Samsung — ყველაზე პოპულარული სმარტფონი Viber-ის ქართველ მომხმარებლებს შორის
Rakuten Viber 2023 წლის მონაცემებს აზიარებს, რომელიც იმის გარკვევაში გვეხმარება, რომელი სმარტფონია საქართველოში ყველაზე პოპულარული.
Rakuten Viber 2023 წლის მონაცემებს აზიარებს, რომელიც იმის გარკვევაში გვეხმარება, რომელი სმარტფონია საქართველოში ყველაზე პოპულარული.
მონაცემების მიხედვით, საქართველოში Viber-ის მომხმარებელთა უმრავლესობა, 70%, უპირატესობას ანდროიდს ანიჭებს, iOS სისტემას Viber-ის ქართველ მომხმარებელთა მხოლოდ 30% იყენებს.
Viber-ის ქართველ მომხმარებლებში, ყველაზე პოპულარულ სმარტფონის ბრენდად Samsung ითვლება, შემდეგ მოდის Apple, ხოლო მესამე ადგილს Huawei იკავებს.
ჩამონათვალი შემდეგნაირად გრძელდება:
Rakuten Viber-ის მონაცემების მიხედვით, შეგვიძლია ქართველი მომხმარებლების რჩეული სმარტფონების მოდელებსაც გაეცნოთ.
2023 წლის თებერვალში, პირველი ადგილი iPhone 11-მა დაიკავა. მეორე და მესამე ადგილზე კი, iPhone 7 და Samsung Galaxy A12 გავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის თებერვალში ჩატარებულ გამოკითხვაში, ყველაზე მეტი ხმა IOS სისტემის მქონე მოწყობილობებმა მოაგროვეს:
პირველი ადგილი iPhone 7-ს ერგო;
მეორე ადგილი iPhone 11-მა დაიკავა;
ხოლო მესამე — iPhone 6S-მა.
Როგორც ხედავთ, 1 წლის განმავლობაში, მომხმარებლების საყვარელ სმარტფონებს შორის, ახალი მოდელები გამოჩნდნენ:
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მონაცემების წყარო Rakuten Viber-ია და ის მხოლოდ სმარტფონების ბრენდებსა და მოდელებს მოიცავს.
Viber აცხადებს, რომ აპლიკაცია E2EE დაშიფრვის მეთოდს იყენებს. შესაბამისად, ისეთი მონაცემები, როგორიცაა პერსონალური და ჯგუფური ჩატები, პერსონალური აუდიო და ვიდეო ზარები, გაზიარებული მედია და დაკავშირებული მოწყობილობები, არც Rakuten Viber-ისა და არც მესამე პირებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.