ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
5 აგვისტო 2023, 10:00
2023-08-05
10 წლის კიეველმა პროგრამისტმა თამაში შექმნა და ჯარის დასახმარებლად ფული შეაგროვა
10 წლის კიეველმა პროგრამისტმა, ლეონიდ ხადარკოვსკიმ თამაში Snake შექმნა და App Store-ში ატვირთა. ხოლო თანხა, რომელიც ფეისბუქით შეაგროვა — 25 ათასი გრივნა (დაახლოებით $700), უკრაინის ჯარს გადაურიცხა.
10 წლის კიეველმა პროგრამისტმა, ლეონიდ ხადარკოვსკიმ თამაში Snake შექმნა და App Store-ში ატვირთა. ხოლო თანხა, რომელიც ფეისბუქით შეაგროვა — 25 ათასი გრივნა (დაახლოებით $700), უკრაინის ჯარს გადაურიცხა.
ლეონიდ ხარადკოვსკი 10 წლისაა. ის ახლა ესპანეთში ცხოვრობს და სკოლაშიც იქ დადის. იცის ესპანური და ინგლისური. მის მშობლებს IT სფეროსთან საერთო არაფერი აქვთ — დედა, ვიქტორია ფაინბლატი დიზაინერია, მამა კი — შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანიის დირექტორი.
თუმცა, ბავშვს გაჯეტები, ტექნოლოგიები და ყველაფერი, რაც ამასთან არის დაკავშირებული, ძალიან მცირე ასაკიდან აინტერესებდა. მისი ეს ინეტრესი მშობლებმა შენიშნეს და განვითარებაში ხელი შეუწყვეს.
ლეონიდმა პროგრამირება იცის, თუმცა, სასწავლი კიდევ ბევრი აქვს. ის ახლა კვირაში ოთხჯერ პითონის და Swift-ის გაკვეთილებს ესწრება.
«მე თვითონ მინდოდა პროგრამირების სწავლა. ვნახე, როგორ ქმნიან პროგრამისტები საინტერესო რაღაცებს და მეც მომინდა, რამე სასარგებლო შემექმნა». — თქვა ბიჭმა.
თამაში ლეონიდმა მეგობართან ერთად შექმნა და Apple-ის მაღაზიაში, App Store-ზე ატვირთა. როცა კომპანიამ თამაში დაუშვა, ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თუმცა, სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან «ასეთი თამაში ბევრია».
ახლა App Store-ზე თამაშის სატესტო ვერსიაა ხელმისაწვდომი, გადმოწერა კი TestFlight-ის გზითაა შესაძლებელი.
თამაშის შექმნის შემდეგ ლეონიდ ხადარკოვსკიმ და მისმა მეგობარმა ფეისბუქ საზოგადოებას შემოწირულობების თხოვნით მიმართეს.
«ეს ჩვენი პირველი პროექტია, ამიტომ გთხოვთ, დაგვეხმაროთ შემოწირულობით. თანხა ჩვენს განვითარებას და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დახმარებას მოხმარდება». — ნათქვამია ბიჭებმა მიმართვაში.
მათ უკვე შეაგროვეს 25 000 უკრაინული გრივნა, რაც დაახლოებით 700 აშშ დოლარია და უკრაინის ჯარს დრონის შესაძენად გადაურიცხეს.
ლეონიდი ოცნებობს, გახდეს დეველოპერი და ისეთი პროდუქტები შექმნას, რომელსაც მთელ მსოფლიოში გამოიყენებენ, მაგალითად, Apple-ის მსგავსი.
ილონ მასკმა უკრაინის კონტრშეტევის დროს, სავარაუდოდ, სტარლინკის გათიშვის ბრძანება გასცა
ილონ მასკმა უკრაინის კონტრშეეტვის დროს ინჟინრებს სტარლინკის გათიშვა უბრძანა — ამის შესახებ მის ბიოგრაფიულ წიგნში წერია. საქმე ოკუპირებულ ყირიმს ეხება, სადაც, გასულ წელს, უკრაინა რუსულ საზღვაო ფლოტზე შეტევისთვის ემზადებოდა. წიგნი უოლტერ აიზექსონმა დაწერა.