ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ მუშაობს Kernel — მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების სტარტაპი

კომპანიებსა და ბუღალტრებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობის პრობლემის გადასაჭრელად 2019 წელს მიხეილ ზღულაძემ და ბექა დალაქიშვილმა მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების სტარტაპი, Kernel დააფუძნეს. მალევე მათ გიორგი ტუხაშვილიც შეუერთდა. 

კომენტარის დატოვება
როგორ მუშაობს Kernel — მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების სტარტაპი

კომპანიებსა და ბუღალტრებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობის პრობლემის გადასაჭრელად 2019 წელს მიხეილ ზღულაძემ და ბექა დალაქიშვილმა მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების სტარტაპი, Kernel დააფუძნეს. მალევე მათ გიორგი ტუხაშვილიც შეუერთდა. 

რა არის და როგორ მუშაობს Kernel

Kernel საქართველოში დაარსებული სტარტაპია, რომელიც ახლა ძირითადად ინდოეთის ბაზარზე პოზიციონირებს.

Kernel-ის თანადამფუძნებელი მიშო ზღულაძე იმ ორ ძირითად მიმართულებაზე გვესაუბრა, რომელშიც მის კომპანიას დახმარება შეუძლია. 

მისი თქმით, Kernel-ი ბიზნესებს ერთი მხრივ საგადასახადო დოკუმენტების მენეჯმენტში, შექმნასა და დეკლარაციაში ეხმარება. ამისთვის ინტეგრაციები აქვთ სახელმწიფო პორტალებთან.

მეორე მხრივ კი — ბიზნესის ისეთი ფინანსური მიმართულებების მენეჯმენტში, როგორიცაა ხარჯები, შემოსავლები, მარაგები, სავაჭრო მოთხოვნები, ავტომატიზაცია და ა.შ.

«Kernel-ის ფუნდამენტური მიზანია მცირე ბიზნესები განვითარებას შეუწყოს ხელი, იქნება ეს საგადასახადო რეგულაციებთან მორგების გზით, თუ ბიზნესის ფინანსების მართვის მხრივ. მთავარია მცირე ბიზნესებს მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ერთი მხრივ ბუღალტერთან კომუნიკაცია უკეთესად შეძლოს და მეორე მხრივ, ბუღალტრის გარეშეც გაანალიზონ თავისი ბიზნესის ფინანსები». 

რატომ მაინცდამაინც ინდოეთი

Kernel-ის გუნდს სჯერა, რომ 2030 წლისთვის ინდოეთი ახალი ეკონომიკურური სუპერსახელმწიფო გახდება. მათი თქმით, ინდოეთის მთავრობა უახლესი ინოვაციებით, როგორიცაა UPI და რეგულაციებით, როგორიცაა GST, ლიდერობს, რაც გაციფრულებას უპრეცედენტო ტემპით უწყობს ხელს.

მიხეილ ზღულაძე

«თითქოსდა, ხომ უცნაური გადაწყვეტილებაა — რატომ უნდა გახვიდე ინდოეთში, როცა, ვთქვათ, პოსტ-საბჭოური ქვეყნები არსებობს?

ქართული სტარტაპების უმეტესობა ზუსტად ამ ჩვენთვის ახლო და ნაცნობ ბაზრებზე გადის და არცაა გასაკვირი, იმიტომ, რომ ისეთი ქვეყნების, როგორიცაა ინდოეთი, ბანგლადეში, ფილიპინებიი და ა.შ. — მათი პოტენციალის დანახვა აქედან რთულია.

წარმოიდგინეთ, რომ ინდოეთში ახლა ხდება ის რაც, ჩვენთან 2004-2006 წლებში მოხდა — ბუღალტერიის გათეთრება, აგრესიული გაციფრულება და ახალი საგადასახადო რეგულაციები.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ თუ საქართველოში 70 000 ბიზნესია, ინდოეთში ეს ყველაფერი 75 მილიონ ბიზნესს ეხება.

პრობლემა მარტივია — ახალი რეგულაციებია. ბიზნესებს მათთან გამკლავება და გაციფრულება უწევთ, რისი ცოდნაც და შესაძლებლობაც არ აქვთ. ჩვენ ზუსტად ამაში ვეხმარებით ჩვენი მარტივი აპლიაკციით». 

დასავლეთი ჯერ კიდევ მოძველებული ფინანსური სერვისებითა და ინფრასტრუქტურით მუშაობს, ინდოეთი კი ელვისებურად ვითარდება. მათ საკრედიტო და სადებეტო ბარათები არ შეიმჩნიეს და პირდაპირ გადახდის ინოვაციურ სისტემაზე, UPI და QR კოდებზე გადავიდნენ.

მიხეილ ზღულაძე

«ინდოეთის გაციფრულების და ინოვაციის სისწრაფე უპრეცედენტოა. გარედან რთულია ამის დანახვა, ჩვენც დიდი ხანი დაგვჭირდა, მაგრამ თან ჩვენთვის ნაცნობი მოვლენებია. საქართველოში, ჩვენ ეს ყველაფერი წლების წინ უკვე გამოვიარეთ და რელევანტური გამოცდილება გვაქვს.

თუმცა, განსხვავება ისაა, რომ ჩვენთან შედარებით ინდოეთს გაცილებით მეტი რესურსი აქვს და ბევრად შორს და ბევრად სწრაფად შეუძლია წინსვლა. მიდის კიდევაც». 

კონკრეტულად ვისთვის მუშაობს Kernel

Kernel მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (MSME) მუშაობს და მათ უნიკალურ საჭიროებებსა და გამოწვევებს ერგება. როგორც კომპანიაში გვიხსნიან, მათი პროგრამული უზრუნველყოფა ბუღალტერებისთვის ან ფინანსური პროფესიონალებისთვის არ არის განკუთვნილი.

მიხეილ ზღულაძე
«მცირე და მიკრო ბიზნესები. ინდოეთში ასეთ ბიზნესებს ბუღალტრები ძირითადა აუთსორსზე ყავთ, ან საერთოდ არ ყავთ. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ბუღალტრულ აღრიცხვას, იქნება ეს მარაგები, ხარჯები, შემოსავლები თუ სხვა, ფურცელზე აკეთებენ. წარმოიდგინეთ სამი რვეული: ერთი ნისიების, მეორე თეთრი ბუღალტერიის (რომელსაც შემდეგ ბუღალტერს აძლევენ) და მესამე შავი ბუღალტერიის (რომელზეც მფლობელის გარდა არავის მიუწვდება ხელი). ფურცელზე ამ ყველაფრის წარმოება ნელ-ნელა შეუძლებელი ხდება (რეგულაციების გამო)». 

მიხეილ ზღულაძის თქმით, მთავარი აქცენტი MSME-ზე იმიტომ კეთდება, რომ ისინი ბაზარზე ყველაზე ნაკლებად მომსახურე სეგმენტს წარმოადგენენ და მიუხედავად ამ სირთულისა, ყველაზე სწრაფად ვითარდებიან და იზრდებიან.

რამდენად კონკურენტუნარიანია Kernel

Kernel-ის მთავარი კონკურენტები ინდოეთის ბაზარზე  Vyapar და MyBillBook არიან, რომლებსაც თითქმის იდენტური პროდუქტები და მარკეტინგული სტრატეგიები გააჩნიათ.

თუმცა, როგორც მიშო ზღულაძე გვეუბნება Kernel-ს რამდენიმე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი აქვს. 

მიხეილ ზღულაძე

«რასაც ჩვენი კონკურენტები ვერ ხვდებიან ისაა, რომ «ყველასთვის ყველაფრის სოლუშენის» შექმნა გრძელვადიანად არ მუშაობს. ისინი პრობლემის გადაჭრას ყველასთვის ცდილობენ და ბოლოს — არავისთვის.

ნელ-ნელა ბუღალტრული პროგრამების კონკურენტები ხდებიან და არა ჩვენი.

მათი დიზაინი ძალიან კომპლექსურია და ბიზნესის მფლობელებზე არაა მორგებული». 

მიხეილ ზღულაძე გვიხსნის, რომ Kernel-ს, მათგან განსხვავებით, ვიწრო ფოკუსი აქვს — ერთი პრობლემა, ერთი გადაწყვეტა. შესაბამისად, მეტი მოქნილობის და სიმარტივის შენარჩუნება შეუძლიათ. 

თანაც, ჩვენი გუნდი გაცილებით პატარა და მოქნილია, რაც საშუალებას გვაძლევს სწრაფად მოვერგოთ მომხმარებელბის მოთხოვნებს და ბაზრის ცვლილებებს. თუმცა, მაინც ვიტყოდი, რომ ჩვენი მთავარი განმასხვავებელი ჩვენი გრძელვადიანი ხედვაა — embedded finances.

ჩვენ არ გვინდა ვიყოთ Zoho, რომელმაც მთლიანი ეკოსისტემა თავისით შექმნა. პირიქით, ჩვენ გვინდა ვაკეთოთ ის რასაც ყველაზე კარგად ვაკეთებთ — ბილინგი — და დავუინტეგრირდეთ მათ ვინც სხვა რაღაცებს აკეთებენ ყველაზე კარგად, იქნება ეს ხელფასების, მარაგების თუ ვალდებულებების მენეჯმენტის სისტემა თუ ბუღალტრული პროგრამები.”- ამბობს მიხეილ ზღულაძე. 

სამომავლო გეგმები

კომპანიის სამომავლო გეგმებში პრიორიტეტულად საზღვრების გაფართოვება ითვლება. მათი მიზანი გლობალურ სამხრეთში MSME-ების გაზრდაა.

«ინდოეთი მხოლოდ დასაწყისია. თუ დააკვირდებით ყველა განვითარებად ქვეყანაში მეტნაკლებად ერთნაისი პატერნი მეორდება — რაღაც მომენტში მთავრობა წყვეტს, რომ ბუღალტერია გაათეთროს და ბიზნესები გააციფრულოს. ამისთვის შემოაქვთ ახალი საგადასახადო რეგუალციები.

იგივე ხდება ფილიპინებშიც, საუდის არაბეთშიც და მალე მოხდება პაკისტანსა და ბანგლადეშშიც. ინდოეთი ყველაზე რთული ბაზარია. აქ ფეხის მოკიდება სხვაგან ჩვენი სოლუშენის რეპლიკაციის საშუალებას მოგვცემს». — ამბობს მიხეილ ზღულაძე. 

Phubber — მოდის პირველი ქართული ონლაინ პლატფორმა
Phubber — მოდის პირველი ქართული ონლაინ პლატფორმა
თემის მიხედვით
Phubber — მოდის პირველი ქართული ონლაინ პლატფორმა

dev.ge-მ ვაკანსიების სერვისი გაუშვა: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები ჩვენთან და მიიღეთ გამოხმაურებები!



ასევე წაიკითხეთ
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს? სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია. 
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.  იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.