უკრაინის სკოლებში VR-ით და AR-ით სწავლებას ცდიან
უკრაინის სკოლებში VR-ით და AR-ით სწავლების საპილოტე პროექტი მიმდინარეობს.
უკრაინის სკოლებში VR-ით და AR-ით სწავლების საპილოტე პროექტი მიმდინარეობს.
სასკოლო განათლების ვირტუალური (VR) და აუგმენტური (AR) ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდა 2022 წლის დეკემბერში დაიწყო. პროექტში მონაწილეობა მიიღეს მე-7-მე-11 კლასების მოსწავლეებმა ტერნოპოლიდან, ლუცკიდან, ხმელნიცკიდან და კამიანეც-პოდილსკიდან.
საპილოტე პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს ფიზიკა: მათ ჩაატარეს ლაბორატორიული სამუშაოები ვირტუალური რეალობის სათვალეებისა და სახელმძღვანელოს გამოყენებით.
ახლა საგანმანათლებლო მასალა სპეციალურ პლატფორმაზეა განთავსებული. ის უკვე მოიცავს 200 ინტერაქტიულ სამგანზომილებიან ლაბორატორიულ და პრაქტიკულ სამუშაოს ფიზიკაში.
პლატფორმაზე ეტაპობრივად გამოჩნდება ახალი მასალები სკოლაში შესწავლილი ყველა საგნისა და თემის შესაბამისად.