ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

10 ლეგენდარული "სააღდგომო კვერცხი" ტექნოლოგიური სამყაროდან

სააღდგომო კვერცხი ტექნოლოგიებში ნიშნავს შეტყობინებას, სურათს ან ფუნქციას, რომელიც დამალულია პროგრამულ უზრუნველყოფაში, ვიდეო თამაშში, ფილმში ან სხვა, ძირითადად, ელექტრონულ მედიუმში.

დამალული სააღდგომო კვერცხების ძებნა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცნობილი სააღდგომო ტრადიციაა და ტექნოლოგიურ სამყაროშიც ტერმინი სწორედ აქედან გაჩნდა.

რომელია საუკეთესო და ყველაზე კრეატიული სააღდგომო კვერცხი ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში? გთავაზობთ Firebrand-ის შერჩეულ 10 ლეგენდარული შემთხვევის ჩამონათვალს.

კომენტარის დატოვება
10 ლეგენდარული "სააღდგომო კვერცხი" ტექნოლოგიური სამყაროდან

სააღდგომო კვერცხი ტექნოლოგიებში ნიშნავს შეტყობინებას, სურათს ან ფუნქციას, რომელიც დამალულია პროგრამულ უზრუნველყოფაში, ვიდეო თამაშში, ფილმში ან სხვა, ძირითადად, ელექტრონულ მედიუმში.

დამალული სააღდგომო კვერცხების ძებნა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცნობილი სააღდგომო ტრადიციაა და ტექნოლოგიურ სამყაროშიც ტერმინი სწორედ აქედან გაჩნდა.

რომელია საუკეთესო და ყველაზე კრეატიული სააღდგომო კვერცხი ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში? გთავაზობთ Firebrand-ის შერჩეულ 10 ლეგენდარული შემთხვევის ჩამონათვალს.

პირველი «სააღდგომო კვერცხი»

Adventure 1979 წელს გამოშვებული თამაშია, რომელიც Atari 2600 კონსოლისთვის შეიქმნა.

მაშინ ვიდეო თამაშებისა და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიები წარმოუდგენლად უფრთხოდნენ პროგრამისტებისთვის საავტორო უფლებების მინიჭებას. ეშინოდათ, რომ დეველოპერების პოპულარობა ბრენდებისას გადააჭარბებდა.  

Adventure-ის შემქმნელმა, უორენ რობინეტმა მოახერხა, თავისი სახელის გასავრცელებლად ჭკვიანური ნაბიჯი გადაედგა.

თავიდან რობინეტს თავისი სახელის მითითება სათავგადასავლო სახელმძღვანელოში სურდა, მაგრამ ვერ შეძლო. ამიტომ, მოიფიქრა მახვილგონივრული გზა თამაშში თავის დასახელებისთვის, ეს კი ტექნოლოგიურ სამყაროში პირველი «სააღდგომო კვერცხი» გახდა.

რობინეტის სახელის დასანახად მოთამაშეებს კატაკომბებში შესვლა და მოქმედებების შესრულება სჭირდებოდათ, რომელიც საიდუმლო ოთახს გახსნიდა.

საუკეთესოდ დამალული «სააღდგომო კვერცხი»

ტექნოლოგიური სამყარო ძალიან დიდია და ადამიანები ყოველთვის პოულობენ ახალ «სააღდგომო კვერცხებს». ზოგიერთ თამაშს, როგორიცაა Punch-Out!, Duck Hunt და Serious Sam, აქვთ ისეთი სააღდგომო კვერცხები, რომლებიც 10-20 წლის განმავლობაში ვერავინ იპოვა. 

თუმცა, არსებობს ერთი კვერცხი, რომელიც იმდენად კარგად იყო დამალული, რომ მის პოვნას 26 წელი დასჭირდა. სინამდვილეში, პროგრამისტი, რომელმაც ის შექმნა, დანებდა და კვერცხის შესახებ თაყვანისმცემელს გაუმხილა.

ის Donkey Kong-შია მოთავსებული და მხოლოდ მარიოს სიკვდილის შემდეგ ჩნდება. თუ კარგად დააკვირდებით, ლანდონ ემ დაიერის ინიციალებს დაინახავთ. სწორედ ის მუშაობდა თამაშზე.

ყველაზე უცნაური «სააღდგომო კვერცხი»

«Book Of Mozilla» ყველაზე უცნაური კვერცხია, რომლებიც Firefox და Netscape ბრაუზერშია განთავსებული.

თუ თქვენ ეწვევით «about:mozilla"-ს, ბრაუზერი წითელ ფონს აჩვენებს. შემდეგ შეგეძლებათ ნახონ სხვადასხვა უცნაური აპოკალიფსური ციტატები.

მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი წიგნი არ არსებობს, მისი მრავალი ციტატა ბიბლიიდან და მსგავსი ლიტერატურიდან მოდის. სულ შვიდი სტროფია. მათი უმეტესობა განკითხვის დღეს ეხება და «მხეცისა» და «ურწმუნოების» შესახებ საუბრობს.

ყველაზე რთული «სააღდგომო კვერცხი»

Trials Evolution 2012 ველოსიპედის რბოლა/თავსატეხია, რომელიც აქამდე არსებულ ყველაზე რთულ «სააღდგომო კვერცხს» შეიცავს. თამაშში გამოცანაა, რომლის დაწყებაც ნებისმიერს შეუძლია ხის ფიცარზე თავსატეხის ამოხსნით.

ფიცრები შეიცავს დაშიფრულ შეტყობინებებს, რომლებიც მთელი თამაშის მანძილზეა დამალული. როდესაც ისინი ერთმანეთს უერთდებიან, სრული გამოცანა იქმნება. პასუხი ცხადყოფს ინსტრუქციას საიდუმლო სიმღერის განბლოკვისთვის Nature Calls რუკაზე.

და ეს მხოლოდ დასაწყისია. გრაფიკული ანალიზის შემდეგ სიმღერა მორზეს ანბანის ნაწილს ავლენს. შეტყობინება მიმართავს ადამიანებს, რომლებსაც კიდევ ერთი პრობლემა ელით.

გამოცანის პასუხი ოთხი ადგილის კოორდინატებს ავლენს: ბათი, ჰელსინკი, სან-ფრანცისკო და სიდნეი. თითოეული მათგანი დალუქულ ზარდახშას მალავს, რომლებშიც იდენტური გასაღებებია.

საიდან ვიცით ეს? 2015 წელს ვიღაცამ შეძლო ამ ამოცანის ამოხსნა. თუმცა, არც ეს არის გამოცანის დასასრული, ყოველ შემთხვევაში, 2113 წლამდე.

100 წელიწადზე ნაკლებ დროში პარიზში ეიფელის კოშკის ქვეშ იდუმალი ზარდახშა გამოჩნდება. გამოცანის შემქმნელი ანტი ილვესუო ამტკიცებდა, რომ ამ საქმეს 2113 წელს ქოლგიანი და ქუდიანი მამაკაცი შეასრულებდა.

ოთხი იდენტური გასაღებიდან ერთ-ერთი ამ ზარდახშას გახსნის, თუმცა რა იქნება მასში, დღემდე არავინ იცის.

ყველაზე ხანგრძლივი «სააღდგომო კვერცხი»

რომელია ყველაზე ხანგრძლივი სააღდგომო კვერცხი? პასუხი მარტივია  — Google. ამ ტექნოლოგიურმა გიგანტმა უამრავი დაფარული ფუნქცია და შეტყობინებები დამალა თავის პროდუქტში. ის ამას გააგრძელებს მანამ, სანამ ინტერნეტი იარსებებს.

Google Search უამრავ იუმორისტულ სააღდგომო კვერცხს შეიცავს — უცნაური «ანაგრამის» ფუნქცია, ან «do the barrel roll», რომელიც მთელ გვერდს აბრუნებს.

უფრო მეტიც, Google Maps და Earth სავსეა პოპ კულტურის მინიშნებებით, ბეტმენის სიგნალებით, უცნაური უცხოპლანეტელებისა და სხვა სურათებით.

ერთ-ერთი საუკეთესო სააღდგომო კვერცხი ფრენის სიმულატორია, რომელიც Google Earth-შია. მის საპოვნელად უბრალოდ გადადით მენიუში, აირჩიეთ «ინსტრუმენტები (tools)» და აირჩიეთ «Enter Flight Simulator». ყველა მომხმარებელს შეუძლია თვითმფრინავში ასვლა და მთელს მსოფლიოში ფრენა.

Google-ის სააღდგომო კვერცხები იმდენად დახვეწილია, რომ მათთვის ცალკე ვიკიპედიის გვერდიც არსებობს.

ყველაზე პოპულარული «სააღდგომო კვერცხი»

თუ პროგრამისტი ან ტექნოლოგიების ფანი ხართ, დიდი შანსია, რომ Konami Code-ს შესახებ გსმენიათ. ცნობილი ღილაკების თანმიმდევრობა «↑↑↓↓←→←→BA» პირველად Konami Gradius თამაშში გამოიყენეს, თუმცა მის შესახებ მთელმა მსოფლიომ ლეგენდარული Contra-ს თამაშის შემდეგ შეიტყო.

არსებითად, ეს არის კოდით თაღლითობის ყველაზე ადრეული მაგალითი თამაშში ან პროგრამაში. Contra-ში მოთამაშეები ამ სვლის გამოყენების შემდეგ ჩვეულებრივ 3 სიცოცხლის ნაცვლად 30 სიცოცხლეს მიიღებდნენ. contra-ს დეველოპერებმა ის ასზე მეტ თამაშში დააპროგრამეს.

Konami Code ნამდვილად ყველაზე ცნობილი სააღდგომო კვერცხია პროგრამული უზრუნველყოფის სამყაროში. მას რამდენჯერმე მიმართეს სხვადასხვა კომპანიებმა და ორგანიზაციებმა, როგორებიცაა Facebook, Google და Digg.

ყველაზე გამაოცებელი «სააღდგომო კვერცხი»

წლების განმავლობაში, μTorrent-ს თავის ოფიციალურ აპლიკაციაში ტეტრისის საიდუმლო თამაში ჰქონდა დამალული. თუ თქვენ μTorrent-ს იყენებდით და ჩამოტვირთვის დასრულებას ვეღარ უცდიდით, შეგეძლოთ, დროის გასაყვანად თამაში ჩაგერთოთ.

ამ სააღდგომო კვერცხის პოვნა მენიუში T ბრძანების გაშვებითაა შესაძლებელი. ის ტეტრისის კლასიკური ვარიანტია, თუმცა რთული წარმოსადგენია მისი გამოჩენა ისეთ აპლიკაციაში, როგორიც μTorrent-ია.

ყველაზე კრეატიული «სააღდგომო კვერცხი»

იცოდით, რომ თქვენი Mac შეიძლება თერაპევტად გადაიქცეს? Apple-მა ჩართო ერთგვარი ვირტუალური თერაპევტი, რომლის გაშვება მომხმარებლებს «emacs» -დან შეუძლიათ.

როდესაც «emacs» კოდს გაუშვებთ, აირჩიეთ Shift, Esc და X. ჩაწერეთ სიტყვა «doctor» და შემდეგ დააჭირეთ დაბრუნების ღილაკს. ამის შემდეგ ვირტუალური თერაპევტი თქვენთან საუბარს დაიწყებს.

შეგიძლიათ დაუსვათ ყველანაირი შეკითხვა და განიხილოთ თქვენი განცდები.

მიუხედავად იმისა, რომ ის ნამდვილ თერაპევტს არ შეგვიცვლის, უდავოდ გასართობი და უაღრესად ინოვაციური «სააღდგომო კვერცხია».

ყველაზე საშიში «სააღდგომო კვერცხი»

2019 წელს Facebook-მა მსოფლიო უცნაური შეტყობინებებით გააკვირვა, რომლებიც მის Oculus VR სათვალეების შიდა აპარატურაში გამოჩნდა.

ამბავი მედიაში სწრაფად გავრცელდა, როცა ათიათასობით VR კონტროლერი დაიფარა ისეთი უცნაური შეტყობინებებით, როგორებიცაა «დიდი ძმა გიყურებს» ან «მასონები აქ იყვნენ».

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს შეტყობინებები მხოლოდ მოწყობილობების პროტოტიპებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა შემთხვევით უცნაურ სააღდგომო კვერცხად იქცა. მოგვიანებით კომპანიამ გადაჭრა პრობლემები და ბოდიში მოიხადა შეცდომისთვის.

ყველაზე ძვირადღირებული «სააღდგომო კვერცხი»

რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა ადამიანმა ბიტკოინის პირველ ბლოკზე უჩვეულო შეტყობინება აღმოაჩინა. სატოში ნაკამოტომ შექმნა შეტყობინება, რომელიც თექვსმეტობით ფორმატში იყო დაშიფრული. მასში ნათქვამია: «sknab roftuoliab dnoces fo knirb no rollecnahC 9002/naJ/30 semiT ehT».

ამ მესიჯის შებრუნებისას იკითხება: «დრო 03/იან/2009 კანცლერი ბანკებისთვის მეორედ დახმარების ზღვარზეა».

მიუხედავად იმისა, რომ ეს აშკარად გლობალურ ფინანსურ კრიზისს ეხება, შესაძლებელია, რომ ნაკამოტომ იგი გენეზის ბლოკში მისი ახალი გამოგონების შესახებ განცხადების გასაკეთებლად ჩართო.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
საუკეთესო აპლიკაციები თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის
საუკეთესო აპლიკაციები თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის
თემის მიხედვით
საუკეთესო აპლიკაციები თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის
10 გამოგონება სამეცნიერო ფანტასტიკიდან რომელიც რეალობად იქცა
10 გამოგონება სამეცნიერო ფანტასტიკიდან, რომელიც რეალობად იქცა
თემის მიხედვით
10 გამოგონება სამეცნიერო ფანტასტიკიდან, რომელიც რეალობად იქცა


ასევე წაიკითხეთ
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
IT ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდუსტრიაა, მაგრამ გასულ წელს თანამდებობიდან გათავისუფლების სერიამ ნდობა ნაწილობრივ შეარყია. Indeed-ის მოხსენების თანახმად, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიებმა სამუშაო ადგილზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს. შედეგად, AI უნარები ახლა ყველაზე მოთხოვნად უნარებს შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები თანამდებობიდან გათავისუფლების ინტენსივობას ამცირებენ.
ტექ ლიდის როლი Space International-ში
ტექ ლიდის როლი Space International-ში
ტექ ლიდის როლი Space International-ში
ავტორი: თაკო ჟიჟილაშვილი, Space International Space International ფინტექ კომპანიაა, რომელიც მოწინავე საბანკო პროდუქტებს ქმნის და სრულად ციფრულ საბანკო პლატფორმას უზრუნველყოფს, საქართველოდან უზბეკეთის ბაზარზე. ჩვენი გუნდი, რომელიც ამ დინამიურ,  ტექნოლოგიურ ეპოქაში მუშაობს, მუდმივი პროგრესის მნიშვნელობას აცნობიერებს. სწორედ ამიტომ, ერთი წლის წინ თანამშრომლობა დავიწყეთ ThoughtWorks-თან.
მსოფლიოს 5 მთავარი სამეცნიერო და ტექნოლოგიური კერა აზიაში მდებარეობს
მსოფლიოს 5 მთავარი სამეცნიერო და ტექნოლოგიური კერა აზიაში მდებარეობს
მსოფლიოს 5 მთავარი სამეცნიერო და ტექნოლოგიური კერა აზიაში მდებარეობს
რა არის დროფშიფინგი და როგორ დავიწყოთ ის — 6 ნაბიჯი
რა არის დროფშიფინგი და როგორ დავიწყოთ ის — 6 ნაბიჯი
რა არის დროფშიფინგი და როგორ დავიწყოთ ის — 6 ნაბიჯი
დაბალი სასტარტო ხარჯების, ნულოვანი ხარჯებისა და მარტივი ბიზნეს მოდელის გამო დროფშიფინგი (Dropshipping) პოპულარული ბიზნეს მოდელია. ასეთი კომპანიის შექმნა სულ რაღაც 100 დოლარად არის შესაძლებელი. რაც მთავარია, დროფშიფერებს შეუძლიათ, პროდუქციის სრული ასორტიმენტი ყოველგვარი ინვენტარის შეძენისა ან შენახვის გარეშე გაყიდონ.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.