თამთა ნაჭყებიათიბისი
22 იანვარი 2024, 12:45
2024-01-22
ტესტერთა შიდა ღონისძიება — თიბისის ხარისხის მართვის მიმართულებამ 2023 წელი შეჯამა
უკვე მეორედ, თიბისის ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულების თანამშრომლები ტესტერთა შიდა ღონისძიებაზე შეიკრიბნენ. ადამიანებმა, რომლებიც თიბისის ციფრული პროდუქტების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფენ, ერთმანეთს ის მიღწევები და ტექნიკური გადაწყვეტები გაუზიარეს, რომლებზეც 2023 წლის განმავლობაში იმუშავეს.
თიბისიში ხარისხის მართვისა და ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით 180 ადამიანი მუშაობს.
მიმართულების ხელმძღვანელის, ალეკო ისკონიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლებს შორის მნიშვნელოვანი საკითხების გაზიარება მუდმივად ხდება, მაინც რთულია, დიდ კომუნაში ხმა ყველას თანაბრად მიაწვდინო და სწორად გადასცე ინფორმაცია როგორც მათ, ისე სხვა დაინტერესებულ მხარეს. ამიტომაც, მსგავსი სახის შეკრებები მნიშვნელოვანია.
წლევანდელი ღონისძიებაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ხარისხის უზრუნველყოფის განვითარება თიბისიში ეჯაილ მეთოდის დანერგვიდან დღემდე.
ჩატარდა შეჯიბრიც, რომლის თანახმადაც, ხარისხის მართვის თანამშრომლებმა ამოხსნეს პრობლემა და წარმოადგინეს გადაწყვეტები. შეჯიბრში 7 გუნდი მონაწილეობდა. მათგან 4 — ფინალში გადავიდა.
ფინალისტმა გუნდებმა თავიანთი ინსტრუმენტები გააზიარეს.
ჟიურის დახმარებით კი ერთი გამარჯვებული გუნდიც გამოვლინდა.
გასული წლის ღონისძიებისგან განსხვავებით, წელს შეჯიბრში ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერებიც მონაწილეობდნენ. შეჯიბრის ყველა მონაწილეს გადაეცა პრიზი.
თიბისის ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულების ხელმძღვანელი და გუნდი ფიქრობს, რომ მსგავსი ყოველწლიური შეკრება უკვე ტრადიციად იქცა და მომავალშიც ასე გაგრძელდება.
თიბისის ტექ შეხვედრების სერიის ფარგლებში .Net მიმართულების შეკრება ჩატარდა
თიბისი უკვე მეორე წელია, ტექ პლატფორმის გამოყენებით, შიდა კომუნის გასაძლიერებლად, თანამშრომლებისთვის წელიწადში რამდენჯერმე ატარებს შეხვედრებს, რომლებსაც ტექნოლოგიური კონფერენციის სახე აქვს. შეხვედრები ტარდება ტესტერებისთვის, დეველოპერებისთვის, DevOps მიმართულების პროფესიონალებისთვის, iOS და ანდროიდ დეველოპერებისთვის, ეჯაილ გუნდისთვის და სხვა.
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup გაიმართა. «ფაბრიკაში» თავი მოიყარეს ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებმა და ენთუზიასტებმა. სპიკერებმა მათ გაუზიარეს ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში.
«ინტერნეტში ბევრი რამის პოვნა შეიძლება, მაგრამ ყველაფრის — არა. იმ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც პროფესიონალებს აქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია». — გვეუბნება Space International-ის DevOps მიმართულების ლიდი, ლევან მურუსიძე.
AWS User Group Tbilisi 2024 Meetup: წარმატებული ქეისები და პრაქტიკული გადაწყვეტილებები ტექნოლოგიებში
3 აპრილს, 17:00 საათზე, ფაბრიკაში, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup-ი გაიმართება. Space International, როგორც საერთაშორისო ფინტექი, მუდმივად ცდილობს, გააფრათოვოს და გააძლიეროს ტექ კომუნა საქართველოში, ხელი შეუწყოს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას და სიახლეების გავრცელებას ამ მიმართულებით. 3 აპრილის შეკრება თავს მოუყრის ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებს, ენთუზიასტებს და საშუალებას მისცემს ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში.