ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძედასვენება
24 თებერვალი 2023, 11:00
2023-02-24
10 გამოგონება სამეცნიერო ფანტასტიკიდან, რომელიც რეალობად იქცა
21-ე საუკუნის ადამიანების რეალობა ძალიან უცნაურია. ჩვენ გავიზარდეთ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებზე, სადაც ადამიანები იყენებდნენ ვიდეო ზარებს, მფრინავ მანქანებს, კოსმოსურ სადგურებს, მფრინავ სკეიტბორდებს. ახლა კი, ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ან ძალიან ახლო მომავალია.
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ავტორები და მოყვარულები ყოველთვის ფიქრობდნენ დიდ იდეებზე და ტექნოლოგიურ მომავალზე. ზოგიერთის მოლოდინები გამართლდა და სამეცნიერო ფანტასტიკიდან დოკუმენტალისტიკაში გადაინაცვლა.
გთავაზობთ 10 გამოგონებას სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრიდან, რომლებიც რეალობად იქცა!
ეს მოწყობილობა დღეს ყველა ჩვენგანის ჯიბეშია. მობილური ტელეფონები უამრავი შესანიშნავი ფუნქციით თანამედროვეობის აუცილებლობად იქცა. პირველი მობილური ტელეფონი 1973 წელს Motorola DynaTAC-მა გამოიგონა. ნივთი 1,1 კილოგრამს იწონიდა და საუბრის დრო დაახლოებით 35 წუთი იყო. ის მარტინ კუპერმა შექმნა. მისმა გუნდმა ტელეფონის იდეა 90 დღეში აქცია რეალობად.
დიდი ხნის განმავლობაში ფართოდ იყო გავრცელებული აზრი, რომ კუპერმა შთაგონება Star Trek-ის ეპიზოდიდან მიიღო, სადაც კაპიტანი კირკი თავის ხელის საკომუნიკაციო მოწყობილობას იყენებდა.
თუმცა კუპერმა განაცხადა, რომ მისი რეალური შთაგონება კომიქსი Dick Tracy გახდა, სადაც პერსონაჟი «მაჯის ორმხრივ რადიოს იყენებდა».
უნივერსალური მთარგმნელი
კოსმოსის შესწავლისას, Star Trek-ის ისეთი პერსონაჟები, როგორებიც იყვნენ კაპიტანი კირკი და სპოკი, ხშირად ხვდებოდნენ უცხოპლანეტელებს, რომლებიც სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ. გალაქტიკის უცხოპლანეტელების გასაგებად, Star Trek-ის გმირები იყენებდნენ მოწყობილობას, რომელიც მაშინვე თარგმნიდა უცხოპლანეტელების უჩვეულო ენას. მოწყობილობა პირველად ეკრანზე მაშინ გამოჩნდა, როცა სპოკმა ის არაბიოლოგიურ არსებასთან კომუნიკაციის მიზნით გამოიყენა.
მიუხედავად იმისა, რომ Star Trek-ის იდეა ინტელექტუალურ უცხოპლანეტელებთან ურთიერთობას მოიაზრებდა, მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ენების თარგმნა რეალურ დროში, რევოლუციურია კომუნიკაციისთვის.
ჩვენს რეალობაში, ისეთი პროდუქტები, როგორიცაა sourcenext’s Pocketalk და Skype-ის ხმოვანი თარგმნის სერვისი, უზრუნველყოფენ მყისიერ თარგმნას ენებს შორის. მართალია, ჯერჯერობით ის უნაკლოსგან შორსაა, თუმცა, ცხადია, რომ უახლოეს ათწლეულში ეს მიღწევა ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება.
ტელეპორტაცია
ვინმეს «განათების და გაქრობის» იდეა იმ საფუძველზე იდგა, რომ ადამიანს შეეძლებოდა დაყოფა ენერგეტიკულ ფორმებად (დემატერიალიზაცია) და შემდეგ ისევ მატერიალურ ერთობად ქცევა დანიშნულების ადგილზე მისვლისას(რემატერიალიზაცია). ადამიანების ამ გზით გადაყვანა Star Trek-ის USS Enterprise-ზე სერიალის საპილოტე ეპიზოდშივე ხდებოდა.
ცხადია, ჩვენ ეს უნარი ჯერ არ გაგვაჩნია. თუმცა, მეცნიერებს უკვე შეუძლიათ ენერგიის ბურთების ტელეპორტირება, რომლებიც ფოტონების სახელითაა ცნობილი. ამ შემთხვევაში, ტელეპორტაცია ეფუძნება ფენომენს, რომელიც კვანტური ჩახლართულობის სახელითაა ცნობილი. ეს არის კვანტურ მექანიკაში არსებული მდგომარეობა, როდესაც ორ ჩახლართულ ნაწილაკს შეუძლია ერთმანეთისგან ძალიან შორს იყოს, თუმცა დაკავშირებული დარჩეს ერთმანეთთან ისე, რომ ერთზე შესრულებულმა მოქმედებამ მეორეზეც მოახდინოს გავლენა. ორ ფოტონს შორის ინფორმაციის გაცვლა სინათლის სიჩქარეზე, სულ მცირე, 10000-ჯერ უფრო სწრაფად ხდება.
3D ჰოლოგრამები
«ვარსკვლავური ომების» პირველ ფილმში ობი-ვან კენობი ჰოლოგრაფიულ შეტყობინობას იღებს. განმარტებით, ჰოლოგრამა არის 3D გამოსახულება, რომელიც შექმნილია ლაზერის სხივების ჩარევის შედეგად 2D ზედაპირზე. მისი დანახვა მხოლოდ ერთი კუთხიდანაა შესაძლებელი.
2018 წელს იუტაში, პროვოში მდებარე იანგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ნამდვილი ჰოლოგრამა შექმნეს! მათი ტექნიკა, სახელწოდებით volumetric display (მოცულობითი ჩვენება) Etch-A-Sketch სათამაშოების მსგავსად მუშაობს, თუმცა ნაწილაკებს მაღალი სიჩქარით იყენებს.
მეცნიერებს შეუძლიათ ნაწილაკების დაჭერა და მათი დანიშნულ ფორმაში გადატანა. ლაზერების მეორე ნაკრები ასხივებს წითელ, მწვანე და ლურჯ შუქს ნაწილაკზე და ქმნის სურათს.
მომხიბვლელი გამოგონებაა, თუმცა მისი მასშტაბები ჯერ ძალიან მცირეა.
ბიონიკური კიდური
წარმოიდგინეთ, რომ მამათქვენმა ხელი მოგჭრათ და მცურავი შენობის ფსკერზე ჩავარდით, რომ შემდეგ დიდი ხნის დაკარგულმა დამ მოგაგნოთ და წაგიყვანოთ.
რეალურ სამყაროში ეს ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა «ვარსკვლავური ომების» ფილმებისთვის ჩვეულებრივი. ხელის დაკარგვის შემდეგ, ლუკ სკაიუოკერი იღებს ბიონიკურ კიდურს, რომელსაც ნორმალური ხელის ყველა ფუნქცია აქვს. ეს სცენარი ჩვენთვის უფრო რეალურია.
ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრებმა ატლანტაში, ჯორჯიის შტატში, შეიმუშავეს გზა ამპუტირებული ადამიანებისთვის პროთეზების თითის ულტრაბგერითი სენსორებით მართვისთვის. ფილმში სკაიუოკერის პროთეზი ელექტომიოგრამის სენსორებს იყენებს, რომლებიც მის კუნთებზეა მიმაგრებული. სენსორების გადართვა სხვადასხვა რეჟიმზეა შესაძლებელი და მისი კუნთების მოხვევით ან შეკუმშვითაა შესაძლებელი.
Georgia Tech-ის მკვლევრების მიერ შექმნილი პროთეზი მანქანურ სწავლებას და ულტრაბგერით სიგნალებს იყენებს თითის წვრილი მოძრაობების დასადგენად.
ციფრული ბილბორდები
რეჟისორი რიდლი სკოტი თავის ფილმში «Blade Runner» ფუტურისტული ლოს-ანჯელესის პეიზაჟს გვიხატავს. ცათამბჯენების სკანირებისას, ერთ-ერთ შენობაზე უზარმაზარი, ციფრული, თითქმის კინემატოგრაფიული ბილბორდი ჩნდება. ამ პრეინტერნეტულმა კონცეფციამ შთააგონა DOOH.com-ის აღმასრულებელი დირექტორი ენდრიუ ფიფი. DOOH (Digital Out Of Home) კომპანიაა, რომელიც ცოცხალ, დინამიკურ რეკლამებს ქმნის ციფრული ბილბორდების გამოყენებით. კომპანიას რეკლამებში წამყვანი ადგილი უკავია, რადგან ის მიმზიდველ ფორმებს გვთავაზობს.
ციფრულმა ბილბორდებმა 2013 წელს დაარსების შემდეგ დიდი გზა გამოიარეს. მათ ისარგებლეს ხალხმრავალი ქალაქებით, როგორიცაა ლონდონი, ნიუ-იორკი. შესაძლოა, უახლესი «Blade Runner 2049» კიდევ უფრო მეტი ახალი ტექნოლოგიის შთამაგონებლად იქცეს.
ხელოვნური ინტელექტი
«Blade Runner-ის» ისტორია სინთეზური ადამიანების იდეის გარშემო ტრიალებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს საჭიროებენ. ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა კომპიუტერებისთვის ინტელექტის მინიჭების პოტენციური შედეგები აწუხებდეს, რასაც ბევრ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაშრომში დამღუპველი შედეგებიც მოჰყვა. მაგრამ ხელოვნურ ინტელექტს, რეალურად, რამდენიმე ძალიან სასარგებლო პროგრამა აქვს.
მაგალითად, ასტრონომებმა გაწვრთნეს მანქანები ეგზოპლანეტების მოსაძებნად მანქანური სწავლების მეთოდიკის გამოყენებით. NASA-ს კეპლერისა და TESS-ის მისიების მიერ შეგროვებული უხვი მონაცემების შესწავლისას, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, ამოიცნოს მონაცემებში დამალული ეგზოპლანეტისთვის დამახასიათებელი ნიშნები.
კოსმოსური სადგურები
«2001: კოსმოსურ ოდისეაში» დედამიწის ორბიტაზე განთავსებულია კოსმოსური სადგური V. ეს დიდი დაწესებულებაა, რომელიც დედამიწის დაბალ ორბიტაზე მდებარეობს, სადაც ასტრონავტებს მიკრო გრავიტაციით გადახტომა შეუძლიათ.
კოსმოსური სადგური V გახდა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის შთაგონების წყარო, რომელიც დედამიწის ორბიტაზე 1998 წლიდან მოძრაობს და ამჟამად, ერთდროულად ექვსამდე ასტრონავტს იტევს. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსური სადგური V ბევრად უფრო მდიდრული ჩანს, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს გაცილებით მეტი სამეცნიერო მიღწევა აქვს. ის იყო ფუნდამენტური მიკრო გრავიტაციის კვლევისთვის მისი მშენებლობის დაწყებიდან.
კოსმოსური სადგური V არ იყო მხოლოდ არაამქვეყნიური შვებულების გამოცდილება, ის ასევე გამოიყენებოდა, როგორ შესასვენებელი გაჩერება მთვარეზე და სხვა კოსმოსურ მიმართულებაზე გამგზავრებამდე.
ჰოვერბორდი
უკან მომავალში არაჩვეულებრივი ტრილოგიაა, თუმცა ფილმებიდან მეორე ნაწილი გამოირჩევა, რომელიც მსოფლიოს რეჟისორის პერსპექტივიდან 2015 წელს გვაჩვენებს. ფილმმა ბევრად უფრო უცნაური 2015 წელი იწინასწარმეტყველა, ვიდრე ის რეალურად იყო. თუმცა, ჰოვერბორდებს, რომელიც მარტი მაკფლაიმ სწრაფი გაქცევის მიზნით გამოიყენა, ნამდვილად შევხვდებით.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი არც ისეთი ფართოდ გავრცელებულია, როგორც მათ ფილმი აღიქვამს, ისინი ნამდვილად არსებობს. პირველი რეალური მოდელი 2015 წელს კალიფორნიაში დაფუძნებულმა კომპანია Arx Pax-მა შექმნა. კომპანიამ გამოიგონა მაგნიტური ველის არქიტექტურა, რომელიც ჰოვერბორდის ლევიტაციისთვის გამოიყენება. დაფა მაგნიტურ ველს წარმოქმნის, რომელიც თავის მხრივ მორევის დენს ქმნის და შემდეგ სხვა დაპირისპირებულ მაგნიტურ ველს. ეს მაგნიტური ველები ერთმანეთს უკუაგდებენ და უზრუნველყოფენ აწევას.
ბიომეტრიული ვერიფიკაცია
ბიომეტრიულ ვერიფიკაციას დღეს ყველგან შევხვდებით. ჩვენს სმარტფონებს დღეს თითის სენსორის, სახის ამომცნობი სისტემისა და ხმის საშუალებითაც ვხსნით. ბიომეტრიული ამომცნობები პირველად Star Trek-ში გამოიყენეს.
კოსმოსურ ხომალდს ხმოვანი ამომცნობის საშუალებით შეეძლო, გაეგო, ვინ ესაუბრებოდა და შეესრულებინა ბრძანებები.
«The Wrath of Khan» ნაწილში კაპიტანი კირკი ბადურას სკანირებას იყენებს პროექტის მონაცემებზე წვდომის მოსაპოვებლად.
რაც შეეხება სახის ამომცნობებს, ისინი Star Trek-ში არქივებში შესასვლელად გამოიყენებოდა.
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებმა არაერთი ადამიანი შთააგონეს დიდი ნაბიჯებისკენ. ჯერ კიდევ უამრავი მოწყობილობაა, რომელიც რეალური სამყაროსთვის წარმოუდგენლად გვეჩვენება, თუმცა გავიხსენოთ, ჩამოთვლილი ტექნოლოგიების უდიდესი ნაწილი საუკუნის დასაწყისში სწორედ მსგავსად გვესახებოდა.