ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

თიბისი ჯგუფის ტექ გუნდმა უზბეკეთის AWS Game Day-ზე გაიმარჯვა

თიბისი ჯგუფის ტექ გუნდმა უზბეკეთის AWS Game Day-ზე გაიმარჯვა — 4 სხვადასხვა მიმართულების ინჟინრისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა დავალებები საუკეთესოდ შეასრულა. 

კომენტარის დატოვება

GameDay შეჯიბრია, რომლის ძირითადი მიზანი გადაწყვეტილებების დანერგვის უნარის შემოწმებაა, რათა მონაწილეებმა რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადაჭრა რისკისგან თავისუფალ გარემოში ისწავლონ. 

თიბისი ჯგუფის ტექ გუნდში შედიან: საბა საყვარელიძე (CloudOps ინჟინერი), დავით სამადაშვილი (SRE ინჟინერი), დავით გოგრიჭიანი (CloudOps ინჟინერი) და გიორგი სემენიხინი (სფეისის DevOps ინჟინერი).

ეს მრავალფეროვნება, ასევე, წელიწადნახევრიანი მეგობრობა და თანამშრომლობა მათ თავიანთ უპირატესობად მიიჩნიეს და სათავისოდაც წარმატებით გამოიყენეს. 

შეჯიბრი AWS Game Day დავალებების მიღებით იწყება, რომლებიც გუნდებმა დღის ბოლომდე უნდა შეასრულონ. 

გამარჯვებული ქულების მიხედვით ვლინდება, რომელიც, თავის მხრივ, შესრულებული დავალებების ხარისხის პირდაპირპროპორციულია. 

თიბისი ჯგუფის ტექ გუნდმა საუკეთესო შედეგები აჩვენა. 

თიბისის ტექ გუნდის წევრები გვიყვებიან, რომ შეჯიბრების დასაწყისში მოცემულ დავალებებს ქაოტურად მიუდგნენ — მართალია, სხვებზე წინ იყვნენ, თუმცა, დროდადრო სხვა გუნდებიც ეწეოდნენ. დღის ბოლოს, მუშაობის პროცესში მიხვდნენ, როგორ გადაენაწილებინათ სწორად ძალები და დავალებები. 

საბა საყვარელიძე

«სწორი კომუნიკაციით ძალიან ბევრი ქულა მოვაგროვეთ და ისევ პირველ ადგილზე გადავედით. ამის მერე უკვე ვერავინ დაგვეწია. ღონისძიების მსვლელობისას AWS-ის წარმომადგენლები გვიწყობდნენ ე.წ Chaos Event-ებს (ყველას სპეციალურად გვიფუჭებდნენ რაღავებს და ვინც პირველი გამოასწორებდა, უფრო მალე აგროვებდა ქულებს). ვერც ერთმა Chaos Event-მა ვერ შეგვაჩერა.

ამ შეჯრიბრში მონაწლოეობით და გამარჯვებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ გუნდურად მუშაობით, სწორი კომუნიკაციითა და პრიორიტეტების დალაგებით შეუჩერებლები ვართ».

დავით სამადაშვილი: 
«ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ და როგორც გუნდი, უფრო დავახლოვდით. საინტერესო შეჯიბრება იყო, მოწინააღმდეგე გუნდებთან ვათანხმებდით რომ ერთმანეთის სერვისები გამოგვეყენებინა, რაც, საბოლოოდ, ყველას ეხმარებოდა. იყო მომენტები, როცა ვიბნეოდით, მაგრამ ბოლოს ყველამ ერთად ავიყვანეთ თავი ხელში. ბოლო 1 საათი „აღზევების ხანა“ იყო — ოთხივემ იდეალურად გადავანაწინეთ როლები, რამაც საბოლოო შედეგი — პირველი ადგილი მოგვაპოვებინა». 

AWS Game Day ტაშნეკტში Amazon Web Services (AWS)-სა და AWS User Group Tashkent-ის მიერ იყო ორგანიზებული. 

2023 წლის სექტემბერში თიბისი ჯგუფის ტექ გუნდმა AWS Game Day-ზე სომხეთში, ერევანში იასპარეზა და საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. 

თიბისი ჯგუფის ტექ გუნდმა AWS Game Day-ზე იასპარეზა
თიბისი ჯგუფის ტექ გუნდმა AWS Game Day-ზე იასპარეზა
თემის მიხედვით
თიბისი ჯგუფის ტექ გუნდმა AWS Game Day-ზე იასპარეზა
რა შემადგენლობით და მოლოდინებით მიდის AWS Game Day-ზე თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი
რა შემადგენლობით და მოლოდინებით მიდის AWS Game Day-ზე თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი
თემის მიხედვით
რა შემადგენლობით და მოლოდინებით მიდის AWS Game Day-ზე თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი

ასევე წაიკითხეთ
ტექ ლიდის როლი Space International-ში
ტექ ლიდის როლი Space International-ში
ტექ ლიდის როლი Space International-ში
ავტორი: თაკო ჟიჟილაშვილი, Space International Space International ფინტექ კომპანიაა, რომელიც მოწინავე საბანკო პროდუქტებს ქმნის და სრულად ციფრულ საბანკო პლატფორმას უზრუნველყოფს, საქართველოდან უზბეკეთის ბაზარზე. ჩვენი გუნდი, რომელიც ამ დინამიურ,  ტექნოლოგიურ ეპოქაში მუშაობს, მუდმივი პროგრესის მნიშვნელობას აცნობიერებს. სწორედ ამიტომ, ერთი წლის წინ თანამშრომლობა დავიწყეთ ThoughtWorks-თან.
2024 წელს ქართული სტარტაპი Phubber ყაზახეთსა და უზბეკეთში შედის
2024 წელს ქართული სტარტაპი Phubber ყაზახეთსა და უზბეკეთში შედის
2024 წელს ქართული სტარტაპი Phubber ყაზახეთსა და უზბეკეთში შედის
ნახეთ — Space International-ს 22 ახალი ვაკანსია აქვს
ნახეთ — Space International-ს 22 ახალი ვაკანსია აქვს
ნახეთ — Space International-ს 22 ახალი ვაკანსია აქვს
მსხვილ ფინანსურ და ტექნოლოგიურ კომპანია Space International-ს 22 ახალი ვაკანსია აქვს. ნახეთ, რა პოზიციებზე ეძებს კომპანია ეძებს პროფესიონალებს 👇
Thoughtworks თიბისის სტრატეგიული პარტნიორია
Thoughtworks თიბისის სტრატეგიული პარტნიორია
Thoughtworks თიბისის სტრატეგიული პარტნიორია
უკვე ერთ წელზე მეტია, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის კიდევ უფრო გასამარტივებლად და ასაჩქარებლად თიბისიმ და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks-მა პარტნიორობა დაიწყეს. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.