ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Google-ის CEO-ს, სუნდარ პიჩაის შემოსავალი 2022 წელს $226 მილიონი იყო

Google-ის CEO-ს, სუნდარ პიჩაის შემოსავალი 2022 წელს $226 მილიონი იყო. ინფორმაცია ამის შესახებ Google-ის მშობელმა კომპანიამ, Alphabet-მა გამოაქვეყნა. 

კომენტარის დატოვება

ამ თანხის უმეტესობა — $218 მილიონი მან კომპანიის აქციების ფლობის შედეგად მიიღო. $2 მილიონი — მისი ძირითადი ხელფასია, $5 მილიონზე მეტი კი — მისი პირადი უსაფრთხოებისთვის დაიხარჯა. 

2020 წელს სუნდარ პიჩაის ანაზღაურება $6 მილიონი იყო, 2021 წელს კი — $7.4. 

თუმცა, სუნდარ პიჩაი Aplhabet-ის აქციებიდან შემოსავალს 3 წელიწადში ერთხელ იღებს. 2019 წელს მან $281 მილიონი იშოვა. 

ამავდროულად, Alphabet-ის აქციები 2022 წელს 39%-ით დაეცა, ბაზრის შენელების და სხვა კომპანიების გააქტიურების ფონზე. თუმცა, მიმდინარე წელს ისევ აიწია და დაახლოებით 19,5%-ით გაიზარდა. 

კომპანიის ტოპ მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებმაც მიიღეს მაღალი ანაზღაურება 2022 წელს. თუმცა, არა იმდენი, რამდენიც სუნდარ პიჩაიმ. 

Google-ის ცოდნისა და ინფორმაციის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის, პრაბჰაკარ რაჰავანის და Google-ის ბიზნესის მთავარი ოფიცრის, ფილიპ შინლერის შემოსავალი 2022 წელს $37-$37 მილიონი იყო. Google-ისა და Alphabet-ის ფინანსურმა დირექტორმა, რუთ პორატმა და მთავარმა იურიდიულმა ოფიცერმა, კენტ უოკერმა კი — $24.5 — $24.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს.

2023 წლის იანვარში Google-მა 12 ათასი ადამიანი გაათავისუფლა, რაც თანამშრომელთა 6%-ია. 

როგორ დავზოგოთ 300% Google-ის კურსებზე — Coursera Plus-ის უპირატესობები

თემის მიხედვით

Magi - Google ახალ AI საძიებო ინსტრუმენტს გამოუშვებს
Magi — Google ახალ AI საძიებო ინსტრუმენტს გამოუშვებს
თემის მიხედვით
Magi — Google ახალ AI საძიებო ინსტრუმენტს გამოუშვებს

ასევე წაიკითხეთ
Microsoft-ის მტკიცებით, Apple უფრო ხეირობს Bing-ით, ვიდრე — პირიქით

როგორი იქნება Pixel 8 Pro-ის 360-გრადუსიანი სიმულატორი

Google-ის Duet AI ასისტენტი Gmail-სა და Docs-ში თვეში $30-ად არის ხელმისაწვდომი

4 ოქტომბერს Google-ის Pixel ტექნიკის ღონისძიება გაიმართება

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.