ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Twitter ელექტრონული წერილების სისტემიდან გაჟონვას უარყოფს

Twitter-მა უარყო, რომ ელექტრონული წერილებმა, რომლებიც მისი მილიონობით მომხმარებლის ანგარიშებთანაა დაკავშირებული, ჰაკერული თავდასხმის შედეგად გაჟონა. 

კომენტარის დატოვება

პირველ განცხადებაში Twitter-მა დაწერა, რომ მონაცემების მისი სისტემიდან გაჟონვის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

ჩანაწერები, სავარაუდოდ, მონაცემთა კრებულია, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა. კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებდა, ყალბ ელექტრონულ წერილებს სიფრთხილით მოჰკიდებოდნენ.

კომპანია Hudson Rock-მა, რომელმაც ინფორმაციის გაჟონვაზე განგაში პირველმა ატეხა, ამბობს, რომ Twitter-ის არ სჯერა და მის დასკვნებს არ ენდობა.

კიბერდანაშაულის დაზვერვის კომპანიის თანადამფუძნებელმა, ალონ გალმა განაცხადა, რომ იმის გასარკვევად, ამბობს თუ არა Twitter სიმართლეს, აუცილებლად კვლევაა ჩასატარებელი.

«მოვუწოდებ უსაფრთხოების მკვლევრებს,  გაჟონილი მონაცემების საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაატარონ და Twitter-ის დასკვნას ყურადღება არ მიაქციონ». — განაცხადა ალონ გალმა.

დეკემბერში ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ (DPC) განაცხადა, რომ მონაცემთა 5.4 მილიონ ანგარიშთან დაკავშირებულ გაჟონვას იძიებდა.

Twitter ამბობს, რომ ეს იმ მონაცემებს დაემთხვა, რომელიც უსაფრთხოების ხარვეზის გამო გაჟონა. ხარვეზი კი გამოწვეული 2021 წლის ივნისში სისტემის განახლებით იყო.

უფრო ზუსტად, ხარვეზი იმას გულისხმობდა, რომ თუ ვინმე იმეილს ან ტელეფონის ნომერს მოიპოვებდა, გაუმართავი სისტემა მას ანგარიშზე შესვლის უფლებას მისცემდა.

Twitter-მა ხარვეზი გამოიკვლია და გამოასწორა 2022 წლის იანვარში, მაშინ, როცა ამის შესახებ გაფრთხილება მიიღო.

2022 წლის დეკემბერში Hudson Rock-მა ასევე განაცხადა, რომ ჰაკერი, სახელად რიუში ფულის გამოძალვას ცდილობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში Twitter-ის მომხმარებლების მონაცემების გავრცელებით იმუქრებოდა.

რიუშის თქმით, მას 400 მილიონზე მეტ ანგარიშთან დაკავშირებული ტელეფონის ნომრები და ელექტრონული ფოსტების მისამართები ჰქონდა.

Twitter-მა ბრალდება არც ამ შემთხვევაში აღიარა და განაცხადა: «სავარაუდოდ, ეს მონაცემთა კოლექციაა, რომელიც უკვე საჯაროდ ხელმისაწვდომია ონლაინ სხვადასხვა წყაროებიდან.»

Twitter-მა მომხმარებლები გააფრთხილა, ყურადღებით იყვნენ და თქვა, რომ გაჟონილი ინფორმაცია შეიძლება ფიშინგისთვის გამოიყენონ.

რა არის ფიშინგი და როგორ ავარიდოთ თავი ინტერნეტ-თაღლითებს
რა არის ფიშინგი და როგორ ავარიდოთ თავი ინტერნეტ-თაღლითებს
თემის მიხედვით
რა არის ფიშინგი და როგორ ავარიდოთ თავი ინტერნეტ-თაღლითებს
ჰაკერებმა ხელში ჩაიგდეს Twitter-ის 400 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემები
ჰაკერებმა ხელში ჩაიგდეს Twitter-ის 400 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემები
თემის მიხედვით
ჰაკერებმა ხელში ჩაიგდეს Twitter-ის 400 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემები
რა არის Twitter-ის ფაილები რომლებსაც ილონ მასკი მოწინააღმდეგეთა დისკრედიტაციისთვის იყენებს
რა არის Twitter-ის ფაილები, რომლებსაც ილონ მასკი მოწინააღმდეგეთა დისკრედიტაციისთვის იყენებს
თემის მიხედვით
რა არის Twitter-ის ფაილები, რომლებსაც ილონ მასკი მოწინააღმდეგეთა დისკრედიტაციისთვის იყენებს

ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.