ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

თიბისი ჯგუფის ტექ გუნდმა AWS Game Day-ზე იასპარეზა

თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი გვიზიარებს მიღებულ გამოცდილებას ერევანში, AWS-ის (Amazon Web Services)-ის სომხეთის გუნდის (AWS User Group Armenia)-ს მიერ ორგანიზებულ GameDay-ზე. GameDay შეჯიბრია, რომლის ძირითადი მიზანი გადაწყვეტილებების დანერგვის უნარის შემოწმებაა, რათა მონაწილეებმა რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადაჭრა რისკისგან თავისუფალ გარემოში ისწავლონ.

კომენტარის დატოვება

თიბისის ჯგუფის ტექ გუნდი ოთხი სხვადასხვა მიმართულების ინჟინრისგან იყო დაკომპლექტებული — საბა საყვარელიძე (CloudOps ინჟინერი), დავით სამადაშვილი (SRE ინჟინერი), დავით გოგრიჭიანი (CloudOps ინჟინერი) და გიორგი სემენიხინი (DevOps ინჟინერი) —  რაც მათი თქმით, ეფექტიანად გამოიყენეს.

CloudOps ინჟინერმა და თიბისის ტექ გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, საბა საყვარელიძემ dev.ge-სთან კონკურსზე, მიღწეულ შედეგსა და მიღებულ გამოცდილებაზე დეტალურად ისაუბრა. 

გვიყვება, რომ კონკურსი საკმაოდ რთულ და კომპლექსურ დავალებებს მოიცავდა. თიბისიში დაგროვებული გამოცდილება კი მასა და მთლიანად გუნდს ძალიან დაეხმარა. საბას თიბისიში AWS-სთან უშალო შეხება აქვს, რაც დავალების შესრულების პროცესში გადამწყვეტი აღმოჩნდა.

«თიბისიში დაგროვებული გამოცდილება ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის ღირებული აღმოჩნდა, რადგან მრავალფეროვან და ბევრ ტექნოლოგიასთან გვიწევს შეხება ყოველდღიურად». — ამბობს საბა.

ის, ისევე, როგორც თიბისის ტექ გუნდის სხვა წევრები მიღწეულ შედეგს დადებითად აფასებენ. ამასთან, მომავალში მის გაუმჯობესებასაც გეგმავენ. 

«ამ დონის შეჯიბრზე პირველად გავედით, ამიტომ მიღებული შედეგი მისაღებია. გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მიღებული გამოცდილება, თუნდაც გუნდური მუშაობის კუთხით, მომავალში აუცილებლად გამოგვადგება». — გვეუბნება საბა საყვარელიძე. 

კონკურსში საქართველოდან თიბისი ჯგუფის ტექ გუნდის გარდა, კიდევ 2 გუნდი მონაწილეობდა. საბამ გვითხრა, რომ საქართველოდან გუნდების მომზადების ხარისხი ყველასთვის სამაგალითო იყო. 

«საქართველოდან კონკურსზე 3 გუნდი ვიყავით. რაც შეეხება სომხურ გუნდებს, მათ ზუსტად, იცოდნენ რას აკეთებდნენ, კონკურსზე რას დახვდებოდათ. კარგად იყვნენ მომზადებულები». — ამბობს საბა საყვარელიძე. 

უშუალოდ ღონისძიების ორგანიზებამ კი საბას კომპლიმენტები დაიმსახურა.

«კონკურსი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. კონკურენტული, თუმცა მეგობრული გარემო იყო, რომელიც ჩვენი დავალების ეფექტურად შესრულებაში გვეხმარებოდა». — გვითხრა მან. 

თიბისის ტექ გუნდი ერევანში 15 სექტემბერს გაემგზავრა. GameDay 16 სექტემბერს სომხეთის ამერიკულ უნივერსიტეტში (American University of Armenia) გაიმართა. ღონისძებას სპონსორობა გაუწიეს: AUA Akian College of Science and Engineering-მა, InConcept Labs | Software Development Company-მ and Amazon Web Services (AWS)-მა. 

რა შემადგენლობით და მოლოდინებით მიდის AWS Game Day-ზე თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი
რა შემადგენლობით და მოლოდინებით მიდის AWS Game Day-ზე თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი
თემის მიხედვით
რა შემადგენლობით და მოლოდინებით მიდის AWS Game Day-ზე თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი

ასევე წაიკითხეთ
თიბისის ეჯაილ გუნდი Agile Prague-ის კონფერენციაზე
თიბისის ეჯაილ გუნდი Agile Prague-ის კონფერენციაზე
თიბისის ეჯაილ გუნდი Agile Prague-ის კონფერენციაზე
თიბისიმ საქართველოში Agile ტრანსფორმაციას ჩაუყარა საფუძველი. მრავალ უპირატესობასთან ერთად, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ აუცილებელია, რომ გუნდი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, მუდმივად ვითარდებოდეს, პროგრესირებდეს და მოთხოვნების შესაბამისად, ცვლიდეს მიდგომებს. 
თიბისის მხარდაჭერით რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენცია, GITI გაიმართება
თიბისის მხარდაჭერით რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენცია, GITI გაიმართება
თიბისის მხარდაჭერით რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენცია, GITI გაიმართება
11-12 დეკემბერს აქსისში საქართველოში კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდება. რიგით მე-13 GITI  კონფერენცია ადამიანებს ერთმანეთთან შეხვედრის, ხოლო სახელმწიფო და კერძო უწყებებს ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობას აძლევს.
თიბისის დეველოპერები ლისაბონში OutSystems One-ის კონფერენციას დაესწრნენ
თიბისის დეველოპერები ლისაბონში OutSystems One-ის კონფერენციას დაესწრნენ
თიბისის დეველოპერები ლისაბონში OutSystems One-ის კონფერენციას დაესწრნენ
თიბისიში საკრედიტო პროდუქტების განაცხადების დამუშავებისა და სესხების გაცემის პროცესების ავტომატიზაციის სისტემის დეველოპმენტისთვის მსოფლიოში მოწინავე Low-Code პლატფორმას, OutSystems-ს იყენებენ. OutSystems, რომელიც 2001 წელს ლისაბონში დაფუძნდა, წელიწადში 3 მასშტაბურ კონფერენციას ატარებს 3 სხვადასხვა კონტინენტსა და ქვეყანაში — აშშ-ში, პორტუგალიასა და ინდოეთში. თიბისის OutSystems დეველოპერები და ასოცირებული პარტნიორები: მიხეილ ოსიპოვი, ლევან ტეტემაძე, ირინა კაზარიანი და ჯაბა აგულაშვილი ღონისძიებას ლისაბონში, 12-13 სექტემბერს დაესწრნენ.  მიხეილ ოსიპოვმა dev.ge-სთან კონფერენციის დეტალებზე, მნიშვნელობასა და მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა.
Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო
Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო
Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო
Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო. თუ ხარ 13-დან 18 წლამდე გოგო საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან და გაინტერესებს ტექნოლოგიები, მაშინ პროექტი შენთვისაა.
1 კომენტარი
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.