ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
13 იანვარი 2023, 16:41
2023-01-13
Apple-ის CEO-ს, ტიმ კუკის 2023 წლის ანაზღაურება 40%-ით შემცირდა
Apple-ის აღმასრულებელ დირექტორს წლიური ხელფასი 40%-ით შეუმცირდა. ტექნოლოგიური გიგანტის თქმით, კუკმა ხელფასის შემცირება აქციონერების კრიტიკის შემდეგ მოითხოვა. ტიმ კუკი 2023 წელს ჯამში $49 მილიონს მიიღებს.
2022-ში მიწოდების ჯაჭვის პრობლემებისა და გლობალური ეკონომიკური შენელების გამო კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა.
ამ ნაბიჯით კუკის ოფიციალური წლიური საბაზისო ხელფასი, 3 მილიონი დოლარი, უცვლელი დარჩება. ხელშეუხებელია ბონუსი 6 მილიონის სახითაც.
მთავარ განსხვავებას სახელფასო პაკეტში კომპანიის აქციების გადაცემის წესის ცვლილება ქმნის.
გასულ წელს კომპანიამ ტიმ კუკს 75 მილიონი დოლარის აქციები გადასცა. 2023 წლისთვის კი აქციების წილი $40 მილიონამდე შემცირდა.
2022 წლისთვის კუკის ანაზღაურება 84 მილიონი აშშ დოლარი იყო, თუმცა გასულ წელს მისმა ჯამურმა ანაზღაურებამ 99.4 მილიონ დოლარამდე მიაღწია. ეს მაჩვენებელი მოიცავდა 630 600 აშშ დოლარს პირადი უსაფრთხოების ხარჯებში და 712 500 დოლარს პირადი თვითმფრინავის გამოყენებისთვის.
აქციონერთა ინსტიტუციური სერვისის (ISS) ინფორმაციით, კუკის ანაზღაურება Apple-ის საშუალო თანამშრომლის ხელფასს 1447-ჯერ აღემატება.
კუკი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი 2011 წლის აგვისტოში, თანადამფუძნებლის სტივ ჯობსის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე გახდა.
Forbes-ის თანახმად, 62 წლის ბიზნსმენის პირადი ქონება დაახლოებით $1,7 მილიარდს შეადგენს. ტიმ კუკმა პირობა დადო, რომ თავის მთელ ქონებას სიცოცხლეშივე დათმობს.