ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებათიბისი
11 სექტემბერი 2023, 17:52
2023-09-11
როგორ ჩაიარა ტესტერთა დღის მასშტაბურმა კონფერენციამ თბილისში
★ ფასიანი თანამშრომლობა
9-10 სექტემბერს GeoSTQB-მ, თიბისის მხარდაჭერით, ტესტერთა დღე აღნიშნა. 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა, შეკრებილმა აუდიტორიამ მოუსმინა არაერთ სპიკერს, დაესწრო პანელურ დისკუსიებს და მონაწილეობა მიიღო ვორქშოფებში.
9-10 სექტემბერს GeoSTQB-მ, თიბისის მხარდაჭერით, ტესტერთა დღე აღნიშნა. 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა, შეკრებილმა აუდიტორიამ მოუსმინა არაერთ სპიკერს, დაესწრო პანელურ დისკუსიებს და მონაწილეობა მიიღო ვორქშოფებში.
GeoSTQB-მ 2023 წელს ტესტერთა დღე მეოთხედ აღნიშნა. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ნათია სირბილაძე ამბობს, რომ ყოველი ღონისძიებაზე წინაზე მასშტაბურია.
ნათია სირბილაძე
«ვცდილობთ, ტრადიცია დავამკვიდროთ და ყოველ წელს აღვნიშნოთ ტესტერთა დღე. მგონია, რომ ვინც ამ სფეროშია დასაქმებული, ეს ღონისძიება ყველასთვის საინტერესოა».
ტესტერების ძირითადი ამოცანა ხარისხის უზრუნველყოფაა. კონფერენციაზე 2 დღის განმავლობაში განხილული თემებიც, ბუნებრივია, სწორედ ამას შეეხებოდა. სპიკერებმა როგორც ტესტერების, ისე — ავტომატიზაციის ინჟინრების სამუშაოს სპეციფიკაზე ისაუბრეს.
ხარისხის უზრუნველყოფა და ტესტირება იყო თიბისის ტექ გუნდის წევრების, თაკო ცირეკიძის, თათია სებისკვერაძის და ცოტნე აბურჯანიას პრეზენტაციების მთავარი თემა, რასაკვირველია, განსხვავებული რაკურსით.
ნინო ნოზაძე, თიბისის ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი/გუნდის კაპიტანი
«მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გვყავს პროფესიონალები, ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებას მაინც სჭირდება პოპულარიზაცია. ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროფესიისთვის ვეცნობით როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ სიახლეებს.
როცა ტექნოლოგიები ყოველწამიერად ვითარდება და მომხმარებლებისგან ხარისხზე მოთხოვნაც იზრდება, მნიშვნელოვანია, ეს უზრუნველვყოთ, თანაც, ბაზარი კონკურენტულია».
სალომე მიქაბერიძე, თიბისი ტექის ბრენდ მენეჯერი
«თიბისიში ვიაზრებთ, რომ ტექნოლოგიურ კომპანიად ყოფნა არ ნიშნავს მხოლოდ საკუთარი ტექნოლოგიების განვითარებას — გვინდა, გარშემო სხვების კომპეტენცია ავამაღლოთ, განვავითაროთ. ვფიქრობთ, რომ ასეთი ღონისძიებების მხარდაჭერა სწორედ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს კოლეგებს, ტექ კომუნას გავუხსნათ გზა, შეიტყონ სიახლეების შესახებ, მოუსმინონ ერთმანეთს, იცოდნენ, ბაზარზე რა ხდება და ა.შ».
კონფერენციაზე, სპიკერების გამოსვლების, ვოფქშოფებისა და დისკუსიების გარდა, აუდიტორიას დახვდა სივრცეც, სადაც სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა მათ ინფორმაცია მიაწოდეს თავიანთი საქმიანობისა და არსებული ვაკანსიების შესახებ. თიბისიმ კი კონფერენციის დამსწრეებს სახალისო ქვიზი და სამახსოვრო საჩუქრები შესთავაზა.
თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება — VMUG Georgia-ს შემოდგომის სერია გაიმართა
★ ფასიანი თანამშრომლობა
თიბისის მხარდაჭერით 15 სექტემბერს კიდევ ერთი ტექნოლოგიური ღონისძიება — VMUG-ის შემოდგომის სერია ჩატარდა. ღონისძიებაზე ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა ვირტუალიზაციის სფეროს სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
რა შემადგენლობით და მოლოდინებით მიდის AWS Game Day-ზე თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი
თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი ერევანში AWS-ის (Amazon Web Services) მიერ ორგანიზებულ GameDay-ში მონაწილეობს. GameDay შეჯიბრია. მისი ძირითადი მიზანი გადაწყვეტილებების დანერგვის უნარის შემოწმებაა, რათა მონაწილეებმა რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადაჭრა რისკისგან თავისუფალ გარემოში ისწავლონ.
Space International ტესტერთა დღეზე — რატომ არის კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ცოდნის გაზიარება
★ ფასიანი თანამშრომლობა
Space International-ისთვის ცოდნის გაზიარება მნიშვნელოვანი ღირებულებაა არა მხოლოდ კომპანიის შიგნით, არამედ მის გარეთაც. შესაბამისად, კომპანია მუდმივად ცდილობს, ცოდნა ტექნოლოგიური სფეროს სხვა პროფესიონალებსაც გაუზიაროს.