ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
29 თებერვალი 2024, 13:01
2024-02-29
F1-ის მრბოლელი, მაქს ვერსტაპენი FPV დრონს შეეჯიბრა, რომელიც 350 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს
Red Bull-ის ცნობით, პირველად მსოფლიოში, დრონმა 300 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის განვითარება მოახერხა — ის ფორმულა 1-ის მრბოლელს, მაქს ვერსტაპენს მთელი წრის განმავლობაში კვალდაკვალ მიჰყვებოდა.
რბოლა 2024 წლის 13 თებერვალს, ბრიტანეთის სილვერსტოუნის იპოდრომზე გაიმართა. სპეციალურად შექმნილ Red Bull Drone 1-ს, რომლის მაქსიმალური სიჩქარეც 350 კმ/სთ-ია, ცნობილი პილოტი, რალფ ჰოგენბირკი მართავდა.
დრონი მთელი წრის განმავლობაში Oracle Red Bull Racing გუნდის საუკეთესო მძღოლის, მაქს ვერსტაპენის მანქანას უკან მიჰყვებოდა.
«მას შეუძლია ადამიანებს ფორმულა 1-ის ყურების გმოცდილება შეუცვალოს. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ დრონს ვიხილავდი, რომელიც მხოლოდ ვიდეოს გადასაღებად ასე ასწრაფდებოდა». — თქვა გაოცებულმა ვერსტაპენმა.
«როდესაც სტანდარტულ კადრებს ნახულობთ, მანქანის სიჩქარეს მძაფრად ვერ აღიქვამთ და კარგავთ. დრონი მაყურებლებს საშუალებას მისცემს, რომ პროცესში მთლიანად ჩაეფლონ. დარწმუნებული ვარ, ეს დრონი არც თუ ისე შორეულ მომავალში ჩვენი მაუწყებლობის ნაწილი გახდება». — ამბობს ყოფილი მრბოლელი და ამჟამინდელი ტელეკომენტატორი, დევიდ კულთჰარდი.
ცნობილია, რომ უნიკალური დრონის შექმნას, რომელიც მინიატურულ რაკეტას წააგავს, დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა ამჟამად, დეველოპერებს სურთ მას უმაღლესი ხარისხის კამერები დაუყენონ, რათა ის პირდაპირ ეთერში გამოიყენონ.
მომავალში, Red Bull Drone 1 ტესტირებასა და დამტკიცებას ელის, რომ ის უსაფრთხო და საიმედოა.
ტექნოლოგია გარდაქმნის სხვადასხვა ინდუსტრიას. სწორედ ტექნოლოგიებმა მოიტანეს ძირეული ცვლილებები კინოში. შეიცვალა ფილმის გადაღება, პოსტ-პროდიუსინგი, მონტაჟი, დისტრიბუცია და მარკეტინგი. ტექნოლოგია უზრუნველყოფს ინდუსტრიისთვის ძალიან საჭირო უპირატესობას. მისმა გამოყენებამ გააუმჯობესა კინოს გადაღების ხარისხობრივი ასპექტები, რადგან მოწინავე ტექნოლოგიები უზრუნველყოფს მიმზიდველ და მკაფიო ვიზუალს, გაუმჯობესებულ ხმის ეფექტებს, უფრო მარტივ მონტაჟის ხელსაწყოებს და ფილმების ციფრულ განაწილებას, რაც მაყურებელს ფილმისგან გამდიდრებულ გამოცდილებას სთავაზობს.