ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
9 იანვარი 2023, 15:55
2023-01-09
უკრაინა — სტარტაპების მართვა ომის პირობებში
ლიუბომირ დიკუნი ამბობს, რომ მისი თანამშრომლების 95% საბრძოლველად წავიდა. დიკუნი სახლების უსაფრთხოების უკრაინული კომპანიის, G-Mak-ის აღმასრულებელი დირექტორია. მისი იდეა სახლის უსაფრთხოების Amazon Ring-ის სისტემის მსგავსია. თუმცა, მისგან განსხვავებით, სტეროიდებზე მუშაობს.
მისმა კომპანიამ შექმნა პატარა, შავი ყუთი, რომელიც აღჭურვილია კამერით. თავდამსხმელის აღმოჩენის შემთხვევაში, მას შეუძლია გამოიყენოს ცრემლსადენი გაზი, რათა შეაჩეროს სავარაუდო თავდამსხმელი. კომპანიის სლოგანია «უკრაინელებმა იციან, როგორ დაიცვან». ომმა მას დიდი პრობლემა შეუქმნა. სამუშო ძალა, რომელიც მას ჰყავდა, განადგურდა. «ხუთი ადამიანი დავკარგეთ». — განაცხადა დიკუნმა BBC-სთან საუბარში.
მშვიდობის და უკეთესობის დროს სტარტაპის შექმნის მცდელობა უზარმაზარი გამოწვევაა. ომის დროს ამის გაკეთება კიდევ უფრო რთულია.
დაბომბვა, ინფრასტრუქტურის გამიზნულად განადგურება და ელექტროენერგიის გათიშვა ამჟამად უკრაინაში მუშაობის გამოწვევებიდან მხოლოდ რამდენიმეა.
მიუხედავად ამისა, უკრაინული სტარტაპების დელეგაციამ მოახერხა და გრძელი გზა გაიარა ლას-ვეგასში, მსოფლიოს უდიდეს ტექნიკურ შეკრებაზე მოსახვედრად. სწორედ ლას ვეგასში ეუსაბრა უკრაინელ სტარტაპერებს BBC-ის ჟურნალისტი.
უკრაინელი სტარტაპერებისთვის CES (The Consumer Electronics Show) არის უზარმაზარი შესაძლებლობა დასავლელ ინვესტორებთან შესახვედრად.
უბრალოდ, ადგილზე მოხვედრა რთული იყო.
«სამი დღე დამჭირდა აქ მოსასვლელად» — ამბობს არწიომ დიდინსკი, ონლაინ სამზარეულოს დიზაინერის Corner-ის თანადამფუძნებელი.
60 წლამდე უკრაინელ მამაკაცებს ქვეყნიდან გასვლის უფლება არ აქვთ, ამიტომ ლას-ვეგასში მოსახვედრად უკრაინის ხელისუფლებისგან სპეციალური ნებართვის მიღება იყო საჭირო.
ლას-ვეგასი შორეულ სამყაროს ჰგავდა თავისი ნეონის აბრებით, მაშინ, როდესაც კიევში უბრალოდ ელექტროენერგიის ქონა ფუფუნებაა.
«ზოგჯერ ჩემი სამუშო დღე ჩემი კომპიუტერის ელემენტით შემოიფარგლება. ორი კვირის წინ სამი დღე ელექტროენერგია არ მქონდა». — ამბობს ის.
თუმცა, არწიომმა იპოვა ერთგვარი გამოსავალი. მის ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურთან მდებარე გენერატორი. მისი ოფისი ახლა ბენზინის ტუმბოს წინა მოედანია. ეს არის პროგრამისტის მუშობის ერთადერთი გზა.
ამბობს, რომ ბინაში გათბობა არ აქვს.
«მე ჩემს ძაღლთან ერთად ვიძინებ საწოლში, რათა დამეხმაროს სითბოს შენარჩუნებაში». — ამბობს ის.
მარიან რომანიაკი კომპანია Rekava-ში მუშაობს, რომელიც ყავის ძველი მარცვლებისგან დანა-ჩანგალს ამზადებს.
რუსეთის საზღვართან ახლოს, ქალაქ სუმიში (ხარკოვის მახლობლად), მისმა ბიზნესპარტნიორმა მიიღო რთული გადაწყვეტილება, გადაეტანა კომპანია დაახლოებით 800 კილომეტრის დაშორებით, უკრაინის ქალაქ ლვოვში.
«ძალიან რთულია ახლა, თუ უკრაინაში ბიზნესი გაქვს». — ამბობს ის.
დაბომბვისა და ელექტროენერგიის დეფიციტის გარდა, მარინა ასევე ამბობს, რომ ახალი კომპანიებისთვის დაფინანსების მიღება თითქმის შეუძლებელია.
«ჩვენი ყველა მსხვილი ინვესტორი და დიდი კომპანია არმიას აფინანსებს». — ამბობს ის.
თუმცა, ამ პერიოდში მისი კომპანიისთვის მხოლოდ ცუდი არ მომხდარა. მარინა ამბობს, რომ ლვოვში — პოლონეთის საზღვართან ახლოს ყოფნა ბიზნესს დაეხმარა.
«ჩვენ დავიწყეთ ფიქრი, რომ შესაძლოა, ჩვენთვის უკეთესი იყოს ევროკავშირის სიახლოვეს ყოფნა, რადგან უფრო მარტივად შეგვიძლია მიწოდება». — ამბობს ის.
კიდევ ერთი უკრაინული კომპანია, eFarm, შექმნილია, რათა უკრაინელ ფერმერებს სატელიტური ტექნოლოგიების მეშვეობით სასუქის გამოყენებაში დაეხმაროს.
თუმცა, კომპანიამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შეიმუშავა და ცდის ტექნოლოგიას, რომელსაც მიწაში ნაღმების აღმოჩენა შეუძლია.
eFarm-ის წარმომადგენელი ტატიანა გორზეი ამბობს, რომ უკრაინის მინდვრების 30% დაბინძურებულია.
თუ მათ შეუძლიათ, ყველა იმ გამოწვევის შემდეგ, რასაც ისინი ომის დროს შეხვდნენ, წარმატებისთვის ბრძოლა გააგრძელონ, დიდი შანსი აქვთ, უკრაინის გარეთაც, გლობალურ ბაზარზე მიაღწიონ წარმატებას.
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს?
სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.