ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
თამთა ნაჭყებიამსოფლიო
14 თებერვალი 2024, 16:12
2024-02-14
„Quest 3 უკეთესია, წერტილი" — მარკ ზაკერბერგმა Apple Vision Pro გამოსცადა
Meta-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, მარკ ზაკერბერგმა Apple Vision Pro გამოსცადა და დაასკვნა, რომ აუგმენტური რეალობის სათვალე, Quest 3, რომელზეც თავად მუშაობს, უკეთესია.
Meta-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, მარკ ზაკერბერგმა Apple Vision Pro გამოსცადა და დაასკვნა, რომ აუგმენტური რეალობის სათვალე, Quest 3, რომელზეც თავად მუშაობს, უკეთესია.
«ვფიქრობ, რომ Quest არა მხოლოდ უფრო მომგებიანია (Vision Pro-ზე 7-ჯერ იაფი), არამედ უკეთესია, როგორც პროდუქტი. წერტილი». — თქვა მან.
ზაკებერგმა ასევე აღნიშნა, რომ Quest 120 გრამით მსუბუქია, ამიტომ, მოსახმარადაც უფრო მარტივი. აქვს უფრო ფართო ხედვის კუთხე, ხოლო უსადენო ყურსასმენი გადაადგილების მეტ თავისფლებას იძლევა.
თუმცა, ზაკერბერგმა აღიარა Apple Vision Pro-ს უპირატესობა, როგორც გასართობი პროდუქტის.