery UI-ისთვის. ამასთან ერთად, თქვენ შეისწავლით გაფართოებების შექმნის თავისებურებებს ბიბლიოთეკის ისეთ საკვანძო ასპექტებში, როგორიცაა Ajax ტექნოლოგია, მოვლენები, ანიმაცია და მონაცემთა შემოწმება. 

გამოცემა განკუთვნილია სხვადასხვა კვალიფიკაციის ვებპროგრამისტებისთვის, რომლებიც უკვე იყენებენ jQuery-ს. 

გამოხმაურება

«წიგნია 7 წლის წინ დაწერილია, თუმცა ყურადღებას მაინც იმსახურებს. საქმე ისაა, რომ არ არსებობს ერთი წიგნი, რომელიც აღწერს ერთიანად ყველა საჭირო ფუნქციასა და მაგალითს. ამიტომაც ეს წიგნი არის, როგორც ერთი ფაზლი მრავალიდან JavaScript-ის ენის ათვისებაში». 

წიგნი Goodread-ზე

ბერ ბიბო, იეჰუდა კაცი — jQuery in Action

გამოცემა თავის მხრივ წარმოადგენს შესავალსა და სახელმძღვანელოს jQuery-ის შესახებ — ძლიერი პლატფორმის შესახებ ვებაპლიკაციების შექმნისთვის. დეტალურადაა აღწერილი, HTML დოკუმენტებისთვის გვერდის ავლა, მოვლენების დამუშავება, Ajax ტექნოლოგიის მხარდაჭერის დამატება საკუთარ ვებგვერდებზე, ანიმაციისა და ვიზუალური ეფექტების წარმოება. განხილულია jQuery-ის ურთიერთქმედების საკითხები სხვა ინსტრუმენტებთან და პლატფორმებთან და, ასევე, ამ ბიბლიოთეკისთვის გაფართოების მოდულების მეთოდების შექმნა. 

მეორე გამოცემა ფართოდ გადაიხედა და დარედაქტირდა, რათა jQuery 1.4 ვერსიის ახალი მახასიათებლები გამოჩენილიყო. გარდა ამისა, წიგნში სრულიად ახალი თავი გაჩნდა, რომელიც მთლიანად jQuery UI-ის ბიბლიოთეკას მიეძღვნა და მოიცავს ვრცელ ცვლილებებს, რომლებიც jQuery UI-ში ბოლო პუბლიკაციის შემდეგ შევიდა. 

გამოხმაურება

«მე დამწყები ვარ. წიგნი კარგად დამუშავებული ინსტრუმენტის გამოყენებაში დამეხმარა, განსაკუთრებით — სხვა ხელმისაწვდომ სტატიებთან შედარებით. ჩემი მოთხოვნების რეალიზაციისთვის ყველა საშუალება ვიპოვე. „უიმედოდ მოძველებული“ არის მათთვის, ვინც გატაცებულია ახლის სწავლის პროცესით და არა შედეგით. რეკომენდაციას ვუწევ». 

წიგნი Goodread-ზე

დენი გუდმანი — JavaScript Bible

ბაზარზე არსებული ყველაზე მოცულობითი წიგნია JavaScript-ზე — კლასიკური ბესტსელერი, რომელიც JavaScript-ში ბოლო ცვლილებების საქმის კურსში გაყენებთ. ეს წიგნი არის როგორც სახელმძღვანელო JavaScript-ის უნარ-ჩვევების შეძენისთვის, ასევე დეტალური სახელმძღვანელო JavaScript-ის უფრო გამოცდილი მომხმარებლისთვის.

წიგნი Goodread-ზე



ასევე წაიკითხეთ
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
ღრუბლოვანი გამოთვლების, მობილურის განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის მიღწევების მიუხედავად, ტექ კომპანიების ყოველდღიური ბიზნესი მთელს მსოფლიოში კვლავ პროგრამირების სამ ენაზე მუშაობს, რომელთა დებიუტიც 1990-იან წლებში შედგა. თითქმის ყველგან JavaScript, Python და Java ყველაზე პოპულარული ენების სათავეში შეგხვდებათ.
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
ბლოგის ავტორი: ოლექსი ვოვკი. მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე. პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში რთული მრავალდონიანი პროექტები მოითხოვს არა მხოლოდ კონკრეტული ფუნქციონალების შემუშავებას, არამედ მისი მუშაობის საფუძვლიან შემოწმებასაც. ტესტირების ავტომატიზაცია საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად დაჩქარდეს შემოწმების პროცესი, გაზარდოს მისი სიზუსტე და ეფექტურობა, შეამციროს შეცდომების რისკი და შესაბამისად, საბოლოო შედეგისადმი კმაყოფილების დონე გაზარდოს.
Junior და Middle — რა განსხვავებაა მათ შორის?
Junior და Middle — რა განსხვავებაა მათ შორის?
Junior და Middle — რა განსხვავებაა მათ შორის?
ბლოგის ავტორი: ვოლოდიმირ შაიტანი. მასალა თავდაპირველად dev.ua-ზე გამოქვეყნდა.  ყველას მოგესალმებით, მე მქვია ვოლოდიმირ შაიტანი. ამ მასალის შექმნის მომენტში ფინტექ კომპანია Zoot-ში Technical Lead პოზიცია მეკავა და ზურგს დეველოპერობის დაახლოებით რვაწლიანი გამოცდილება მიმაგრებს.  ჩემს საზოგადოებაში გამოკითხვის შედეგად დავინახე, რომ ადამიანებს აინტერესებთ დეველოპერობის Junior და Middle საფეხურებს შორის სხვაობა.  ამიტომაც, როგორც ადამიანს, რომელმაც დიდი გზა გაიარა IT-ში Junior-დან Tech Lead-მდე, ასევე როგორც სპეციალისტს რომელიც ბევრ გასაუბრებას ატარებდა, მსურს ეს თემა უფრო გავშალო. ყველა მაგალითი დაფუძნებული იქნება Frontend დეველოპმენტზე, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი დეველოპერისთვის ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება და საკუთარი თავისთვისაც გამოიყენებს. 
BitCamp Kids იწყება
BitCamp Kids იწყება
BitCamp Kids იწყება
BitCamp უკვე ოფიციალურად პროგრამირების სფეროში ბავშვების განვითარებაზე იზრუნებს და მათ სხვადასხვა სასწავლო კურსებით უზრუნველყოფს. BitCamp-ის თანადამფუძნებლის, ოთო ზაკალაშვილის თქმით, BitCamp Kids იწყება.
განხილვა
0

როგორ შევიძინო ეგ წიგნი?

0

პედაგოგი. ვარ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები