ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეთიბისი
15 სექტემბერი 2023, 14:32
2023-09-15
რა შემადგენლობით და მოლოდინებით მიდის AWS Game Day-ზე თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი
თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი ერევანში AWS-ის (Amazon Web Services) მიერ ორგანიზებულ GameDay-ში მონაწილეობს. GameDay შეჯიბრია. მისი ძირითადი მიზანი გადაწყვეტილებების დანერგვის უნარის შემოწმებაა, რათა მონაწილეებმა რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადაჭრა რისკისგან თავისუფალ გარემოში ისწავლონ.
თიბისის ტექ გუნდი ოთხი სხვადასხვა მიმართულების ინჟინრისგან დაკომპლექტდა — ერევანში მიემგზავრებიან: საბა საყვარელიძე (CloudOps ინჟინერი), დავით სამადაშვილი (SRE ინჟინერი), დავით გოგრიჭიანი (CloudOps ინჟინერი) და გიორგი სემენიხინი (DevOps ინჟინერი).
ეს მრავალფეროვნება მათი უპირატესობაა და როგორც გვეუბნებიან, ამის სათავისოდ გამოყენებას შეეცდებიან.
შეჯიბრი საინტერესო და ერთი შეხედვით მარტივი ჩანს. თუმცა, რთულდება პროცესში — დაძაბულობისა და შეზღუდული დროის პირობებში.
ღონისძიება რეგისტრაციით იწყება, რის შემდეგაც მონაწილეები იღებენ დავალებებს, რომლებიც დღის ბოლომდე უნდა შეასრულონ.
გამარჯვებული ქულების მიხედვით გამოვლინდება, რომელიც, თავის მხრივ, შესრულებული დავალებების ხარისხის პირდაპირპროპორციულია.
საბა საყვარელიძე dev.ge-ს ეუბნება, რომ თიბისის გუნდი შედგება მეგობრებისა და კოლეგებისგან, რომლებიც ერთმანეთს უკვე წელიწად-ნახევარია, იცნობენ, რაც GameDay-ზე მათთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა იქნება.
თიბისი ჯგუფის გუნდის თითოეული წევრი მოტივირებულია და როგორც ამბობენ, მთავარი მიზანი გამარჯვებისთვის ბრძოლაა. CloudOps ინჟინერმა, დავით გოგრიჭიანმა თქვა, რომ გუნდი მაქსიმალურად კარგი შედეგის მიღწევისთვის აბსოლუტურად მზად არის.
გუნდის წევრებმა GameDay-ზე მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრებს. თანხმდებიან, რომ, უპირველეს ყოვლისა, ეს უდიდესი გამოცდილება იქნება, რომელიც საქმიანობის კიდევ დახვეწასა და უნარების განვითარებაში დაეხმარებათ.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ GameDay-ზე თიბისის სახელით გამოსვლა და მათი ტექ გუნდის წარდგენა საპასუხისმგებლო და საამაყოა. გიორგი სემენიხინის თქმით, სასიამოვნოა, როცა კომპანია, რომელშიც მუშაობ, ამხელა პასუხისმგებლობას სწორედ შენ გაკისრებს და განდობს.
აღნიშნულ გუნდს GameDay-ზე მონაწილეობა აქამდეც მიუღია. დაახლოებით, ორი თვის წინ AWS GameDay-ის თბილისმა უმასპინძლა, რომლის გამარჯვებულიც სომხეთის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული გუნდი გახდა.
საბა საქართველოში დაფიქსირებული შედეგით უკმაყოფილოა, თუმცა მიღებულ გამოცდილებას მაინც დადებითად აფასებს.
როგორც უკვე ვთქვით, გუნდის წევრები სხვადასხვა მიმართულების ინჟინრები არიან, რასაც უპირატესობად გამოიყენებენ. მაგალითად, გიორგი სემენიხინი თვლის, რომ AWS-ში მიღებული გამოცდილება მის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარება. ხოლო დავით სამადაშვილი, რომელიც SRE ინჟინერია, თვლის რომ გუნდს ავტომატიზაციის მხარეში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.
საბა საყვარელიძის აზრით, გუნდში არსებული მრავალფეროვნება და მოქნილობა შეჯიბრის წარმატებით დასრულებაში დიდ როლს ითამაშებს.
თიბისის ტექ გუნდი ერევანში 15 სექტემბერს გაემგზავრება. GameDay 16 სექტემბერს, 10:00 საათზე, სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტში (American University of Armenia) დაიწყება.
თიბისის ტექ შეხვედრების სერიის ფარგლებში .Net მიმართულების შეკრება ჩატარდა
თიბისი უკვე მეორე წელია, ტექ პლატფორმის გამოყენებით, შიდა კომუნის გასაძლიერებლად, თანამშრომლებისთვის წელიწადში რამდენჯერმე ატარებს შეხვედრებს, რომლებსაც ტექნოლოგიური კონფერენციის სახე აქვს. შეხვედრები ტარდება ტესტერებისთვის, დეველოპერებისთვის, DevOps მიმართულების პროფესიონალებისთვის, iOS და ანდროიდ დეველოპერებისთვის, ეჯაილ გუნდისთვის და სხვა.
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup გაიმართა. «ფაბრიკაში» თავი მოიყარეს ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებმა და ენთუზიასტებმა. სპიკერებმა მათ გაუზიარეს ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში.
«ინტერნეტში ბევრი რამის პოვნა შეიძლება, მაგრამ ყველაფრის — არა. იმ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც პროფესიონალებს აქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია». — გვეუბნება Space International-ის DevOps მიმართულების ლიდი, ლევან მურუსიძე.
AWS User Group Tbilisi 2024 Meetup: წარმატებული ქეისები და პრაქტიკული გადაწყვეტილებები ტექნოლოგიებში
3 აპრილს, 17:00 საათზე, ფაბრიკაში, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup-ი გაიმართება. Space International, როგორც საერთაშორისო ფინტექი, მუდმივად ცდილობს, გააფრათოვოს და გააძლიეროს ტექ კომუნა საქართველოში, ხელი შეუწყოს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას და სიახლეების გავრცელებას ამ მიმართულებით. 3 აპრილის შეკრება თავს მოუყრის ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებს, ენთუზიასტებს და საშუალებას მისცემს ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში.