ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Touch22 სტარტაპებისთვის 5000-ევროიან პრიზს აწესებს

Touch Summit 2022 წლის ღონისძიებაზე სტარტაპებისთვის 5000-ევროიან პრიზს აწესებს.

კომენტარის დატოვება
Touch22 სტარტაპებისთვის 5000-ევროიან პრიზს აწესებს

Touch Summit 2022 წლის ღონისძიებაზე სტარტაპებისთვის 5000-ევროიან პრიზს აწესებს.

Touch22-ის ფარგლებში, 7 და 8 დეკემბერს, ტექნოლოგიურ სტარტაპებს მიეცემათ შესაძლებლობა, რუსთაველის თეატრის კედლებში საკუთარი იდეები და მიღწევები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ დამსწრე საზოგადოებას გააცნონ, მოისმინონ მათი შეფასებები, დაამყარონ ახალი ბიზნეს-კონტაქტები. შესაძლოა, შეიძინონ ინვესტირების ახალი შესაძლებლობებიც.   

გამოფენაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს და 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 

გამოფენაში მონაწილეობას სულ 30 სტარტაპი შეძლებს, საიდანაც 10-ს შესაძლებლობა ექნება, აუდიტორიას და ჟიურის თავისი თავი და სტარტაპი წარადგინოს. 

10-დან ჟიური შეარჩევს 3-ს, რომელიც რუსთაველის მთავარ სცენაზე წარდგება. 

შერჩეული სამი სტარტაპიდან კი, საბოლოოდ, ჟიური აირჩევს 1 სტარტაპს, რომელსაც გადაეცემა Kettari Foundation-ის მიერ დაწესებული პრიზი — 5000 ევრო. 

სტარტაპების შერჩევის კრიტერიუმებია: 

  • სტარტაპ ექსპოზე მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტარტაპი იყოს ტექნოლოგიური;
  • აუცილებელი მოთხოვნაა, სტარტაპს ჰქონდეს MVP (Minimum viable product);
  • ამარტივებდეს ან ბაზარს სთავაზობდეს პრობლემის სრულად მოგვარების გზას;
  • იყოს ინოვაციური ქართული ბაზრისთვის; 

Touch Summit —  საერთაშორისო სამიტია ბიზნესისა და ტექნოლოგიების შესახებ, რომელიც 7-8 დეკემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართება.  

ორივე დღე დილიდან გვიან საღამომდე დატვირთული იქნება სემინარებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, შეხვედრებით, სპეციალური ნეთვქორქინგის შესაძლებლობებით, ბევრი ინსპირაციით, გართობითა და საღამოს წვეულებებით.  

— ბილეთების შესაძენად დააჭირეთ აქ;

 — კონფერენციის მხარდამჭერებისა და მედიაპარტნიორების სიის სანახავად დააჭირეთ აქ;

Touch22 x Startups - სტარტაპების გამოფენისთვის რეგისტრაცია დაიწყო
Touch22 x Startups — სტარტაპების გამოფენისთვის რეგისტრაცია დაიწყო
თემის მიხედვით
Touch22 x Startups — სტარტაპების გამოფენისთვის რეგისტრაცია დაიწყო
4 ვორქშოფი რომელსაც შეგვიძლია დავესწროთ ტექნოლოგიურ ფესტივალზე — Touch
4 ვორქშოფი, რომელსაც შეგვიძლია დავესწროთ ტექნოლოგიურ ფესტივალზე — Touch
თემის მიხედვით
4 ვორქშოფი, რომელსაც შეგვიძლია დავესწროთ ტექნოლოგიურ ფესტივალზე — Touch


ასევე წაიკითხეთ
აქსელი საინვესტიციო ეკოსისტემის კონფერენციას გამართავს
აქსელი საინვესტიციო ეკოსისტემის კონფერენციას გამართავს
აქსელი საინვესტიციო ეკოსისტემის კონფერენციას გამართავს
Founder Institute: 4 ტიპის კითხვა, რომელსაც ინვესტორები ყველაზე ხშირად სვამენ
Founder Institute: 4 ტიპის კითხვა, რომელსაც ინვესტორები ყველაზე ხშირად სვამენ
Founder Institute: 4 ტიპის კითხვა, რომელსაც ინვესტორები ყველაზე ხშირად სვამენ
მნიშვნელოვანი განცხადებები AI-ის შესახებ NVIDIA-ს 2023 წლის GTC კონფერენციიდან
მნიშვნელოვანი განცხადებები AI-ის შესახებ NVIDIA-ს 2023 წლის GTC კონფერენციიდან
მნიშვნელოვანი განცხადებები AI-ის შესახებ NVIDIA-ს 2023 წლის GTC კონფერენციიდან
Apple ყოველწლიურ კონფერენციაზე ვირტუალური რეალობის ყურსასმენებს წარადგენს
Apple ყოველწლიურ კონფერენციაზე ვირტუალური რეალობის ყურსასმენებს წარადგენს
Apple ყოველწლიურ კონფერენციაზე ვირტუალური რეალობის ყურსასმენებს წარადგენს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.