ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

7 კურსი API-ს შესახებ, ვითარებაში გასარკვევად

API — application programming interface, ანუ გამოყენებითი პროგრამების ინტერფეისი, მუშაობს ინტერფეისად პროგრამებს შორის და ხელს უწყობს მათ ურთიერთქმედებას. 

ჩვენ შევაგროვეთ კურსების სია, რომლებიც დაგეხმარებიან, გაერკვიოთ API-ში, რათა ის თქვენს საქმიანობაში  ჩართოთ. 

კომენტარის დატოვება
7 კურსი API-ს შესახებ, ვითარებაში გასარკვევად

API — application programming interface, ანუ გამოყენებითი პროგრამების ინტერფეისი, მუშაობს ინტერფეისად პროგრამებს შორის და ხელს უწყობს მათ ურთიერთქმედებას. 

ჩვენ შევაგროვეთ კურსების სია, რომლებიც დაგეხმარებიან, გაერკვიოთ API-ში, რათა ის თქვენს საქმიანობაში  ჩართოთ. 

რა არის API?

ყველას ერთხელ მაინც აქვს გაგონილი API-ის შესახებ. კონკრეტულად სად იყენებენ მას? მაგალითად, ინტერნეტით რაღაცას ყიდულობთ და ბარათით უნდა გადაიხადოთ. შეგყავთ თქვენი ბარათის მონაცემები და აჭერთ ღილაკს «გაგრძელდება». აპლიკაცია გეუბნებათ, სწორია თუ არა სწორი მონაცემები. ამ სისტემამ რომ იმუშაოს, მრავალი პროცესი მიმდინარეობს: აპლიკაცია (ან საიტი) თქვენი ბარათის მონაცემებს დისტანციურ აპლიკაციაზე აგზავნის, რომელიც ამოწმებს ამ ინფორმაციას და შედეგებს უკან აგზავნის. 

ან, მაგალითად, აპლიკაცია ამინდის პროგნოზით. API-ის გარეშე — მან უნდა გახსნას weather.com-ის საიტი ისევე, როგორც ამას ადამიანი აკეთებს. API-სთან ერთად კი — ის მოთხოვნას აგზავნის weather.com-ზე და მონაცემებს საკუთარ ინტერფეისში ტვირთავს. 

ასე რომ, რაც მეტი ღია API-ია, მით უფრო ნაკლები კოდის დაწერა ხდება საჭირო. თუ გსურთ შექმნათ აპლიკაცია, თქვენ არ გჭირდებათ OS-ის ნულიდან შექმნა, რადგანაც Apple-ის API-ს ხელსაწყოების დიდი ნაკრები აქვს.  იგივეა საიტებთან მიმართებით: არ გჭირდებათ საკუთარი ბრაუზერის დაწერა, რათა საიტმა იმუშაოს. ეს ყველა პლატფორმას ეხება. გსურთ Windows-ისთვის დიალოგის ფანჯარა შექმნათ? გსურთ Android-ზე თითის ანაბეჭდის ავტორიზაციაზე მუშაობა? ამ ყველაფრისთვის არსებობს API. 

API ასევე გამოიყენება აპარატურული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციების სამართავად. მათზე გვერდითა აპლიკაციებს წვდომა არ აქვთ. სწორედ ამიტომ, API ხშირად თამაშობს დიდ როლს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მაგალითად, ხანდახან ბრაუზერში ჩნდება შეტყობინება იმის შესახებ, რომ აღნიშნული საიტი თქვენს ადგილმდებარეობას ითხოვს. ეს ნიშნავს, რომ ის ცდილობს, თქვენს ბრაუზერში გეოლოკაციის API გამოიყენოს. 

The React Developer Course with Hooks, Context API and Redux

თქვენ ისწავლით აპლიკაციის შექმნას React JavaScript-ბიბლიოთეკის გამოყენებით, ჰუკინგის ტექნოლოგიის გამოყენებით, Context API, Redux, React-Router, Koa Framework, Typescript და სხვა. 

ამ კურსში შეისწავლით React-ის ჰუკებს და საკუთარის შექმნას შეძლებთ, შექმნით აპლიკაციას React Context API-ის დახმარებით (useContext-ისა და useReducer-ის გამოყენებით). ასევე, Koa-სა და Typescript-ის ფრეიმვორკის დახმარებით სერვერულ ნაწილს შექმნით და ისწავლით Github-ის, Netlify-ის, Firebase-ისა და Heroku-ს გამოყენებას. 

ხანგრძლივობა: 25 საათი

რეიტინგი: 3,8 (5-დან)

ღირებულება: $35

კურსის ნახვა

Developing APIs with Google Cloud’s Apigee API Platform

სპეციალიზაცია შედგება 3 კურსისგან, სადაც ისწავლით API-ს შემუშავებას API Apigee პლატფორმის დახმარებით. გაიგებთ, როგორ დააპროექტოთ, შექმნათ, დაიცვათ, მოახდინოთ API-გადაწყვეტილებების დეპლოირება და მართოთ ისინი Apigee-ს გამოყენებით. კურსის განმავლობაში თქვენ წარმოდგენა შეგექმნებათ Apigee API პლატფორმის ფუნქციების შესახებ, ასევე, ღრმად გეცოდინებათ API უსაფრთხოებაზე, მათ შორის OAuth-ისა და JSON-ის ვებტოკენებისა შესახებ.  

ხანგრძლივობა: 2 თვე

რეიტინგი: 4,7 (5-დან)

ღირებულება: $39

კურსის ნახვა

Learn API Testing

აქ წარმოდგენილია კურსების სია API-ს დასატესტად. თითოეული მათგანი ტესტირების მრავალ კონცეფციას გაგაცნობთ. გასწავლიან SoapUI-თან მუშაობას, Laravel-ში API RESTful-ის შექმნას, ასევე Flask-ის დახმარებით ვებ-API-ს გაკეთებას. ამ კურსების გავლის შემდეგ, API-ს ტესტირების სფეროში სამსახურის დაწყება შეგეძლებათ. 

ხანგრძლივობა: თქვენს ტემპში

რეიტინგი: 4,3 (5-და)

ღირებულება: 1 თვე უფასოა, შემდგომში კი თვეში 24,78 ევრო

კურსის ნახვა

API Testing Training

კურსზე საშუალება გაქვთ შეისწავლოთ API-ს ტესტირება DLL-ის, Framework-ის ბიბლიოთეკების საშუალებით, ასევე WebAPI-ის ტესტირებას GUI-ს გაფართოებების გამოყენებით. თქვენ ისწავლით API-სა და Rest Assured-ისთვის პროექტების ინსტალაციასა და კონფიგურაციას. კურსის დასრულების შემდეგ მიიღებთ სერტიფიკატს Mindmajix, რომელიც სამსახურის მიღებაში დაგეხმარებათ. 

ხანგრძლივობა: თქვენს ტემპში დამოუკიდებლად თუ რეალურ დროში

ღირებულება: სატესტო პერიოდი უფასოდ ან კურსში $270 რეალურ დროში

რეიტინგი: 4,6 (5-დან)

კურსის ნახვა

Exploring GraphQL: A Query Language for APIs

ამ კურსიდან თქვენ გაიგებთ, რა არის GraphQL და რატომ უთმობენ პროგრამისტები მას ამდენ დროს. შეისწავლით მის უპირატესობებს REST-თან მიმართებაში, ასევე სხვადასხვა არქიტექტურასთან მისი გამოყენების შესაძლებლობებს. საშუალება გექნებათ, ინტერაქტიურ სათამაშო მოედანზე GraphQL-ის პრაქტიკა გაიაროთ. ასევე, შეისწავლით უფრო რთულ თემებს, მაგალითად როგორ განახორციელოთ GraphQL სერვერი ბეკენდში, როგორ გამოიყენოთ GraphQL-ის სერვერი კლიენტებთან და როგორ უზრუნველყოთ საკუთარი GraphQL-ის სერვერის უსაფრთხოება. 

ხანგრძლივობა: 7 კვირა

ღირებულება: უფასოა

კურსის ნახვა

Rest API Automation With Rest Assured

კურსის ბოლოს თქვენ გექნებათ დეტალური წარმოდგენა Rest API-ის ავტომატიზაციის ფრეიმვორკის შესახებ. თქვენ ასევე შეგეძლებათ მათი დაპროექტება და განთავსება, RestAssured-ის ბიბლიოთეკის გამოყენებით. გაერკვევით Rest-ის ტესტირების ინსტრუმენტებში (მაგალითად, Postman), ასევე TestNG-ისა и Maven-ის გამოყენებას ისწავლით, შეძლებთ Selenium-ის ავტომატიზაციასთან მუშაობას. 

ხანგრძლივობა: 14 საათი

რეიტინგი: 4,4 (5-დან)

ღირებულება: $66

კურსის ნახვა

REST API Design, Development & Management 

ამ კურსზე RESTful API-ს საუკეთესო პრაქტიკებს შეისწავლით. ასევე, შექმნით გაიდლაინს API-ს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ვერსიებისა და სასიცოცხლო ციკლის მართვისთვის, დოკუმენტაციისა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტებისთვის. გაიგებთ Swagger2.0-ს სპეციფიკის, ასევე YAML-ის ფორმატში OAI სპეციფიკის შესახებ. შეძლებთ, თქვენი პროექტისთვის API-ს მართვის სტრატეგია ჩამოაყალიბოთ. გარდა ამისა,  API-ს მართვისთვის რამდენიმე პლატფორმის გამოყენებას ისწავლით: APIGEE, IBM API Connect, Mulesoft Anypoint.

ხანგრძლივობა: 7,5 საათი

რეიტინგი: 4,4 (5-დან)

ღირებულება: $25

კურსის ნახვა



ასევე წაიკითხეთ
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი.  კურსების უფასოდ გავლა 2023 წლის 15 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.  წარმოგიდგენთ მათ 👇
სტენფორდის უნივერსიტეტის 33 ონლაინ კურსი, რომელთა გავლაც აგვისტოში უფასოდ შეგიძლიათ
სტენფორდის უნივერსიტეტის 33 ონლაინ კურსი, რომელთა გავლაც აგვისტოში უფასოდ შეგიძლიათ
სტენფორდის უნივერსიტეტის 33 ონლაინ კურსი, რომელთა გავლაც აგვისტოში უფასოდ შეგიძლიათ
Upway — ქართული პლატფორმა, რომელიც ქვეყანაში არსებულ კურსებს აერთიანებს
Upway — ქართული პლატფორმა, რომელიც ქვეყანაში არსებულ კურსებს აერთიანებს
Upway — ქართული პლატფორმა, რომელიც ქვეყანაში არსებულ კურსებს აერთიანებს
ტექნოლოგიების სფეროს თანამედროვე დამსაქმებლების ყურადღება პოტენციური თანამშრომლების უნარებზე, კრეატიულობაზე, გამოცდილებასა და პოტენციალზეა გადატანილი. და დღეს საჭირო უნარებისა და ცოდნის შეძენა იმაზე მარტივია, ვიდრე ოდესმე — მოკლევადიანი კურსები ამის ნათელი მაგალითია.
Reddit 6000-ზე მეტმა ქომიუნითიმ დატოვა
Reddit 6000-ზე მეტმა ქომიუნითიმ დატოვა
Reddit 6000-ზე მეტმა ქომიუნითიმ დატოვა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.