ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

4 ვორქშოფი, რომელსაც შეგვიძლია დავესწროთ ტექნოლოგიურ ფესტივალზე — Touch

ტექნოლოგიურმა ფესტივალმა Touch22 ვოქრშოფები დააანონსა.  Touch Summit ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კონფერენციაა კავკასიის რეგიონში. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ სპიკერები მსოფლიოს უდიდესი კომპანიებიდან: Google, Revolut, Nike, Tesla, Siemens, Porsche, Bolt, Adobe, Media.monks, Publicis Italy/LePub, Dalton Maag, Smashing.

ვორქშოფები სწორედ პანელური დისკუსიების და ძირითადი სესიების პარალელურად გაიმართება. 

კომენტარის დატოვება

წარმოგიდგენთ 4 ვორქშოფს, რომელზე დასწრებაც წინასწარი რეგისტრაციით და შეზღუდული რაოდენობის ადამიანებისთვის იქნება შესაძლებელი: 

  • Designing a custom product workshop — ვორქშოფი ინდივიდუალური პროდუქტის დიზაინის შესახებ — მას უკრაინელი სლავა შესტოპალოვი ჩაატარებს. სლავა Bolt-ის ევროპის ოფისის უფროსი პროდუქტ მენეჯერია. ის მრავალი წელია, პირად ბლოგზე სტატიებს წერს დიზაინ ფიქრის, სწორი დიზაინ სისტემის შექმნის ტექნიკებსა და ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. ​მრავალწლიანი გამოცდილება მან ერთ ვორქშოფად გააერთიანა და თავის ხედვებზე რუსთაველის დარბაზში ისაუბრებს. 

  • დენი ბენეტი Touch-ზე კომპანია Ogilvy Consulting UK-ს წარმოადგენს და ძირითად სესიაზე გამოსვლის გარდა, ჩაატარებს ვორქშოფს სახელწოდებით How to increase the effectiveness of your marketing through 9 key principles of behavioral science — როგორ გავზარდოთ მარკეტინგის ეფექტურობა ქცევითი მეცნიერების 9 ძირითადი პრინციპის მეშვეობით — დენი Ogilvy Consulting UK-ში ქცევითი მეცნიერებების უფროსი პარტნიორია.

    ის ამ სფეროს გამოცდილი ადამიანია, მარკეტერებისა და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის კარგად ცნობილი და საყვარელი ადამიანის — რორი საზერლენდის გუნდში წამყვანი პოზიცია უჭირავს. ვორქშოფის ფარგლებში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რამდენად მნიშვნელოვანია, მარკეტინგული კომუნიკაციის დაგეგმვისას ადამიანის ჩვევები და ქცევები გავითვალისწინოთ და კონკრეტული გზების ცოდნით ჩვენი აქტივობები გაცილებით ეფექტიანი გავხადოთ. 

  • კირილ სერმაკი შტუდგარტის პორშეს ოფისში მუშაობს. 2-საათიანი ვორქშოფის ფორმატში ის დამსწრეებს IOS სისტემიმს აქტიტექტურის ტექნიკებს გააცნობს. სერმაკის ვორქშოფის სახელწოდებით Introduction into Reverse Engineering and iOS Security — შესავალი საპირისპირო ინჟინერიასა და iOS უსაფრთხოებაში.

  • მონიკა მატუსიევსკა სერთიფიცირებული ქოუჩია LaMatu-დან. მას დიდ კორპორაციებში მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის: IBM, Philips, IKEA, NIkon და L’Oreal.  მისი ვორქშოფის სახელწოდებაა Focus on Distractions. How to maintain focus in a world full of distractions? — ფოკუსირება ყურადღების გაფანტვაზე. როგორ შევინარჩუნოთ ფოკუსი ხელის შემშლელი გარემოებებით სავსე სამყაროში? 

ვორქშოფებზე რეგისტრაცია 25 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი. 

იქამდე კი დროა სამიტზე დასასწრებ ბილეთზე იზრუნოთ. 

პირველი კალათის ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. 25 ნოემბრიდან ფასები 60%-ით გაიზრდება. 

  • Ბილეთის შესაძენად ეწვიეთ ამ ლინკს
  • ნახეთ Touch22-ის  სპონსორების და მედია პარტნიორების სია!  
  • მეტი ინფორმაციისთვის —  ღონისძიების Facebook გვერდი.  
ნოემბრისა და დეკემბრის მნიშვნელოვნი ტექნოლოგიური ღონისძიებები საქართველოში
ნოემბრისა და დეკემბრის მნიშვნელოვნი ტექნოლოგიური ღონისძიებები საქართველოში
თემის მიხედვით
ნოემბრისა და დეკემბრის მნიშვნელოვნი ტექნოლოგიური ღონისძიებები საქართველოში

ასევე წაიკითხეთ
როგორ ჩაიარა ტესტერთა დღის მასშტაბურმა კონფერენციამ თბილისში
როგორ ჩაიარა ტესტერთა დღის მასშტაბურმა კონფერენციამ თბილისში
როგორ ჩაიარა ტესტერთა დღის მასშტაბურმა კონფერენციამ თბილისში
★ ფასიანი თანამშრომლობა 9-10 სექტემბერს GeoSTQB-მ, თიბისის მხარდაჭერით, ტესტერთა დღე აღნიშნა. 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა, შეკრებილმა აუდიტორიამ მოუსმინა არაერთ სპიკერს, დაესწრო პანელურ დისკუსიებს და მონაწილეობა მიიღო ვორქშოფებში.
GeoSTQB თიბისისთან ერთად ტესტერთა დღეს აღნიშნავს — ნახეთ, როგორ და რატომ
GeoSTQB თიბისისთან ერთად ტესტერთა დღეს აღნიშნავს — ნახეთ, როგორ და რატომ
GeoSTQB თიბისისთან ერთად ტესტერთა დღეს აღნიშნავს — ნახეთ, როგორ და რატომ
★ ფასიანი თანამშრომლობა|9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა. GeoSTQB, თიბისის მხარდაჭერით, ამასთან დაკავშირებით მასშტაბურ, 2-დღიან ღონისძიებას ატარებს. 
საქართველოში 1-ლი საერთაშორისო მარკეტინგული ფესტივალი Touch.point 9 ივნისს გაიმართება
საქართველოში 1-ლი საერთაშორისო მარკეტინგული ფესტივალი Touch.point 9 ივნისს გაიმართება
საქართველოში 1-ლი საერთაშორისო მარკეტინგული ფესტივალი Touch.point 9 ივნისს გაიმართება
Touch.Point — საერთაშორისო მარკეტინგული ფესტივალი 9 ივნისს ჩატარდება
Touch.Point — საერთაშორისო მარკეტინგული ფესტივალი 9 ივნისს ჩატარდება
Touch.Point — საერთაშორისო მარკეტინგული ფესტივალი 9 ივნისს ჩატარდება
Touch Platform, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან ატარებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციას TOUCH SUMMIT, წელს პირველად ატარებს MarTech ფესტივალს Touch.Point.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.