Rakuten Viber-ს ყველაზე ხშირად თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში იყენებენ
Rakuten Viber-მა საქართველოდან მიღებული სტატისტიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომელიც 2024 წლის დასაწყისიდან შეგროვილ მონაცემებს აერთიანებს.
Rakuten Viber-მა საქართველოდან მიღებული სტატისტიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომელიც 2024 წლის დასაწყისიდან შეგროვილ მონაცემებს აერთიანებს.
Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, საქართველოში აპლიკაციის მოხმარების საინტერესო სტატისტიკას გვიზიარებს. 2024 წელს, მესენჯერს სმარტფონების მომხმარებელთა 71% იყენებს. საკომუნიკაციოდ, ისინი აქტიურად იყენებენ როგორც ჩატების, ასევე, ზარების ფუნქციებს და აგზავნიან სტიკერების თუ GIF-ებს.
Rakuten Viber-ს, ყველაზე ხშირად, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში იყენებენ. 2024 წლის პირველი რამდენიმე თვის შედეგების მიხედვით, თბილისი ყველაზე «კომუნიკაბელური» ქალაქი აღმოჩნდა — ყველაზე მეტი ზარი, პირადი თუ ჯგუფური შეტყობინება, სწორედ დედაქალაქიდან განხორციელდა.
მეორე ადგილს ბათუმი იკავებს, ხოლო მესამე, ყველაზე «მოლაპარაკე» და «მწერალი» ქალაქის ტიტული, ქუთაისს ერგო.
სტატისტიკის მიხედვით, ქართველებს უყვართ არა მხოლოდ დარეკვა და მიწერა, არამედ სტიკერების გაგზავნაც. გადაგზავნის რაოდენობით საქართველოში ყველაზე პოპულარულ სტიკერებს შორისაა «Air Kiss», «LOL», წითელ გულიანი სტიკერები, წითელი ვარდი, ასევე «Thumbs up» სტიკერი.
Rakuten Viber-ის უახლესი მონაცემებით, საქართველოში მომხმარებელთა უმრავლესობა — 54% ქალია.
შესაბამისად, მესენჯერის მამაკაცების აუდიტორია — 46%-ს შეადგენს.
რაც შეეხება მომხმარებელთა პროცენტულ რაოდენობას ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, შემდეგნაირია:
Rakuten Viber-ის მომხმარებელთა 20% — 24 წლამდე ასაკისაა;
29% — 25-დან 34 წლამდეა;
აუდიტორიის 31% — 35 — 50 წლისაა;
მომხმარებელთა 20% — 50+ ასაკისაა.