ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძემსოფლიო
20 თებერვალი 2023, 15:37
2023-02-20
მსხვილი მედიები Open AI-ის ChatGPT-ის მათი სტატიების უნებართვოდ გამოყენებაში ადანაშაულებენ
მსხვილმა მედიებმა OpenAI და მისი ChatGPT გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ კომპანია მათ სტატიებს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გასაწვრთნელად უფასოდ იყენებს.
მსხვილმა მედიებმა OpenAI და მისი ChatGPT გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ კომპანია მათ სტატიებს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გასაწვრთნელად უფასოდ იყენებს.
«ვისაც სურს, Wall Street Journal-ის ჟურნალისტების მუშაობა ხელოვნური ინტელექტის მოსამზადებლად გამოიყენოს, Dow Jones-ისგან სათანადოდ ლიცენზირებული უნდა იყოს. Open AI-ის ასეთი გარიგება არ აქვს». — განუცხადა Bloomberg-ს New Corp-ისა და Dow Jones-ის განყოფილების გენერალურმა მრჩეველმა, ჯეისონ კონტმა.
კონტის თქმით, ისინი სერიოზულად უყურებენ თავიანთი ჟურნალისტების შრომის არასწორ გამოყენებას და ყურადღებით სწავლობენ სიტუაციას.
ახალი ამბების ჯგუფებში შეშფოთება გამოთვლითი ჟურნალისტი ფრანჩესკო მარკონის ტვიტს მოჰყვა, რომელშიც ნათქვამია, რომ მათი ნამუშევრები ChatGPT-ის გასაწვრთნელად გამოიყენება. მარკონის განცხადებით, მან ჩატბოტს იმ ახალი ამბების წყაროების სია მოსთხოვა, რომელზეც ის ავარჯიშეს და პასუხად 20 მედიაწყაროს სახელი მიიღო.
ChatGPT is trained on a large amount of news data from top sources that fuel its AI. It’s unclear whether OpenAI has agreements with all of these publishers. Scraping data without permission would break the publishers' terms of service. pic.twitter.com/RXEjMHWXiI
«ChatGPT გაწვრთნილია დიდი რაოდენობით ახალი ამბების მონაცემებზე უმაღლესი ხარისხის წყაროებიდან, რომლებიც ამარაგებს მის ხელოვნურ ინტელექტს. გაურკვეველია, აქვს თუ არა OpenAI-ს შეთანხმებები ყველა ამ გამომცემელთან. ნებართვის გარეშე მონაცემების ამოღება არღვევს გამომცემლების მომსახურების პირობებს». — ნათქვამია ტვიტში.
ახალი ამბების ორგანიზაციები არ არიან პირველი კომპანიები, რომლებიც სვამენ კითხვას, გამოიყენება თუ არა მათი მასალები ხელოვნური ინტელექტის სისტემებში ავტორიზაციის გარეშე.
2022 წლის ნოემბერში საჩივარი შევიდა GitHub-ის, Microsoft Corp-სა და OpenAI-ის წინააღმდეგ. საჩივრის მიხედვით, ინსტრუმენტი, სახელწოდებით GitHub Copilot შემჩნეული იყო დეველოპერების მიერ შექმნილი პროდუქტების პლაგიატში.
იანვარში ხელოვანთა ჯგუფმა უჩივლა AI გენერატორებს — Stability AI Ltd, Midjourney Inc და DeviantArt Inc-ს. ისინი ამტკიცებდბენ, რომ ამ კომპანიებმა ჩამოტვირთეს და გამოიყენეს საავტორო უფლებებით დაცული მილიარდობით სურათი არტისტების კომპენსაციის გადახდის ან მათგან თანხმობის მიღების გარეშე.
CNN მიიჩნევს, რომ მისი სტატიები გამოიყენება ChatGPT-ის გასაწვრთნელად და არღვევს ქსელის მომსახურების პირობებს. ქსელი, რომელიც Warner Bros-ს Discovery Inc-ს ეკუთვნის, გეგმავს, დაუკავშირდეს OpenAI-ს კონტენტის ლიცენზირებისთვის გადახდის თაობაზე.
ხელოვნური ინტელექტის ახალი ამბების ინდუსტრიაში საკამათო იყო გამოყენება. ზოგიერთი ჟურნალისტი შიშობს, რომ ტექნოლოგია მათ ჩაანაცვლებს. სხვები დეზინფორმაციის საფრთხეებზე საუბრობენ. ბოლო კვირების განმავლობაში ისეთი პუბლიკაციებს, როგორიცაა CNET და Men’s Journal, მოუწიათ შეესწორებინათ AI-ის დაწერილი შეცდომებით სავსე სტატიები.
ChatGPT ტექნოლოგიების სამყაროსთვის ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც Iphone-ის გამოჩენა იყო. ის ქმნის ახალ პარადიგმებს და ცვლის თამაშის წესებს. შეიძლება ითქვას, რომ ChatGPT ჩვენი თაობის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინაა! ChatGPT განვითარების პირველ საფეხურებზეა და ჩვენ წინ კიდევ უფრო დიდი გარდატეხა გველოდება.
ChatGPT აგებულია დიდ ენობრივ მოდელზე GPT- 3.5. ეს არის GPT-3 — დან შექმნილი ზოგადი დანიშნულების ჩატბოტის ასამუშავებლად გათვლილი მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT ნამდვილად სენსაციური იყო და ორ თვეში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა, ის კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას ოპტიმიზაციის, სიზუსტისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
სწორედ აქ ჩნდება ახალი ნაბიჯი — GPT-4. რას შეიძლება ველოდოთ GPT-4-სგან? როგორ ფუნქციონირებს და რა იქნება მისი სამომავლო მიმართულებები?