ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Thoughtworks თიბისის სტრატეგიული პარტნიორია

უკვე ერთ წელზე მეტია, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის კიდევ უფრო გასამარტივებლად და ასაჩქარებლად თიბისიმ და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks-მა პარტნიორობა დაიწყეს. 

კომენტარის დატოვება

2024 წლის 26 იანვარს თიბისიში წლის პირველი Agile ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თიბისის Agile ტრანსფორმაციის ლიდერი, ინგა ყელაურაძე და ციფრული ტრანსფორმაციისა და ოპერაციების მიმართულებით Thoughtworks-ის წამყვანი კონსულტანტები, ბენჟამინ კრემერი და პოლ ვაისი წარუძღვნენ.

თიბისის Agile ქოუჩმა, ქეთევან ცომაიამ dev.ge-სთან 26 იანვარს გამართული ღონისძიება და Thoughtwrks-ის წამყვან კონსულტატებთან ერთად განხილული თემები დეტალურად მიმოიხილა. 

ქეთევანის თქმით, ღონისძიების სპიკერებმა თიბისისა და Thoughtworks-ის კოლაბორაციაზე ისაუბრეს და თანამშრომლებს Agile ტრანსფორმაციის ის ხუთი ძირითადი პრინციპი გაუზიარეს, რომელიც კომპანიაში მორიგი ცვლილებების საფუძველი გახდა. 

ქეთევანი გვიყვება, რომ ღონისძიების ჰიბრიდულ ფორმატში ორგანიზებამ მასზე დასწრების შესაძლებლობა მისცა თიბისის Agile სტრუქტურის ყველა დაინტერესებულ თანამშრომელს, მათ შორის თიბისი ტექის წარმომადგენლებს. ღონისძიებას სულ 200-მდე ადამიანი დაესწრო (მათგან 60-მდე — ფიზიკურ გარემოში, დანარჩენი Microsoft Teams-ის გამოყენებით). 

ღონისძიებაზე აქცენტი Agile ტრანსფორმაციის ხუთ ძირითად პრინციპზე გაკეთდა:

  • გონებრივი მოდელებისა და მმართველობის თანხვედრა (Aligning mental models and governance).
  • თვითორგანიზებადი, პროდუქტებისა და სერვისების შესაბამისი გუნდები (Autonomous teams aligned to products & services)
  • ინკრემენტული ცვლილებები სწავლისა და ადაპტაციის წასახალისებად (Change in increments to enable learning and adaptation)
  • მულტიტასკინგის შემცირება და მიმდინარე საქმეების დაბალანსება (Limit context switching and work in progress)
  • ფოკუსი ცვლილებებზე სხვა მიმართულებებში სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად (Focus the change while keeping other areas stable)
ქეთევან ცომაია
«ამასთან, ყურადღება გამახვილდა თვითორგანიზებადი გუნდების ტრანსფორმაციის სასიცოცხლო ციკლზე — მიმართულებებზე, სადაც Thoughtwork-ისა და თიბისის თანამშრომლობა უკვე შედგა. ასევე სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრეთ». 

მისივე თქმით, თიბისისთვის Thoughtworks-სთან სტრატეგიული პარტნიორობა განვითარებისთვისა და კონკურენტუნარიაონობის შენარჩუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. 

ქეთევან ცომაია
«იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ტექნოლოგიები კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად გადამწყვეტია და საბანკო სფერო მუდმივად ვითარდება, თიბისი ბანკი ტექნოლოგიების გაუმჯობესებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს». 

ქეთევანი გვიზიარებს, რომ Thoughtworks ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების სფეროში 30 წლიანი პტაქტიკული გამოცდილებით არის ცნობილი და მათთან თანამშრომლობა თიბისი ბანკს შესაძლებლობას აძლევს, ციფრული ინფრასტრუქტურა და სისტემები გააუმჯობესოს, რაც მომხმარებლისთვის გამარტივებული და ეფექტური ციფრული ბანკინგის გამოცდილების შექმნას უწყობს ხელს.

ტესტერთა შიდა ღონისძიება — თიბისის ხარისხის მართვის მიმართულებამ 2023 წელი შეჯამა
ტესტერთა შიდა ღონისძიება — თიბისის ხარისხის მართვის მიმართულებამ 2023 წელი შეჯამა
თემის მიხედვით
ტესტერთა შიდა ღონისძიება — თიბისის ხარისხის მართვის მიმართულებამ 2023 წელი შეჯამა
Thoughtworks-თან თანამშრომლობის 1 წელი — როგორ ამკვიდრებს Space International ახალ სტანდარტებს

ასევე წაიკითხეთ
თიბისის ტექ შეხვედრების სერიის ფარგლებში .Net მიმართულების შეკრება ჩატარდა
თიბისის ტექ შეხვედრების სერიის ფარგლებში .Net მიმართულების შეკრება ჩატარდა
თიბისის ტექ შეხვედრების სერიის ფარგლებში .Net მიმართულების შეკრება ჩატარდა
თიბისი უკვე მეორე წელია, ტექ პლატფორმის გამოყენებით, შიდა კომუნის გასაძლიერებლად, თანამშრომლებისთვის წელიწადში რამდენჯერმე ატარებს შეხვედრებს, რომლებსაც ტექნოლოგიური კონფერენციის სახე აქვს. შეხვედრები ტარდება ტესტერებისთვის, დეველოპერებისთვის, DevOps მიმართულების პროფესიონალებისთვის, iOS და ანდროიდ დეველოპერებისთვის, ეჯაილ გუნდისთვის და სხვა. 
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაწყებულია და 20 მაისამდე გაგრძელდება. 
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup გაიმართა. «ფაბრიკაში» თავი მოიყარეს ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებმა და ენთუზიასტებმა. სპიკერებმა მათ გაუზიარეს ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში.  «ინტერნეტში ბევრი რამის პოვნა შეიძლება, მაგრამ ყველაფრის — არა. იმ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც პროფესიონალებს აქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია». — გვეუბნება Space International-ის DevOps მიმართულების ლიდი, ლევან მურუსიძე. 
AWS User Group Tbilisi 2024 Meetup: წარმატებული ქეისები და პრაქტიკული გადაწყვეტილებები ტექნოლოგიებში

3 აპრილს, 17:00 საათზე, ფაბრიკაში, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup-ი გაიმართება. Space International, როგორც საერთაშორისო ფინტექი, მუდმივად ცდილობს, გააფრათოვოს და გააძლიეროს ტექ კომუნა საქართველოში, ხელი შეუწყოს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას და სიახლეების გავრცელებას ამ მიმართულებით. 3 აპრილის შეკრება თავს მოუყრის ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებს, ენთუზიასტებს და საშუალებას მისცემს ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.