ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Nvidia ახლა Amazon-სა და Alphabet-ზე მეტი ღირს

13 თებერვალს Nvidia-მ საბაზრო კაპიტალიზაციით Amazon-ს გადააჭარბა,  ხოლო ერთი დღის შემდეგ მან Alphabet-საც გაასწრო. Bloomberg იტყობინება, რომ ჩიპების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი ახლა $1.83 ტრილიონია, ხოლო Google-ის მშობელი კომპანიის — $1.82.

კომენტარის დატოვება

ამით Nvidia მსოფლიოში მეოთხე ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა — Microsoft-ის ($3,04 ტრლნ), Apple-ის ($2,84 ტრლნ) და Saudi Aramco-ს შემდეგ. კომპანია ამჟამად H100 ჩიპს აწარმოებს, რომელიც დღეს გამოყენებული LLM-ების უმრავლესობას ამუშავებს, მათ შორის OpenAI-ის ChatGPT-ის და Microsoft-ის, Meta-სა და Amazon-ის AI პროექტების უმრავლესობას. 

მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები AI ჩიპების რბოლაში არიან ჩართულნი. თითოეული მათგანი ცდილობს, რომ საკუთარი GPU ჩიპი შექმნას, რათა Nvidia-ს ვირტუალური მონოპოლია დაამხოს. 

თუმცა, სანტა კლარაზე დაფუძნებული კომპანია უმაღლესი AI ჩიპის, H200-ის გამოშვებასთან ახლოს არის, რომელსაც მეხსიერების უფრო მეტი მოცულობა და გამტარუნარიანობა აქვს, ვიდრე წინა მოდელს.

ამ თვის დასაწყისში Reuters-მა განაცხადა, რომ Nvidia-მ 30 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა ერთეულში, რომელიც სხვა კომპანიებს საკუთარი AI ჩიპების დამზადებაში ეხმარებოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კომპანიები საკუთარი AI ჩიპების შექმნას გადაწყვეტენ, Nvidia-ს შეუძლია წილი მიიღოს.

ამავდროულად, Nvidia-ს პირდაპირი კონკურენტები, Intel და AMD, საკუთარ მძლავრ ჩიპებზე მუშაობენ, რომლებსაც შეუძლიათ H200-ს კონკურენცია გაუწიონ.

მოპარული მონაცემების გამო Nvidia-ს სასამართლოში უჩივლეს

თემის მიხედვით

როგორ მოიპოვა Nvidia-მ დომინაცია AI სამყაროში

AMD Nvidia-ს დომინაციის შესაჩერებლად ახალ AI ჩიპს უშვებს

ასევე წაიკითხეთ
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა

Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო

Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს

კვალიფიციური კადრების დეფიციტზე გამოკითხული ბიზნესის 67% საუბრობს — BAG-ის კვლევა

BAG (Business Association of Georgia) ინდექსის კვლევის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება — გამოკითხული ბიზნესის 67% სწორედ კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს.        
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.