ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

საავტორო უფლებებზე შეუთანხმებლობის გამო TikTok-დან უამრავი სიმღერა წაიშალა

TikTok-მა პლატფრომიდან უამრავი პოპულარული სიმღერა წაშალა, მათ შორის ისეთი ვარსკვლავების, როგორიცაა ტეილორ სვიფტი, The Weekend და ოლივია როდრიგო.

კომენტარის დატოვება

TikTok-სა და ლეიბლ Universal Music Group-ს (UMG) შორის სალიცენზიო შეთანხმებას ვადა გაუვიდა, ხოლო ახალი გარიგება ვერ შედგა.

UMG-მა განაცხადა, რომ TikTok-ს სურდა, სხვა სოციალური მედიის საიტების სიმღერებზე წვდომისთვის განაკვეთის «ფრაქცია» გადაეხადა. 

TikTok-მა UMG «ცრუ ნარატივისა და რიტორიკის» გავრცელებაში დაადანაშაულა.

ყველა ვიდეო, რომელსაც UMG-ის წარმოებული მუსიკა აქვს, დადუმდა (mute) და ამ ტრეკებით ახალი ვიდეოების დამზადება შეუძლებელი გახდა.

ზოგიერთ არტისტის, როგორიცაა, მაგალითად, არიანა გრანდე და კეტი პერი, მუსიკის უმეტესობა მათი ოფიციალური გვერდებიდან გაქრა, გარდა რამდენიმე სიმღერისა, რომლებიც სხვა ლეიბლებზეა.

UMG-ის კიდევ ერთ არტისტს, ბილი აილიშს ყველა სიმღერა წაუშალეს, გარდა ერთისა. 

მისი სიმღერა What Was I Made For? ფილმ Barbie-ში იყო გამოყენებული და ის Warner Music Group-მა გამოაქვეყნა.

ასევე მიუწვდომელია სოფი ელის-ბექსტორის Murder on the Dancefloor, რომელიც ფილმში, Saltburn-ში გამოჩენის შემდეგ ვირუსულ ჰიტად იქცა.

პლატფორმაზე ტრეკების არაოფიციალური, აჩქარებული და შენელებული ვერსიები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.

მუსიკალური კომპანიები და შემსრულებლები ჰონორარს იღებენ, როდესაც მათი სიმღერები სტრიმინგისა და სოციალური მედიის პლატფორმებზე გამოიყენება.

TikTok-ზე ისინი საიტზე ატვირთული ვიდეოების ბექგრაუნდ მუსიკის სახით გამოიყენება.

დიდი ხანია, რაც წუხილი არსებობს იმის შესახებ, თუ რამდენად ცოტას იხდიან პლატფორმები, რაც ამ შემთხვევაში დიდ და საჯარო უთანხმოებაში გადაიზარდა. 

UMG და TikTok ახალ გარიგებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, მაგრამ დედლაინამდე, 31 იანვრამდე, ვერ შეთახმდნენ.

ღია წერილში, რომელიც 30 იანვარს გამოქვეყნდა, Universal-მა განაცხადა, რომ «TikTok ცდილობს, მუსიკაზე დაფუძნებული ბიზნესი, მუსიკის სამართლიანი ღირებულების გადახდის გარეშე შექმნას».

Universal-ს ასევე პრობლემები TikTok-ის შინაარსის მოდერაციასთან დაკავშირებით ჰქონდა და თქვა, რომ ის «სიძულვილის ენის, ფანატიზმის, ბულინგისა და შევიწროების ტალღას პლატფორმაზე» ადეკვატურად ვერ გაუმკლავდა.

TikTok-მა უპასუხა: «სამწუხაროა და გულდასაწყვეტია, რომ Universal Music Group-მა საკუთარი სიხარბე თავისი შემსრულებლებისა და სიმღერების ავტორების ინტერესებზე მაღლა დააყენა».

აღსანიშნავია, რომ Universal-ის კონკურენტი, Warner Music 2023 წლის ივლისში TikTok-თან ლიცენზირების გარიგებას დათანხმდა.

ქვიზი — რა იცით TikTok-ზე?
ქვიზი — რა იცით TikTok-ზე?
თემის მიხედვით
ქვიზი — რა იცით TikTok-ზე?
TikTok საკუთარ E Commerce ბიზნესს იწყებს
TikTok საკუთარ E Commerce ბიზნესს იწყებს
თემის მიხედვით
TikTok საკუთარ E Commerce ბიზნესს იწყებს

ასევე წაიკითხეთ
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.