ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

აშშ-ის კონგრესში TikTok აკრძალვის კანონპროექტი დარეგისტრირდა

კონგრესში განხილულმა ახალმა კანონპროექტმა შეიძლება აშშ-ში TikTok აკრძალოს. დონალდ ტრამპი, რომელსაც ადრე შეერთებულ შტატებში TikTok-ის აკრძალვა სურდა, ახლა ამბობს, რომ აპლიკაციას თავადაც გამოიყენებს. ზოგიერთი ადამიანი, ვინც კანონპროექტს  მხარს უჭერს, ამტკიცებს, რომ ეს რაიმეს აკრძალვის კანონპროექტი სულაც არ არის.

კომენტარის დატოვება

რატომ სურთ აშშ-ში TikTok-ის აკრძალვა?

პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ეკითხებით, მაგრამ ძირითადად, ერთ, თანმიმდევრულ პასუხს ვიღებთ: TikTok ძალიან პოპულარული აპლიკაციაა და ის ჩინურ კომპანიას ეკუთვნის. ცნობილია, რომ ჩინეთის მთავრობა ადგილობრივ კომპანიებს აკონტროლებს. ასე რომ, TikTok-ის კრიტიკოსები წუხან, რომ ჩინეთის მთავრობას შეუძლია, პლატფორმა ამერიკელი მოქალაქეების პერსონალური მონაცემების მოსაპოვებლად გამოიყენოს;

TikTok ამბობს, რომ ახალი კანონპროექტი აშშ-ში TikTok-ს აკრძალავს. ეს მართალია?

ამერიკელების დაცვის კანონი უცხოელი მოწინააღმდეგეების მიერ კონტროლირებადი აპლიკაციებისგან (The Protecting Americans from Foreign Adversary Controlled Applications Act) აშშ-ში TikTok-ს პირდაპირ არ აკრძალავს. მაგრამ ის პლატფორმას აკრძალავს, თუ  ByteDance ამერიკული ოპერაციების არაჩინელ მფლობელებზე მიყიდვაზე უარს იტყვის.

როგორ შეეძლო ByteDance-ს TikTok-ის ნაწილის გაყიდვა? რამდენად შესაძლებელია ეს? 

2020 წელს, როდესაც დონალდ ტრამპს სურდა, რომ ByteDance-ს TikTok-ის ამერიკული ოპერაციები ამერიკელი მყიდველისთვის მიეყიდა, ByteDance-მა და Microsoft-მა ამასთან დაკავშირებით ერთმანეთთან ისაუბრეს. თუმცა გარიგება არ შედგა. ამჟამად, ძნელი წარმოსადგენია, რომ Big Tech კომპანია TikTok-ს იყიდის — ბაიდენის ადმინისტრაციის ანტიმონოპოლიური პოზიციის გათვალისწინებით.

როგორ იმუშავებს აკრძალვა რეალურად? 

ახალი კანონპროექტი TikTok-ს მომხმარებლების ტელეფონებიდან არ წაშლის. მაგრამ ის Apple-სა და Google-ს მათი აპლიკაციების მაღაზიებიდან აპლიკაციის გავრცელებაში ხელს შეუშის, რაც საბოლოოდ TikTok-ს გამოუსადეგარს გახდის. 

როგორია TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტის სტატუსი?

ის საკმაოდ სწრაფად მოძრაობს: კანონპროექტი რესპუბლიკელმა დეპუტატმა. მაიკ გალაჰერმა და დემოკრატიულმა დეპუტატმა, რაჯა კრიშნამოორთმა გასულ კვირას წარადგინეს; რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადი პალატა კანონპროექტს, სავარაუდოდ, ამ კვირაში მიიღებს. ამის შემდეგ მას სენატისა და პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დასტური დასჭირდება, რომ კანონად იქცეს.

რა მოხდება, თუ კანონი ძალაში შევა?

ByteDance-ს აშშ-ში TikTok-ის ოპერაციების სხვისთვის გადასაცემად 180 დღე ექნება… თუ ეს არ მოხდა, Apple-სა და სხვა Big Tech კომპანიებს მოუწევთ აშშ-ში TikTok-თან მუშაობა შეწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმები დაეკისრებათ.

საინტერესოა, რომ ჯო ბაიდენი TikTok-ს საპრეზიდენტო კამპანიისთვის იყენებს. მაგრამ ასევე თქვა, რომ აკრძალვის კანონპროექტს მიიღებს.

ქვიზი — რა იცით TikTok-ზე?
ქვიზი — რა იცით TikTok-ზე?
თემის მიხედვით
ქვიზი — რა იცით TikTok-ზე?
TikTok პლატფორმიდან კიდევ უფრო მეტ სიმღერას შლის
TikTok პლატფორმიდან კიდევ უფრო მეტ სიმღერას შლის
თემის მიხედვით
TikTok პლატფორმიდან კიდევ უფრო მეტ სიმღერას შლის

ასევე წაიკითხეთ
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.