ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
თამთა ნაჭყებიამსოფლიო
13 თებერვალი 2024, 13:00
2024-02-13
უკრაინა ირწმუნება, რომ რუსული ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მასკის სტარლინკს იყენებენ
უკრაინის სამხედრო დაზვერვა ირწმუნება, რომ რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ილონ მასკის SpaceX-ის სტარლინკის იყენებს. მასკი და Space X უარყოფენ ბრალდებას, რომ რუსეთს ინტერნეტი მიჰყიდეს. თუმცა, არაფერს ამბობენ იმაზე, იყენებენ თუ არა რუსი ჯარისკაცები სტარლინკით მიწოდებულ ინტერნეტს.
2022 წლის თებერვალში, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ილონ მასკმა სტარლინკი დაჩქარებული წესით გადასცა უკრაინას და სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა საბრძოლო ველზე კომუნიკაციისთვის.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, «რუსეთის მიერ სტარლინკის გამოყენების შემთხვევები დაფიქსირდა. ეს ყოველივე სისტემატურ ხასიათსაც იღებს».
უკრაინის განცხადებით, სტარლინკს იყენებენ რუსული არმიის ისეთი ქვედანაყოფები, როგორიც არის, მაგალითად, რუსეთის 83-ე საჰაერო თავდასხმის ბრიგადა, რომელიც იბრძვის ოკუპირებული დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონში. კლიშჩიივკასა და ანდრიივკას მახლობლად.
სტარლინკის ფუნქციაა, ინტერნეტი მიაწოდოს ისეთ ადგილებშიც, სადაც ტრადიცული ინტერნეტი არ არის.
გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, რუსები არალეგალურად იყენებენ სტარლინკის ინტერნეტს იმ ადგილებში, სადაც ის იმისთვისაა, რომ უკრაინელებს დაეხმაროს.
ილონ მასკმა თქვა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია რუსების მიერ სტარლინკის გამოყენების შესახებ.
ასევე, აღნიშნა, რომ თუ SpaceX მიიღებს ინფორმაციას, რომ სტარლინკის ტერმინალი არაავტორიზებული ან სანქცირებული მხარის მიერ გამოიყენება, გამოიძიებენ და დეაქტივატიზაციას მოახდენენ.
არც ილონ მასკს, არც სტარლინკს არაფერი უთქვამთ ნაბიჯებზე, რომლებსაც გადადგამენ სტარლინკის რუსების მიერ გამოყენების პრევენციის მიზნით. ასევე, არ უთქვამთ, გამოიკვლიეს თუ არა უკრაინული მხარის მიერ გაკეთებული განცხადებების სისწორე.
2023 წლის სექტემბერში ილონ მასკმა უკრაინას სტარლინკი ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის საზღვაო ფლოტზე კონტრშეტევის დროს გაუთიშა. უკრაინის ჯარი ინტერნეტის გარეშე დარჩა და ოპერაცია ვერ განახორციელა.
Anonymous: ჩვენ გავთიშეთ „ქართული ოცნების" და POSTV-ის საიტები
ანონომური ჰაკერების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous აცხადებს, რომ მათ გამორთეს პროპაგანდისტული მედია POSTV-ის და მმართველი პარტია «ქართული ოცნების» ვებსაიტები.