ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაახალი ამბები
11 მაისი 2023, 21:55
2023-05-11
Viber-ის არხები: ბოლო განახლებები და სასარგებლო ფუნქციები
2022 წლის გაზაფხულზე, Rakuten Viber- მა, გლობალურმა ლიდერმა პირადი და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციების სფეროში, კონტენტის შემქმნელებისთვის, ძირითადი განახლებებები დააანონსა, რაც გულისხმობდა არხებში სტატისტიკის, კომენტარების, ავტომატური გამოქვეყნებისა და სხვა ფუნქციების დამატებას. ეს ფუნქციები ბრენდებს, ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ ბლოგერებს აუდიტორიასთან კიდევ უფრო მოსახერხებელ და ეფექტურ კომუნიკაციაში დაეხმარა. შედეგად, კონტენტის შემქმნელებსა და მესენჯერის მომხმარებლებს შორის არხებისადმი ინტერესი გაიზარდა.
იმ ფუნქციების სია, რომლებიც არხებში გასული წლის განმავლობაში გამოჩნდა:
საჯარო არხებზე, კონკრეტულ პოსტში ბმულის დამატება. ამ ბმულის გაზიარება შესაძლებელია, როგორც Viber-ში, ასევე მესენჯერის გარეთ.
პოსტის ბმულის კოპირება შესაძლებელია როგორც ტელეფონიდან (iOS/Android), ასევე კომპიუტერიდან. ამისათვის თქვენ უნდა შეხვიდეთ Viber-ში და იპოვოთ სასურველი არხი. მობილურ ვერსიაში, დააჭიროთ დიდხანს პოსტს და მენიუში აირჩიოთ «Copy link», კომპიუტერულ ვერსიაში კი, უნდა დააწკაპუნოთ მაუსის მარჯვენა ღილაკით პოსტზე და შემდეგ აირჩიოთ «შეტყობინების ბმული». ეს ვარიანტი ხელმისაწვდომია მხოლოდ საჯარო არხებისთვის.
ავტომატური გამოქვეყნება. ამ ფუნქციის დახმარებით შეგიძლიათ ავტომატურად გააგზავნოთ არხებზე შეტყობინება. ეს საშუალებას გაძლევთ წინასწარ დაგეგმოთ კონტენტის განთავსება და ამით არხის მართვის რესურსი დაზოგოთ. ავტომატური გამოქვეყნების გამოსაყენებლად, თქვენ უნდა მიიღოთ ვერიფიკაციის ნიშანი. ნიშანის მისაღებად არხის პარამეტრებში უნდა აირჩიოთ პუნქტი «დეველოპერებისთვის» და გახსნილ ფანჯარაში დააკოპიროთ უნიკალური გასაღები. ფუნქცია მხოლოდ სუპერადმინებისთვისაა ხელმისაწვდომი.
კომენტარები კონკრეტული პოსტის ქვეშ. ამ ფუნქციის საშუალებით, მომხმარებლებს შეუძლიათ დატოვონ კომენტარები თითოეული პოსტის ქვეშ და სხვა წევრებთან ერთად განიხილონ შინაარსი. კომენტარების ჩართვა შესაძლებელია თითოეული პოსტის ქვეშ, ინდივიდუალურად და არა მთელი არხისთვის. ფუნქციის ჩართვა ან გამორთვა შესაძლებელია არხის სუპერადმინის მიერ, მისი შეხედულებისამებრ.
არხებს შორის სწრაფი გადასვლა. როდესაც კითხულობთ ბოლო პოსტს გახსნილ არხზე, შეგიძლიათ სწრაფად გადახვიდეთ შემდეგი არხის წაუკითხავ პოსტებზე. არხის ბოლოში, როდესაც მომხმარებელმა ბოლო პოსტამდე მივიდა, უნდა აწიოს არხი და დააწკაპუნოს სიაში იმ შემდეგი არხის სახელსა და ლოგოს, სადაც წაუკითხავი შეტყობინებებია — და ის დაუყოვნებლივ აღნიშნულ არხზე აღმოჩნდება.
Viber არხები ეფექტური და სასარგებლო ინსტრუმენტია ბლოგერებისთვის, მედიისთვის, კონტენტის შემქმნელებისთვის, კომპანიებსა და ბრენდებისთვის, რათა დაამყარონ ურთიერთობა აუდიტორიასთან, გააზიარონ ახალი ამბები, მოიზიდონ ახალი მომხმარებლები, უკეთ გაიგონ მათი ინტერესები და მიიღონ საინტერესო იდეები.
Rakuten Viber-ის შესახებ
Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებების და ზარების აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.