Viber-ში ქართველი მომხმარებლების მიერ შექმნილი საოჯახო სტიკერების ნაკრები გამოჩნდა
Viber-ში უკვე ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლების მიერ შექმნილი სტიკერების ნაკრები მთელი ოჯახისთვის. სტიკერები კონკურსის საფუძველზე შეირჩა და შეიქმნა.
Viber-ში უკვე ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლების მიერ შექმნილი სტიკერების ნაკრები მთელი ოჯახისთვის. სტიკერები კონკურსის საფუძველზე შეირჩა და შეიქმნა.
2023 წლის მარტში Rakuten Viber-მა დააანონსა საქართველოში, კრეატიული კონკურსი — «სტიკერების ნაკრები მთელი ოჯახისთვის» დააანონსა.
კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა წარმოეჩინათ თავიანთი კრეატიულობა და გამხდარიყვნენ უნიკალური სტიკერების ნაკრების თანაავტორები.
კონკურსის პირობების მიხედვით, მონაწილეს უნდა შეექმნა ნახატი ოჯახის ან ოჯახური დასვენების თემაზე და განცხადებასთან ერთად გაეგზავნა Viber-ის სპეციალურ საკონკურსო ჩატბოტში.
საქართველოში, მონაწილეობის მისაღებად, საკონკურსო განაცხადი 2 000-მდე მომხმარებელმა გაგზავნა. საკონკურსო ნამუშევრებში, მონაწილეებმა შემოქმედებითი გზით წარმოაჩინეს, როგორ ატარებენ ოჯახურ დასვენებას; გააზიარეს ნათესავებთან და მეგობრებთან დაკავშირებული სასიამოვნო თუ სახალისო მოგონებები; დახატეს მათი საყვარელი შინაური ცხოველები და გამოხატეს, რას ნიშნავს მათთვის ოჯახი.
კონკურსის პირველ ეტაპზე Viber-ის წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეარჩია 42 ნახატი, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამებოდა კონკურსის პირობებს. შემდეგ ეტაპზე კი, მომხმარებლებმა გამოავლინეს საუკეთესო ნამუშევრები.
ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღო Viber-ის 4 000-ზე მეტმა მომხმარებელმა. გამარჯვებული 10 ნახატი, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მოხვდა Viber-ის უნიკალურ «საოჯახო სტიკერების ნაკრებში», რომელიც ხელმისაწვდომია პლატფორმაზე ყველა მომხმარებლისთვის.
ასევე, ვაიბერის გუნდმა კონკურსის ყველა მონაწილეს კრეატიული ონლაინ მასტერკლასი — «შექმენი შენი სტიკერები» შესთავაზა. ღონისძიებას ილუსტრატორი ლინა კორნიში გაუძღვა. მასტერკლასის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ილუსტრაციის შექმნის ყველა პრაქტიკულ ეტაპს, კომპოზიციის აგებას, ისწავლეს, როგორ გახადონ თავიანთი ნახატები კიდევ უფრო საინტერესო, გამომხატველი და ასევე, შეძლეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამყარება.