ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

5 წარმატებული Gen Z სტარტაპერი

«ახალგაზრდული კულტურა მუდმივად ვითარდება და Gen Z ინდუსტრიებში იჭრება». — წერს ახალგაზრდული მარკეტინგის სტრატეგი და თაობათა ექსპერტი გრეგ ელ ვიტი. მართლაც, Gen Z (1995-2012) იპყრობს ინდუსტრიებს და დგამს ნაბიჯებს მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის. მათი როლი ძალიან დიდია სტარტაპ სამყაროშიც. დღესდღეობით ძალიან ბევრ წარმატებულ სტარტაპს სწორედ Gen Z-ის თაობის წარმომადგენელი მართავს.

გთავაზობთ 5 წარმატებულ სტარტაპს, რომლებიც Gen Z-იმ შექმნა. 

კომენტარის დატოვება
5 წარმატებული Gen Z სტარტაპერი

«ახალგაზრდული კულტურა მუდმივად ვითარდება და Gen Z ინდუსტრიებში იჭრება». — წერს ახალგაზრდული მარკეტინგის სტრატეგი და თაობათა ექსპერტი გრეგ ელ ვიტი. მართლაც, Gen Z (1995-2012) იპყრობს ინდუსტრიებს და დგამს ნაბიჯებს მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის. მათი როლი ძალიან დიდია სტარტაპ სამყაროშიც. დღესდღეობით ძალიან ბევრ წარმატებულ სტარტაპს სწორედ Gen Z-ის თაობის წარმომადგენელი მართავს.

გთავაზობთ 5 წარმატებულ სტარტაპს, რომლებიც Gen Z-იმ შექმნა. 

Alongside — ოსტინ დაიმონდი

Alongside სტარტაპია, რომელიც აშენებს ავანგარდს კრიპრო-აქტივებისთვის: დაბალი საკომისიო ინდექსის ფონდებს, რომლებიც ინვესტორს საშუალებას აძლევს, მიიღოს პასიური ექსპოზიცია კრიპტო-ინვესტირებაზე.

ინდექსის პროდუქტებმა ადამიანებს მილიარდობით გადასახადი შეუმცირეს. ისინი მარტივ გამოსავლად იქცა მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც სხვადასხვა ინვესტიციას დებს.

«ჩვენ არ ვემხრობით პოზიციას, „მარტივი არ არის ჭკვიანური“ და ვქმნით პროდუქტებს, რომელთა გამოყენება ნებისმიერს შეუძლია». — ვკითხულობთ Alongside-ს ვებგვერდზე.

Alongside 25 წლის ოსტინ დაიმონდმა შექმნა.

«წარმოუდგენლად უცნაური ბავშვი ვიყავი, რომელსაც ტინეიჯერობისას აინტერესებდა ფინანსები. ნამდვილად გამიმართლა და მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა გლობალურ საინვესტიციო ბანკში ისეთ ჯგუფთან, რომელიც კაპიტალის ინდექსის ფონდების პორტფელს მართავდა. სწორედ იქ გავიგე ინდექსების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ CNBC აკვირდება და გიჟურ გადასახადებს აკისრებს მომხმარებლებს, აქტიური მენეჯერების აბსოლუტური უმრავლესობა არ სძლევს მარტივ ინდექსს, რომელიც ბაზარს აკონტროლებს». — ამბობს ოსტინ დაიმონდი.

Diem — ემა ბეიტსი

ემა ბეიტსმა Diem 2019 წლის ოქტომბერში შექმნა. Diem-ს შექმნის მომენტში მომლოდინეთა 20 000-იანი  სია ჰქონდა. ემა მარკეტერია. მან საქმიანობა ბლოგის წერით დაიწყო და 19 წლის ასაკში ყველაზე სწრაფად მზარდ სამომხმარებლო ბრენდში გადავიდა. Diem-ის დაარსებამდე ის იყო გლობალური მარკეტინგის ხელმძღვანელი DTC სამოგზაურო ბრენდ Away-ში.

Diem სოციალური ცოდნის განვითარების აპლიკაციაა, სადაც გულწრფელი საუბრები რესურსად იქცევა. ის ქალებისა და არაბინარული ადამიანებისთვისაა შექმნილი. Diem-ის მისიაა, შექმნას ვირტუალური სამყარო, სადაც ძალაუფლება არ გადის მამაკაცურობაზე და თანაბრად ნაწილდება ნებისმიერი სქესის ადამიანებს შორის.

Diem მსოფლიოში პირველი სოციალური საძიებო სისტემაა. ადგილი ადამიანებისთვის, რათა მოძებნონ, შეაგროვონ, აღმოაჩინონ და გაუზიარონ ერთმანეთს ქალების მიერ ერთმანეთისთვის საუკუნეების განმავლობაში გადაცემული ცოდნით შთაგონებული ინფორმაცია.

«2019 წლის ბოლოდან ჩვენ ვამოწმებდით სხვადასხვა ბეტა პროდუქტს. ჩავატარეთ მომხმარებლების კვლევა, რათა გაგვერკვია, რა სურთ ქალებს სინამდვილეში. ყოველივე ამის წყალობით, ჩვენ მივაღწიეთ იდეას, თუ რა იქნებოდა Diem. სოციალური სივრცე ქალებზე ორიენტირებული თემებისთვის, რომელთა შექმნას ჩვენ, როგორც ქალები, ბუნებრივად ვცდილობთ». — ამბობს ემა ბეიტსი.

EatCALA —  ილან რიჩარდსი

25 წლის ილან რიჩარდსი Cala-ს აღმასრულებელი დირექტორია. ეს არის სტარტაპი, რომელიც იყენებს მოწინავე ტექნოლოგიას, მთლიანად ავტომატიზებულ სამზარეულოებს, რომლებიც ამზადებენ საკვებს დამოუკიდებლად, რათა მაღალი ხარისხის კერძები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

«წარმოიდგინეთ მსოფლიო, სადაც სახლში საკვების მომზადება ისეთივე მოსახერხებელია, როგორც სწრაფი კვება. მსოფლიო, სადაც საკვები ბრძანებებით და ყველასთვის პერსონიზირებულად მზადდება. სადაც რესტორნის მუშახელი დაფასებულია და განმეორებადი დავალებების თავიდან აცილება შეუძლიათ. ჩვენი საიდუმლო დახვეწილი რობოტიკის ტექნოლოგიაა». — ვკითხულობთ სტარტაპის ოფიციალურ საიტზე.

«ჩვენ კომპანია სტუდენტობის დროს შევქმენით, მაშინ, როდესაც ვერ ვპოულობდით კვების ვარიანტებს, რომლებიც იქნებოდა ჯანსაღი, ხარისხიანი პროდუქტებით გაჯერებული, კომფორტული და ხელმისაწვდომი.» — ამბობს ილან რიჩარდსი სტარტაპის შექმნაზე საუბრისას.

Fizz — კარლო კობე

24 წლის კარლო კობე Fizz-ის თანადამფუძნებელია. Fizz კომპანიაა, რომელიც ქმნის პლატფორმას ადამიანებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა სერვისების მომწოდებლებთან დაკავშირება სურთ. კარლომ თავისი საბაკალავრო დიპლომი ეკონომიკაში ჰარვარდის უნივერსიტეტში მიიღო.

Fizz ეხმარება კოლეჯის სტუდენტებს, მოიპოვონ ფინანსური თავისუფლება, რომელსაც იმსახურებენ საკრედიტო ბარათების გაფუჭების რისკის გარეშე.

Fizz-ის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კარლომ, როგორც საერთაშორისო სტუდენტმა, ვერ შეძლო საკრედიტო ბარათის მიღება. ამასთან, მისი ოთახის მეზობელს საკრედიტო ბარათის დავალიანება ჰქონდა.

სტარტაპი საკუთარ ღირებულებებს ოჯახზე, კოლაბორაციაზე, წარმატების განზოგადებასა და მაღალ სტანდარტებზე ამყარებს.

«ჩვენი გატაცება ფინანსური თავისუფლებისა და წიგნიერებისადმი ყველას გვაკავშირებს. იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვემსახუროთ ჩვენს საზოგადოებას, მკაფიო მიზნებს ვისახავთ და ვდგამ განსაზღვრულ ნაბიჯებს მათ მისაღწევად. ჩვენ ვიღებთ საკუთრებას და ვაძლევთ კრედიტს იქ, სადაც ეს აუცილებელია, რათა საუკეთესო შედეგებს მივაღწიოთ». — ნათქვამია Fizz-ის საიტზე.

CoMind — ჯეიმს დაკომბი

19 წლის ჯეიმს დაკომბი CoMind-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია. CoMind ნეიროტექნოლოგიის სტარტაპია, რომელიც მუშაობს ტვინთან ინტერფეისის ხელსაწყოების შემუშავებაზე. მისი მთავარი ფოკუსი შემდეგი თაობის ნერვული სენსორია ნევროლოგიური მდგომარეობის დიაგნოსტიკისთვის. სენსორი არაინვაზიურია და შეუძლია წვდომა და სიგნალების გადაცემა იმ დიაპაზონზე, რომელიც ამჟამად ნებისმიერი სხვა სენსორისთვის მიუწვდომელია. CoMind-მა დღემდე 15 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა.

CoMind-ის მუშაობის გარდა, ჯეიმსი აქტიური ანგელოზი ინვესტორია DeepTech და BioTech სივრცეში.

«ჩვენი მიზანია პაციენტის მკურნალობის გარდაქმნა არაინვაზიური ნერვული სენსორებით. ჩვენ გვინდა შევქმნათ დადებითი გლობალური გავლენა ადამიანის ტვინის მონიტორინგის ახალი გზებით.

ტვინის მონიტორინგის ახალი გზების შემუშავებით, ვხედავთ პოტენციალს, მოვახდინოთ რევოლუცია პაციენტის მკურნალობაში და გავაუმჯობესოთ ამჟამინდელი გაგება, რაც საშუალებას მოგვცემს, შევძლოთ  რთული ნევროლოგიური შემთხვევების უკეთესი დიაგნოსტიკა და მკურნალობა». — ვკითხულობთ CoMind-ის ვებგვერდზე.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
როგორ მუშაობს Kernel — მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების სტარტაპი
როგორ მუშაობს Kernel — მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების სტარტაპი
თემის მიხედვით
როგორ მუშაობს Kernel — მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების სტარტაპი
რა უნდა იცოდე თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს
რა უნდა იცოდე, თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს
თემის მიხედვით
რა უნდა იცოდე, თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს


ასევე წაიკითხეთ
ქვიზი — კარგად იცნობთ ქართულ სტარტაპებს?
ქვიზი — კარგად იცნობთ ქართულ სტარტაპებს?
ქვიზი — კარგად იცნობთ ქართულ სტარტაპებს?
ჯანსაღი სტარტაპ ეკოსისტემა გადამწყვეტია ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის. სტარტაპი ახალი, ინოვაციური იდეებსა და უახლეს ტექნოლოგიებს დაფუძნებული ბიზნესია და ამა თუ იმ კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზეა ორიენტირებული. 
Efes საქართველოს მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
Efes საქართველოს მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
Efes საქართველოს მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
რა უნდა ვიცოდეთ Pitching-ის შესახებ — რჩევები
რა უნდა ვიცოდეთ Pitching-ის შესახებ — რჩევები
რა უნდა ვიცოდეთ Pitching-ის შესახებ — რჩევები
სტარტაპების წარდგენა (Pitching) მეწარმეობის არსებითი ასპექტია. Pitching სტარტაპის დამფუძნებლებს საშუალებას აძლევს, მიაწოდონ იდეები, ხედვა და მონდომება პოტენციურ ინვესტორებს, პარტნიორებსა და მომხმარებლებს. ის ეხმარება სტარტაპებს, მოიპოვონ ხილვადობა, შექმნან სანდოობა და უზრუნველყონ რესურსები, რომლებიც სჭირდებათ პროდუქტებისა და სერვისების ბაზარზე გასატანად.
Fundraiser.ge — ქართული პლატფორმა, რომელიც ყველა იდეას აძლევს შანსს
Fundraiser.ge — ქართული პლატფორმა, რომელიც ყველა იდეას აძლევს შანსს
Fundraiser.ge — ქართული პლატფორმა, რომელიც ყველა იდეას აძლევს შანსს
ქართული საზოგადოებრივი დაფინანსების პლატფორმის, Fundraiser.ge-ის ამბავი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მაშინ, როდესაც მის დამფუძნებლებს ზუკა მახარაშვილს, ირო ცაგარეიშვილსა და გიორგი კირკიტაძეს უამრავი საინტერესო პროექტის იდეა ჰქონდათ, თუმცა, განხორციელებისთვის საჭირო თანხები — არა. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.