ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Viber-ის AI-ით გაძლიერებული ფუნქცია ჯგუფური ჩატების მოკლე შინაარს მყისიერად შეაჯამებს

Rakuten Viber — გლობალური ლიდერი პირადი და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ზარების სფეროში — აპლიკაციაში OpenAI-ის ტექნოლოგიის ინტეგრირებას იწყებს, რათა ჯგუფურ ჩატებში წაუკითხავი შეტყობინებების შეჯამების AI ფუნქცია დაამატოს.

ეს განახლება მილიონობით დაკავებული მომხმარებლის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაა შექმნილი და გთავაზობთ მარტივად და სწრაფად, შემაჯამებელი რეზიუმეს სახით გაეცნოთ ჯგუფური ჩატის 100-მდე წაუკითხავ შეტყობინებას.  

კომენტარის დატოვება

ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებული ფუნქცია, მყისიერად ამოიღებს მომხმარებლის ჯგუფური საუბრების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებს და რამდენიმე პუნქტში, მოკლედ შეაჯამებს.

ეს განახლება მომხმარებლების არა მხოლოდ დროს და ენერგიას დაზოგავს, არამედ დაეხმარება მათ გადაწყვეტილების მიღებასა და პროდუქტიულობის გაზრდაში. ასევე, საუბრის მყისიერი შეჯამება მომხმარებელს სთავაზობს, ჰქონდეს უახლესი ინფორმაცია გრძელი ჩატების გაცნობისა და საუბრიდან გადახვევის გარეშე.

ჯგუფურ ჩატებზე ფოკუსირებული AI-ის შეჯამების ფუნქცია,  Viber-ის მომხმარებლებში კომუნიკაციის ყველაზე პოპულარული ფორმისთვისაა განკუთვნილი. მათ შეეძლებათ მარტივად ამოიღონ გრძელი საუბრიდან ძირითადი გადაწყვეტილებები, სამოქმედო პუნქტები და სადისკუსიო თემები, რათა ადვილად გაიგონ, თუ რა ხდება ჯგუფურ ჩატში. წარმოიდგინეთ, რა კომფორტული იქნება მშობლისთვის, რომ ამ ფორმით მიიღოს ინფორმაცია შვილის სასკოლო აქტივობების ან სპორტული გუნდური ღონისძიებების შესახებ.

ან, რა ადვილია, მარტივად გაიგო, რას აპირებენ ოჯახის წევრები დაბადების დღის წვეულებას აღსანიშნად, ან როგორ გეგმავენ მოგზაურობას მეგობრები საერთო ჩატში.

ფუნქციის აქტივაცია კიდევ უფრო მარტივი იქნება: მომხმარებლები, რომლებიც გახსნიან წაუკითხავი შეტყობინებებით სავსე ჯგუფურ ჩატს, მიიღებენ კითხვას, სურთ თუ არა მიიღონ საუბრის გამოტოვებული ნაწილის შეჯამება.

აღსანიშნავია, რომ ეს შეჯამება ხილული მხოლოდ იმ მომხმარებლისთვის იქნება, რომელმაც მოითხოვა მისი მიღება. შედეგად, მაქსიმალურად დაცული იქნება მომხმარებლის კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება.

ამ ფუნქციის შექმნისას, სწორედ მონაცემთა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება იყო მთავარი ამოცანა. შეჯამებული კონტენტი, მომხმარებლების სახელების მიღმა არ შეიცავს რაიმე იდენტიფიკატორს, ამიტომ გარე დამკვირვებლისთვის, კონკრეტული საუბრები გარედან ვერ იქნება დაკავშირებული ჯგუფის რომელიმე წევრთან.

გარდა ამისა, Viber-ს არ აქვს წვდომა შეინახოს საუბრები ან შეჯამებები თავის სერვერებზე, რაც ქმნის უსაფრთხო და დაცულ სამომხმარებლო გამოცდილებას.

«ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ და ინოვაციურ გზებს, რათა ჩვენი მომხმარებლების ცხოვრება უფრო მარტივი და სასიამოვნო გავხადოთ». — ამბობს Rakuten Viber-ის CEO. ოფირ ეიალი — «სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიყენებთ გენერაციული AI-ს ძალას, რათა დავზოგოთ დრო და დავრწმუნდეთ, რომ მომხმარებლები არ გამოტოვებენ რაიმე მნიშვნელოვან საუბარს. დაწყებული თანაკლასელების ჩატით, რომლებიც განიხილავენ სკოლის პროექტებს, მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების მიერ, შაბათ-კვირის გეგმების განხილვით დამთავრებული, ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ წამიერად მიიღონ ის ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა არ წაუკითხავთ».  

ფუნქცია ეტაპობრივად ამოქმედდება აშშ-ში, ფილიპინებში, უკრაინაში, იაპონიაში, ბულგარეთსა და პოლონეთში. სულ მალე კი, უფრო მეტი ქვეყანა დაემატება. ფუნქცია ხელმისაწვდომია როგორც iOS, ასევე Android სისტემებზე და ის 50-ზე მეტ ენას კითხულობს.

Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს  მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო  ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს.

Rakuten Viber აპლიკაციაში ჩატის კონფიგურირებად საქაღალდეებს დაამატებს
Rakuten Viber აპლიკაციაში ჩატის კონფიგურირებად საქაღალდეებს დაამატებს
თემის მიხედვით
Rakuten Viber აპლიკაციაში ჩატის კონფიგურირებად საქაღალდეებს დაამატებს
როგორი იყო Rakuten Viber-ის 2023 წელი
როგორი იყო Rakuten Viber-ის 2023 წელი
თემის მიხედვით
როგორი იყო Rakuten Viber-ის 2023 წელი

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.