ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის

IT ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდუსტრიაა, მაგრამ გასულ წელს თანამდებობიდან გათავისუფლების სერიამ ნდობა ნაწილობრივ შეარყია. Indeed-ის მოხსენების თანახმად, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიებმა სამუშაო ადგილზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს. შედეგად, AI უნარები ახლა ყველაზე მოთხოვნად უნარებს შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები თანამდებობიდან გათავისუფლების ინტენსივობას ამცირებენ.

კომენტარის დატოვება

Indeed-ის მონაცემების მიხედვით, წარმოგიდგენთ 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად IT უნარს, რომელიც მაღალი ხელფასის მიღებასა და კონკურენტულ ბაზარზე მუშაობაში დაგეხმარებათ.

გენერაციული AI

ბოლო პერიოდში, გენერაციული AI ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ყველაზე განხილვადი თემაა და გასაკვირი არ არის, რომ ბიზნესები ტექნოლოგიას აქტიურად იყენებენ, რათა ისეთი სერვისები და პროდუქტები შექმნან, რომლებიც ამ ტექნოლოგიას მაქსიმალურად გამოიყენებენ. ჩათბოტებმა, როგორიცაა ChatGPT, ძლიერი წინსვლა განიცადეს, ისევე როგორც გამოსახულების გენერატორებმა, როგორიცაა DALL-E 3. ასეთი ტექნოლოგიები მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებისთვის, პროცესების ავტომატიზაციისთვისა და ბიზნესის გადაწყვეტილების მიღების მიზნით გამოიყენება. გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სფერო უზარმაზარია და ჩვენ მხოლოდ მის ადრეულ ეტაპზე ვართ, ამიტომ, წლების განმავლობაში, ამ უნარების შეძენა თქვენს რეზიუმეს გამორჩეულს გახდის.

საშუალო ხელფასი: $174,727 წელიწადში

SoC (System-on-chip)

SoC უნარი მობილური მოწყობილობების და ჩაშენებული სისტემების წარმოებისთვის, IoT მოწყობილობებისა და სხვა სამომხმარებლო პროდუქტების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი გახდა. SoC ენერგიის მოხმარებას ამცირებს. მისი დახმარებით, მოწყობილობები ნაკლებ ადგილს საჭიროებენ.

საშუალო ხელფასი: $174,564 წელიწადში

Deep Learning

Deep Learning უმნიშვნელოვანესი გახდა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, რადგან კომპანიები ხელოვნური ინტელექტის მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობენ. ეს მანქანათმცოდნეობის ქვეჯგუფია, რომელიც ხელოვნურ ნერვული ქსელებს ქმნის, რომლებსაც შეუძლიათ ჭკვიანურად გაერთიანდნენ და ინფორმაცია რამდენიმე მონაცემთა წყაროდან ისწავლონ. Deep Learning ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც AI-ზე აგებულ სერვისებსა და პროდუქტებს  საშუალებას აძლევს, იყოს უფრო ინტელექტუალური და ეფექტური, როოგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბიზნესისთვის.

საშუალო ხელფასი: $170,939 წელიწადში

Torch

Torch სამეცნიერო გამოთვლითი ჩარჩო, სკრიპტირების ენა და ღია კოდის მანქანური სწავლების ბიბლიოთეკაა, რომელიც პროგრამირების ენაზე, Lua-ზეა დაფუძნებული — ის ხშირად ღრმა ნერვული ქსელების შესაქმნელად და მოსამზადებლადგამოიყენება. Torch სწრაფ და ეფექტურ GPU მხარდაჭერას იძლევა. ის შეიძლება სასარგებლო იყოს AI-სთან დაკავშირებული ამოცანების მთელი რიგისთვის, მათ შორის deep learning კვლევა, კომპიუტერული ხედვა, ბუნებრივი ენის დამუშავება (NLP), მოდელის შემუშავება და მოდელის დანერგვა.

საშუალო ხელფასი: $169,874 წელიწადში

PyTorch

PyTorch ღია კოდის მანქანური სწავლების (open-source machine learning) ბიბლიოთეკაა, რომელიც Facebook-ის AI Research Lab-ის (FAIR) მიერ არის შემუშავებული. ის მანქანათმცოდნეობის ამოცანების შესასრულებლად და გასაუმჯობესებლად გამოიყენება, როგორიცაა NLP, კომპიუტერული ხედვა და ღრმა სწავლება. PyTorch Python პროგრამირების ენაზე და Torch ღია წყაროს ბიბლიოთეკაზეა დაფუძნებული.

საშუალო ხელფასი: $168,636 წელიწადში

კომპიუტერული ხედვა (Computer vision)

კომპიუტერული ხედვა ხელოვნური ინტელექტის სფეროა, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ კომპიუტერებმა სამყარო დაინახონ ისე, როგორც ამას ადამიანები აკეთებენ და ვიზუალური შეყვანიდან და ციფრული სურათებიდან მნიშვნელოვანი შეხედულებები მიიღონ. მთავარი მიზანია, რომ  AI-ს საშუალება მიეცეს, ჭკვიანურად დაამუშავოს ვიზუალური ინფორმაცია, მიიღოს გადაწყვეტილებები იმის მიხედვით, თუ რას ხედავს, შესთავაზოს რეკომენდაციები და მიიღოს ზომები მათი წარმოშობის პრობლემების გამოსასწორებლად. კომპიუტერული ხედვის უნარები ხელოვნური ინტელექტის სისტემების დასახმარებლად მნიშვნელოვანია.

საშუალო ხელფასი: $166,873 წელიწადში

SystemVerilog

SystemVerilog ჩვეულებრივ ნახევარგამტარების ინდუსტრიაში გამოიყენება. ის ტექნიკის აღწერილობისა და გადამოწმების ენაა, რომელიც ელექტრონული სისტემების მოდელირებისთვის, დიზაინისთვის, ტესტირებისთვის, სიმულაციისთვისაა და დანერგვისთვის გამოიყენება. SystemVerilog-ის უნარები ციფრული დიზაინისა და ვერიფიკაციისთვის, მოწინავე გადამოწმების მეთოდოლოგიების დანერგვისთვის, მაღალი დონის სინთეზისთვის, FPGA დიზაინისთვისა და ASIC დიზაინისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. ეს უნარები ყველაზე მოთხოვნადია ნახევარგამტარების, ტელეკომუნიკაციებისა და სამომხმარებლო ელექტრონულ ინდუსტრიებში.

საშუალო ხელფასი: $165,832 წელიწადში

Mesos

Mesos ღია კოდის პროექტია, რომელიც დაიწყო როგორც კვლევითი პროექტი UC Berkeley-ში, შემდეგ კი ღია კოდის Apache პროექტში გადაიზარდა. Apache Mesos ღია კოდის განაწილებული სისტემების ბირთვია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ინფორმაცია და რესურსები სხვადასხვა სერვერებიდან მიიღონ და ეს ინფორმაცია ერთ პლატფორმაზე მიაწოდონ. Mesos-ის გამოყენებით, ორგანიზაციებს რესურსების უფრო ეფექტურად გაზიარება შეუძლიათ.

საშუალო ხელფასი: $165,788 წელიწადში

Rust 

Rust Mozilla-ში 2006 წელს პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის მიერ შეიქმნა, როგორც პერსონალური პროექტი. ის პროგრამირების ენაა, რომელსაც ძლიერი აქცენტი შესრულებაზე, უსაფრთხოებასა და კონკურენტულობაზე აქვს. Mozilla-მ პროექტი 2009 წელს ოფიციალურად დააფინანსა და 2015 წელს გამოუშვა ენა, რომელიც სწრაფად აითვისეს ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Amazon, Google, Discord, Dropbox, Meta და Microsoft. Rust-ის უნარები ჩვეულებრივ სისტემების პროგრამირების, ვებ განვითარების, თამაშების განვითარების, ქსელის და ჩაშენებული სისტემებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად გამოიყენება.

საშუალო ხელფასი: $165,637 წელიწადში

Elixir 

Elixir ფუნქციური პროგრამირების ენაა, რომელიც შექმნილია მასშტაბურობის, შეცდომების ტოლერანტობის, მეტაპროგრამირების, ხელსაწყოების და კონკურენტულობის მხარდასაჭერად. ენა BEAM ვირტუალურ მანქანაზე აშენდა და ყველაზე მეტად ვებ დეველოპმენტში და რეალურ დროში შეტყობინებების სისტემების, IoT აპლიკაციებისა და განაწილებული სისტემების შექმნისას გამოიყენება. 

საშუალო ხელფასი: $165,245 წელიწადში

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი კომპანია პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებისთვის
20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი კომპანია პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებისთვის
თემის მიხედვით
20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი კომპანია პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებისთვის
აშშ: ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT მიმართულებები 2023 წელს
აშშ: ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT მიმართულებები 2023 წელს
თემის მიხედვით
აშშ: ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT მიმართულებები 2023 წელს

ასევე წაიკითხეთ
WSJ-მა გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO დაასახელა
WSJ-მა გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO დაასახელა
WSJ-მა გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO დაასახელა
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
არიზონას უნივერსიტეტის ინგლისური ენის კურსი IT-სპეციალისტებისთვის დაგეხმარებათ, თქვენი არსებული ცოდნა ტექნოლოგიური სფეროს მოთხოვნებს მოარგოთ.
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
Insider Monkey-მ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სიახლეებსა და მდგომარეობას რეგულარულად მიმოიხილავს, ევროპის 5 ქვეყანა დაასახელა, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ. 
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.