ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ტექნოლოგიების როლი ომის წარმოებაში და გავლენა რუსეთის ომზე უკრაინაში

«ომი არის ძალადობრივი ქმედება, რათა ვაიძულოთ მტერი, შეასრულოს ჩვენი ნება» — ეს განმარტება პრუსიელმა გენერალმა და სამხედრო თეორეტიკოსმა, კარლ ფონ კლაუზევიცმა შემოგვთავაზა. 

ომის საშინელება საზოგადოებას მსოფლიოს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე შეეხო. 21-ე საუკუნეში ძლიერი არის ქვეყანა ან ქვეყნების გაერთიანება, რომელსაც აქვს მეტი და უკეთესი ტექნოლოგიური საშუალება. 

კომენტარის დატოვება
ტექნოლოგიების როლი ომის წარმოებაში და გავლენა რუსეთის ომზე უკრაინაში

«ომი არის ძალადობრივი ქმედება, რათა ვაიძულოთ მტერი, შეასრულოს ჩვენი ნება» — ეს განმარტება პრუსიელმა გენერალმა და სამხედრო თეორეტიკოსმა, კარლ ფონ კლაუზევიცმა შემოგვთავაზა. 

ომის საშინელება საზოგადოებას მსოფლიოს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე შეეხო. 21-ე საუკუნეში ძლიერი არის ქვეყანა ან ქვეყნების გაერთიანება, რომელსაც აქვს მეტი და უკეთესი ტექნოლოგიური საშუალება. 

ტექნოლოგიის გავლენა ომზე მრავალმხრივია — მან ომი კიდევ უფრო მეტად გამანადგურებელი გახადა. თუ გადავხედავთ ომის მიმდინარეობას ქრისტიანული ეპოქის დასაწყისიდან დღემდე, ვნახავთ, რომ ომები ძირითადად მშვილდ-ისრებისა და ხმლების გამოყენებით, ცხენებითა და სპილოებით მიმდინარეობდა. თუმცა, დროთა განმავლობაში საბრძოლო იარაღები განვითარდა. ამან კი ისინი უფრო სასიკვდილოდ აქცია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

მე-19 საუკუნეში ინგლისის ინდუსტრიულმა რევოლუციამ მნიშვნელოვანი  გავლენა იქონია ომის ტექნოლოგიურ ნაწილზე.  დაიწყო ახალი ტიპის იარაღის შექმნა. პირველ მსოფლიო ომში შეიქმნა ისეთი იარაღები, როგორიცაა ტანკები და მოიერიშე თვითმფრინავები. ტექნოლოგია გამოიყენებოდა ისეთი სასიკვდილო აირების წარმოებისთვის, როგორიცაა ზარინი, ქლორის აირი, რამაც ათასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. 

მეორე მსოფლიო ომში შეიქმნა ატომური ბომბი. ბომბები ჩამოაგდეს და გამოიყენეს ორჯერ — 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს, ჰიროსიმასა და ნაგასაკიში. შედეგად იაპონიაში დაახლოებით 200 ათასი ადამიანი დაიღუპა. V2 რეკეტებმა და გაზის კამერებმა კი კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა ომის ტექნოლოგიური ასპექტების ლეტალურობა.

ასევე, ტექნოლოგიამ ომი ფარული გახადა — მან შეცვალა ძალაუფლების პოლიტიკის დინამიკა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე — შესაძლოა, ქვეყანა ვერ დაუპირისპირდეს კონკურენტს ჩვეულებრივი ძალით, თუმცა, შეუძლია მიმართოს ფარულ საშუალებებს.

გარდა ამისა, წინა პლანზე წამოიწია კიბერშეტევებმაც. 

მაგალითად, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსული ჯარი საქართველოში შემოიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, 8 აგვისტოს კი კიბერშტეტევები განახორციელა საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის და პარლამენტის საიტებზე, ასევე, საინფორმაციო პორტალები (Apsny.ge, News.ge) და არაქართული, მაგრამ საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი ახალი ამბების საიტები და ფორუმები.

9 აგვისტოს განხორციელდა შეტევა საქართველოს საგარეო საქმეთა საიტზე, სადაც განთავსდა მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოები, რომელშიც ის გერმანელ ფაშისტ დიქტატორთან, ადოლფ ჰიტლერთან იყო გაიგივებული. ასევე, განხორციელდა თავდასხმა TBC ბანკზე, რომელიც იმ პერიოდში საქართველოს უმსხვილეს კომერციულ ბანკს წარმოადგენდა. 

ტექნოლოგიის გამოჩენასთან ერთად მსოფლიომ მშვიდობისთვის ბრძოლა დაიწყო. ამ მშვიდობის აღსრულების ძალიან საინტერესო ასპექტია მოსაზრება, რომ ატომური იარაღი არა ომის, არამედ მშვიდობის იარაღია — ჩინეთმა, აშშ-მ, რუსეთმა და ინდოეთმა დააგროვეს დიდი ბირთვული არსენალი, მაგრამ მის გამოყენებას ვერავინ ბედავს. ამას ყველაზე კარგად ადასტურებს ინდოეთი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ბირთვული იარაღის ხელშეკრულების ხელმომწერი, არ იყენებს მას.

ბირთვული იარაღის გამოყენებით მესამე მსოფლიო ომის შესაძლებლობამ შექმნა დისტოპიური მომავლის სურათები, ბირთვული და სხვა ლეტალური იარაღები, რომლებმაც შეძლეს, შეექმნათ გარანტია, რომელიც აფერხებს ომში ექსტრემალურად ფატალური ზომების მიღებას.

ტექნოლოგიამ თავდაცვა აქცია ნებისმიერი ქვეყნის თანამედროვე ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სექტორად. მაგალითად, ამერიკის გლობალური დომინირება განპირობებულია მისი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსით.

კოვიდ 19-ის პანდემიის დაწყებასთან ერთად ინდოეთმა დაიწყო თავდაცვის ძალების გაძლიერება. მსგავსი ქმედებები განხორციელდა ჩინეთშიც.  ჩინეთში განახლდა ტექნოლოგიური ბაზები, რათა PLA (ხალხის გამათავისუფლებელი არმია) თანამედროვე საბრძოლო ძალად ექციათ.

ტექნოლოგიის გამოყენება რუსეთ-უკრაინის ომში

დახვეწილი სამხედრო ტექნოლოგიები აქტიურად გამოიყენება რუსეთ-უკრაინის ომში. დასავლეთის დახმარებით, უკრაინის ძალებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ აღჭურვილიყვნენ მაღალი ხარისხის ტექნიკით.

პორტატიული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა Javelin, რომელიც 1989 წელს  შეიქმნა, ერთ-ერთი  გამორჩეული საბრძოლო იარაღია. მიუხედავად იმისა, რომ Javelin უკრაინაში წარმატების ნიმუშად იქცა და უდავოდ არის იარაღი, რომელმაც შეცვალა მდგომარეობა უკრაინის სასარგებლოდ და გაანადგურა 1500-ზე მეტი ტანკი, ის მაინც გასული საუკუნის იარაღია.

უპილოტო საჰაერო ხომალდები (UAV)

ომის მომავლად განიხილება ავტონომიური და უპილოტო სისტემები.  მეორე მხრივ, უპილოტო საფრენი აპარატები უკვე ომის ნაწილია. ახალი ტექნოლოგიები ცვლის ადამიანებისა და მანქანების ურთიერთქმედებასა და ერთად მუშაობის სტანდარტებს. რუსეთ-უკრაინის ომში უფრო მეტი დრონი იყო გამოყენებული, ვიდრე ნებისმიერ წინა ომში.

ომის დაწყების შემდეგ დრონების საშუალებით 60-ზე მეტი რუსული აქტივი განადგურდა. ისინი ასრულებენ მთავარ, მაგრამ არა გადამწყვეტ როლს უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებაში. არსებობს სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც გამოიყენება ორივე მხარის მიერ.

ყველაზე გამორჩეული, საშუალო სიმაღლის გრძელვადიანი დრონი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინის ოპერაციულ წარმატებაში, არის თურქული Bayraktar TB2. ის ხმელეთიდან იმართება. ბაირახტარს შეუძლია, გადაიტანოს სხვადასხვა ტიპის რაკეტა, იპოვოს სამიზნე და გაანადგუროს იგი. ასევე გამოიყენება თვალთვალისა და დაზვერვისთვის. 

ბაირახტარი

კიდევ ერთი, ყველაზე ხშირად გამოყენებული უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთ-უკრაინის ომში არის ამერიკული წარმოების Switchblade და რუსული Lantset, ასევე ცნობილი როგორც კამიკაძე დრონები. ადამიანს შეუძლია, ზურგჩანთით ატაროს დრონი და ეძებოს სამიზნეები. საჭიროების დროს დრონი სამიზნეს ეჯახება, რის შედეგადაც ფეთქდება ის ქობინიც, რომლითაც დრონის გადატანა ხდება. 

Switchblade

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ნახსენები დრონები ძალიან ეფექტურია, ისინი შედარებით ძვირია. უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული უპილოტო საფრენი აპარატები არის მარტივი, კომერციული დრონები, ინტეგრირებული მაღალი გარჩევადობის კამერებით, რომლებიც შეიძლება დაწყვილდეს სმარტფონთან და რომელთა შეძენაც შესაძლებელია ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე. ჯარისკაცები მათ იყენებენ დაზვერვისა და მეთვალყურეობისათვის, რაც მათ მტერზე ერთი ნაბიჯით წინ აყენებს.

ხელოვნური ინტელექტი

ინფორმაციისა და სოციალური მედიის ეპოქაში ტელეფონზე ერთი დაწკაპუნებით ადამიანს უზარმაზარი ინფორმაციის მიღება შეუძლია. დიდი სამხედრო სტრატეგი სუნ ცუ ამბობდა  «იცოდე შენი მტერი, იცოდე საკუთარი თავი, ასობით ბრძოლაში არასდროს იქნები საფრთხის წინაშე». ცხადია, სუნ ცუ ვერასდროს წარმოიდგენდა ინტერნეტის ან სხვა ტექნოლოგიების არსებობას, რომლებსაც სადაზვერვო სამსახურები სასურველი მონაცემების მოსაპოვებლად იყენებენ. მიუხედავად ამისა, ინფორმაციის მოძიებისა და მტრის შესაძლებლობების გაცნობიერების იდეა შეუცვლელი რჩება.

ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები შეიძლება ჩაითვალოს პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და ქმედუნარიან  შეიარაღებულ ძალად. ამ მოსაზრების მთავარი მიზეზი ისაა, რომ უკრაინელებს აქვთ წვდომა დაზვერვასა და მონაცემებზე, რომლებიც შეგროვებულია მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სადაზვერვო სამსახურებიდან.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თავად უკრაინელები წარმატებით იყენებენ მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს საჯაროდ ხელმისაწვდომ სურათებზე და ქმნიან კრიტიკულ ინფორმაციას.

უკრაინა თანამშრომლობს Clearview AI-სთან. ის მათ სთავაზობს უკრაინულ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც იყენებს სახის ამომცნობს გარდაცვლილი ჯარისკაცების სოციალური მედიის პროფილების აღმოსაჩენად.

უკრაინული მხარე აქტიურად იყენებს რუსი ჯარისკაცების მიერ გავრცელებულ დაშიფრულ ინფორმაციას. AI-ზე ორიენტირებულმა ტექნიკურმა კომპანია Primer-მა შეცვალა თავის კომერციულ AI-ზე ჩართული ხმის ტრანსკრიფცია და მთარგმნელობითი სერვისი ისე, რომ მან დაამუშაოს რუსული კომუნიკაციები და ავტომატურად გამოკვეთოს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო ინფორმაცია საძიებო ტექსტურ მონაცემთა ბაზაში.

კოსმოსი

ომის დაწყების დღიდან, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა და უკრაინის ვიცე-პრემიერმა, მიხაილო ფედოროვმა Twitter-ზე გამოაქვეყნა მრავალი სასწრაფო მესიჯი კომერციული კოსმოსური კომპანიების ხელმძღვანელობისთვის — ის მათ დახმარებას სთხოვდა. ფედოროვმა საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა უპასუხა მის ტვიტს და პირობა დადო, რომ უკრაინას Starlink ინტერნეტს მიაწვდის. დღეს უკრაინის უპილოტო თვითმფრინავები მათ შორის Starlink-ს იყენებენ მოწინავე პოზიციებზე რუსეთის წინააღმდეგ.

სტარლინკები

უკრაინას გამოეხმაურნენ სხვა კომერციული კოსმოსური კომპანიებიც. ეს კომპანიები ძირითადად ორიენტირებულია სატელიტურ კომუნიკაციებზე. მათ მიერ გაწეული მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო რუსული ჯარების გადაადგილების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდებისთვის. უკრაინის სამხედრო საკომუნიკაციო ქსელების ფუნქციონირებისთვის.

ცხადია, რუსეთ-უკრაინის ომი არის ტექნოლოგიურად ყველაზე დახვეწილი ომი, რომელიც კაცობრიობას უნახავს. ომი და მასში შემავალი ასპექტები აშკარად განვითარდა და შეიცვალა, მიუხედავად ამისა, ომის ბუნება, რომელიც ადამიანებსა და სახელმწიფოებს დაპირისპირებისკენ უბიძგებს, იგივე რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ განვითარდა ახალი ტექნოლოგიები, საომარი მოქმედებების ახალი სფეროები, საბოლოო მიზანიც უცვლელია — სახელმწიფო იყოს უპირატესი და დაიცვას სუვერენიტეტი.

ომის დასულების შემდეგ მთელ მსოფლიოში სამხედრო სფეროში მკვეთრი ცვლილებებია მოსალოდნელი. ყველა სახელმწიფო, რომელიც ინვესტიციას დებს თავის ეროვნულ უსაფრთხოებაში, აგროვებს მონაცემებს სხვადასხვა ტექნიკის, მათ შორის — ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. 

ომის დასრულების შემდეგ, ეს მონაცემთა ბაზა იქნება სახელმძღვანელო მომავალი თავდაცვისა და უსაფრთხოების განვითარებისთვის. საბრძოლო ბაზა გადავიდა ტექნოლოგიურად განვითარებულ მდგომარეობაში, შეიქმნა ახალი ურთიერთდამოკიდებულებები, რომლებიც უფრო მეტია, ვიდრე უბრალო შეიარაღების სისტემა. სამხედრო სტრატეგებს, მეთაურებსა და საველე ოპერატორებსაც სჭირდებათ ადაპტირება ცვლილებებთან, სწორი ინსტრუმენტებითა და ინოვაციური ტაქტიკით.



ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.