ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეღონისძიებები
6 ოქტომბერი 2023, 16:01
2023-10-06
Axel-მა და Kettari Foundation-მა საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გამართეს
29 სექტემბერს, Axel-მა Kettari Foundation-თან ერთად საინვესტიციო ეკოსისტემის კონფერენციას უმასპინძლა. დისკუსიებით, ინსპირაციული საუბრებითა და პანელური სესიებით დატვირთული ღონისძიება ინოვაციებით სავსე აღმოჩნდა. კონფერენცია Tes Factory-ში (Artarea), EBAN-თან და GBAN-თან პარტნიორობით გაიმართა.
29 სექტემბერს, Axel-მა Kettari Foundation-თან ერთად საინვესტიციო ეკოსისტემის კონფერენციას უმასპინძლა. დისკუსიებით, ინსპირაციული საუბრებითა და პანელური სესიებით დატვირთული ღონისძიება ინოვაციებით სავსე აღმოჩნდა. კონფერენცია Tes Factory-ში (Artarea), EBAN-თან და GBAN-თან პარტნიორობით გაიმართა.
დაინტერესებული პირები კონფერენციას 20-ზე მეტი ქვეყნიდან დაესწრნენ, რათა ქართულ საინვესტიციო ეკოსისტემას გაცნობოდნენ. როგორც Axel-ის მართველი დირექტორი, ირო ცაგარეიშვილი ამბობს, ისინი არა მხოლოდ უშუალოდ კონფერენციას, არამედ სხვა საინტერესო შეხვედრებსა და ღონისძიებებსაც დაესწრნენ.
«გარდა 29 სექტემბრისა, ეს ადამიანები საქართველოში 3 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. აგებული გვქონდა საკმაოდ ინტენსიური სამ დღიანი პროგრამა — სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს ვახვედრებდით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან. ჰქონდათ შეხვედრები, ლანჩები, რათა უფრო კარგად და სწორად გაეგოთ, როგორ ვითარდება ეკოსისტემა საქართველოში». — განაცხადა ირო ცაგარეიშვილმა.
როგორც ცაგარეიშვილი ამბობს, კონფერენციის მთავარი მიზანი ქართული სტარტაპ და საინვესტიციო ეკოსისტემის მასშტაბურ რუკაზე დაპოზიციონირება იყო. ევროპული ქვეყნების წარმომადგენლების გარდა ღონისძიებას ადგილობრივი რეგიონებიდანაც აქტიურად დაესწრნენ, რაც Axel-ის მართველი დირექტორის აზრით, უმნიშვნელოვანესია.
Kettari Foundation-ის აქსელერატორის მენეჯერის, ზუკა ცქიტიშვილის თქმით, 29 სექტემბრის ღონისძეიბაზე Axel-ის პორტფოლიოს სტარტაპები იყვნენ, წარმოდგენილები, რომლებსაც Kettari კარგად იცნობს.
«ჩვენ ამ სტარტაპებს კარგად ვიცნობთ და მათ დახმარებას,მათში ინვესტიციის ჩადებას ყოველთვის ვცდილობთ. იმ სტარტაპებით, რომლებსაც Axel არჩევს და გვთავაზობს ძალიან კმაყოფილები ვართ». — განაცხადა ზუკა ცქიტიშვილმა.
Axel საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელია, რომლის მიზანიც ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაა.
«გვჯერა, რომ განვითარებადი ქვეყნების მომავალი ტექნოლოგიაშია. სწორედ ამიტომ, ინვესტირებას იმ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ვანხორციელებთ, რომლებსაც გლობალურ ბაზარზე გასვლა სურთ». — ვკითხულობთ Axel-ის ვებ-საიტზე.
აქსელმა — საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელმა ინვესტორთა სახელმძღვანელოები (ე.წ. Guidelines) წარადგინა.
პროექტი, რომლის ფარგელბშიც სახელმძღვანელოები შეიქმნა, მიზნად ისახავს ანგელოზი ინვესტირებისა და სტარტაპ საინვესტიციო გარემოს გაძლიერებას. აქსელის მუდმივი განვითარება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი საფუძველი შეიძლება გახდეს. ინიციატივის მხარდამჭერია USAID — ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა.
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მუშაობის პრინციპი — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, გური ქოიავასთან
აქსელი საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელია. ის 2021 წლის ივნისში დაარსდა. აქსელი ხელს უწყობს ადრეულ ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტიციების განხორციელებას. მთავარი მიზანი ე.წ «ჭკვიანი ფულის» ინვესტიციების ფასილიტაციითქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობაა.
«გვჯერა, რომ შეგვიძლია მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ წარმატებული ტექნოლოგიური სტარტაპების ქვეყნების რუკაზე საქართველოს დამატებაში». — ეუბება აქსელის თანადამფუძნებელი, გური ქოიავა dev.ge-ს.
ჩვენ მას აქსელის საქმიანობაზე, მიზნებსა და გეგმებზე ვესაუბრეთ.
BitCamp უკვე ოფიციალურად პროგრამირების სფეროში ბავშვების განვითარებაზე იზრუნებს და მათ სხვადასხვა სასწავლო კურსებით უზრუნველყოფს. BitCamp-ის თანადამფუძნებლის, ოთო ზაკალაშვილის თქმით, BitCamp Kids იწყება.