Agile Mentor — კომპანია, რომელიც საქართველოში Agile პროფესიების განვითარებაზე ზრუნავს
Agile Mentor ინოვაციური კომპანიაა, რომელიც ქართველ სქრამ მასტერებს (Scrum Master), პროდუქტის მფლობელებს (Product Owner), პროექტის მენეჯერებs, HR-ებსა და კომპანიის ლიდერებს საინტერესო Agile მოგზაურობას სთავაზობს, თანაც ქართულ ენაზე. Agile Mentor მარია ღლონტმა დააარსა. Agile Mentor-ის გუნდს ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში Agile ტრანსფორმაციების მართვის და თანამშრომლების პროფესიული გადამზადების მდიდარი გამოცდილება აქვთ.
Agile Mentor ინოვაციური კომპანიაა, რომელიც ქართველ სქრამ მასტერებს (Scrum Master), პროდუქტის მფლობელებს (Product Owner), პროექტის მენეჯერებs, HR-ებსა და კომპანიის ლიდერებს საინტერესო Agile მოგზაურობას სთავაზობს, თანაც ქართულ ენაზე. Agile Mentor მარია ღლონტმა დააარსა. Agile Mentor-ის გუნდს ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში Agile ტრანსფორმაციების მართვის და თანამშრომლების პროფესიული გადამზადების მდიდარი გამოცდილება აქვთ.
რა არის Agile
სიტყვა Agile მოქნილს ნიშნავს, Agile მართვის მიდგომა კი პროდუქტის განვითარების, პროექტის მართვის და ზოგადად კომპლექსური საქმის ორგანიზების საშუალებაა. ის გულისხმობს მუდმივ თანამშრომლობას დაინტერესებულ მხარეებთან (სტეიკჰოლდერებთან) და მუდმივ გაუმჯობესებას მუშაობის ყოველ ეტაპზე. გუნდები გეგმავენ, ასრულებენ და მუდმივად აუმჯობესებენ პროექტის მართვის პროცესს.
ტრადიციული მართვის პროცესები გარემოში, რომელიც სწრაფად იცვლება და კონკურენციაც მაღალია, წარმატებით ვეღარ მუშაობს. ისეთი პროექტებისთვის, სადაც გაურკვევლობის ხარისხი მაღალია, Agile-ს იყენებენ. განსაკუთრებით ციფრული პროექტების მართვაში Agile მიდგომები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრაქტიკაა.
Agile თავდაპირველად აშშ-ში, 2001 წელს ფორმალიზდა. შეიქმნა ღირებულებები, პრინციპები, მიდგომები, რომლებიც ქართულადაც ითარგმნა.
Agile საქართველოში
სამუშაო პროცესის გამარტივების, ბიუროკრატიის შემცირებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, Agile საქართველოში 4 წლის წინ TBC ბანკმა აითვისა, სადაც მარია ღლონტი ბანკის სხვადასხვა მიმართულებას Agile ტრანსფორმაციაში უძღვებოდა. Agile სტრუქტურის ქვეშ მუშაობა სხვა სტანდარტული სტრუქტურებისგან განსხვავდება. დირექტორებს, დეპარტამენტებსა და დივიზიებს ლიგები, გუნდები, ლეგიონები და ცოდნის ცენტრები ანაცვლებენ.
იმისთვის, რომ Agile კულტურა საქართველოში წარმატებით დანერგილიყო, ყოველთვის უცხოელების ჩამოყვანა ხდებოდა საჭირო. მარია ღლონტმა იფიქრა, რომ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება საინტერესოდ გამოეყენებინა და Agile Mentor ჩამოაყალიბა. ის ამჟამად Adidas AG Germany Agile ტრანსფორმაციის ლიდერია.
«Agile საქართველოში ახალი პრაქტიკაა. თუმცა, სულ უფრო მეტი კომპანია ითვისებს. ამიტომ, საჭირო იყო, დაინტერესებული პირებისთვის ქართულად ხელმისაწვდომი კონტენტი შეგვექმნა». — ამბობს მარია ღლონტი.
რა არის Agile Mentor და რას სთავაზობს მომხმარებლებს
Agile Mentor ციფრული პროდუქტის შექმნა-განვითარებაში მონაწილე ადამიანებისთვის, სქრამ მასტერებისთვის (Scrum Master) პროდუქტის მფლობელებისთვის, ლიდერებისთვის, პროექტის მენეჯერებისთვის, ბიზნეს ანალიტიკოსებისთვისა და კომპანიების ლიდერებისთვის შეიქმნა.
მარია ღლონტი
«Agile Mentor ერთი მხრივს, ფიზიკური პირებისთვის, სქრამ მასტერებისა და Agile ქოუჩებისთვის შეიქმნა, ხოლო მეორე მხრივ, იურიდიული პირებისთვის, რომლებსაც ციფრული პროდუქტების შექმნა სურთ».
«ცხადია, მასტერკლასები, ბლოგები და YouTube ვიდეოები სრულიად უფასოა. რაც შეეხება მენტორინგს — კვირაში 1 საათი მაქვს გამოყოფილი რა დროშიც შემიძლია, ორ ადამიანს შევხვდე და Agile-თან დაკავშირებით ვესაუბრო, კონსულტაცია გავატარო — ეს სერვისიც უფასოა». — გვიყვება მარია ღლონტი — «ასევე რეგულარულად ტარდება ბუთქემფები და ტრენინგები მცირე ჯგუფებისთვის».
ყოველი ოთხშაბათი YouTube დღეა, რაც Agile Mentor-ის არხზე საინტერესო, საგანმანათლებლო ვიდეოს გამოჩენას გულისხმობს. ასევე Agile ქომუნითიც არსებობს, სადაც ყოველთვიურად სპიკერებთან პანელური დისკუსიები იმართება და დაინტერესებულ პირს კითხვის დასმა/გაზიარება შეუძლია.
Agile სამუშაო ჩარჩოების პრაქტიკული კურსები, Agile პროფესიების საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელი მენტორობა, Agile ლიდერებისთვის აუცილებელი რბილი უნარების ბუთქემფები — ქოუჩინგი და ფასილიტაცია, Agile მართვის ინფორმაციული სისტემები, ორგანიზაციის მიზნების ჩამოყალიბების OKR მიდგომა — ეს ის ჩამონათვალია, რომელთა სწავლაც Agile Mentor-ში შეგიძლიათ.
მიუხედავად იმისა, რომ Agile პრაქტიკა ჯერ კიდევ ახალია, მარია ფიქრობს, რომ დიდი კომპანიების ჩართულობა და მონდომება პროცესს აჩქარებს. ამისთვის კი საჭიროა მზად ვიყოთ, არ დაგვჭირდეს კვლავ უცხოელი სპეციალისტების დახმარება და პროცესის განვითარება, როგორც ქვეყანამ, საკუთარ თავზე ავიღოთ.
მარია ღლონტი
«მოსალოდნელია, რომ Agile-ზე მოთხოვნა გაიზრდება, რასაც დიდწილად დიდი კომპანიების ჩართულობა უწყობს ხელს. საქართველოში ამ ცოდნის მიღება ხარჯებს ამცირებს, დაინტერესებული პირებისთვისაც უფრო ხელსაყრელი და კომფორტულია, როდესაც რაღაც ახალს საკუთარ ენაზე გიხსნიან».
მარია ღლონტის თქმით, Agile Mentor კონკურენტებისგან იმით გამოირჩევა, რომ მსურველებს საერთაშორისო სერთიფიკატის მიღების შესაძლებლობას აძლევს. ასევე ინტენსიური ბლოგებით, YouTube ვიდეოებითა და კომუნიკაციით ადამიანს, რომელიც საერთოდ არ ესწრება კურსს, შეუძლია საჭირო ცოდნა უფასოდ მიიღოს.
«ყველაფერთან ერთად, ძალიან აქტიური ქომუნითი გვყავს. ინტენსივობა ჩვენთან ძალიან მაღალია». — განაცხადა მარია ღლონტმა.
Agile Mentor-ის მთავარი მიზანი და გეგმა საქართველოში Agile-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება, კომპანიებისა და ქართველი პროფესიონალების ხელშეწყობაა.
მარია ღლონტი
«ასევე გვსურს, რომ მსურველები ამ პროფესიას დაეუფლონ და ჩვენი დახმარებით დასაქმდნენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ».
საერთო ჯამში, Agile Mentor გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებული გაერთიანებაა, რომელიც საქართველოში Agile პროფესიების გაჩენასა და განვითარებაზე ზრუნვს. სამყაროში, რომელშიც თითქმის ყველაფერი გაციფრულებისკენ მიდის, მსგავსი სერვისის არსებობა მნიშვნელოვანია.
Web Summit 2023-ში 18 ქართული სტარტაპი მონაწილეობს
პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში ტექნოლოგიურ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური კონფერენცია, Web Summit დაიწყო, რომელიც 13-დან 16 ნოემბრამდე გაგრძელდება. მას მსოფლიოს 160 ქვეყნიდან 70 000 ადამიანი ესწრება — ასეულობით სტარტაპი და ტექნოლოგიური ორგანიზაცია. მათ შორის, არაერთი სტარტაპი და საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანია საქართველოდან.
„რესპუბლიკაში" Agile mentor-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით Agile Summit გაიმართა
31 ოქტომბერს «რესპუბლიკაში», Agile mentor-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართა. ღონისძიების მთავარი სპიკერი «ეჯაილ მანიფესტოს» თანაავტორი, დოქტორი ალისტერ ქობერნი იყო. ის ღონისძიებას დისტანციურად ჩაერთო.
თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება
თიბისის მხარდაჭერით და Agile mentor-ის ორგანიზებით, 31 ოქტომბერს რესპუბლიკაში ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება. ღონისძიების მთავარი აქცენტია Heart of Agile — თუ როგორ შეიძლება ეჯაილ იდეები და ტექნიკები მოვარგოთ ნებისმიერი სახის ინიციატივებსა თუ ინდუსტრიებს და არამხოლოდ სოფთვეარ დეველოპმენტს.
Agile Summit — 5 დღე საერთაშორისო ეჯაილ ღონისძიებამდე
თიბისის მხარდაჭერით და Agile mentor-ის ორგანიზებით, 31 ოქტომბერს რესპუბლიკაში ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება. ღონისძიების მთავარი აქცენტია Heart of Agile — თუ როგორ შეიძლება ეჯაილ იდეები და ტექნიკები მოვარგოთ ნებისმიერი სახის ინიციატივებსა თუ ინდუსტრიებს და არამხოლოდ სოფთვეარ დეველოპმენტს.