ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Thoughtworks-თან თანამშრომლობის 1 წელი — როგორ ამკვიდრებს Space International ახალ სტანდარტებს

ერთი წლის წინ Space International-მა საერთაშორისო ტექნოლოგიურ საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks-თან თანამშრომლობა დაიწყო. Thoughtworks-სთვის ეს რეგიონში პირველი პარტნიორობაა, შესაბამისად, ქართული ტექნოლოგიური სფეროსთვისაც — ძალიან მნიშვნელოვანი. 

კომენტარის დატოვება
Thoughtworks-თან თანამშრომლობის 1 წელი — როგორ ამკვიდრებს Space International ახალ სტანდარტებს

ერთი წლის წინ Space International-მა საერთაშორისო ტექნოლოგიურ საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks-თან თანამშრომლობა დაიწყო. Thoughtworks-სთვის ეს რეგიონში პირველი პარტნიორობაა, შესაბამისად, ქართული ტექნოლოგიური სფეროსთვისაც — ძალიან მნიშვნელოვანი. 

Thoughtworks საერთაშორისო ტექნოლოგიური და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც  ახალი ტექ. გადაწყვეტებით ორგანიზაციებში ცვლის არსებულ ხედვებს, პროცესებს ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნისას და ამკვიდრებს ისეთ სტანდარტებს, რომელიც მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების მომტანია. 

Space International-ისთვის მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიურ რესურებსა და ცოდნას ისეთი კომპანიისგან იღებს, რომლის მთავარი პარტნიორებიც Microsoft, AWS (Amazon Web Services), Google Cloud და სფეროს სხვა დიდი და ცენტრალური მოთამაშეები არიან.

dev.ge-სთან Space International-ის პროდუქტებისა და ტექნოლოგიების დირექტორმა, გიორგი კაპანაძემ და ბექენდ, ვებ და პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურის დივიზიის ლიდმა, გიორგი ჟორჟოლიანმა კომპანიებს შორის 1-წლიანი პარტნიორობა შეაფასეს, ამასთან, მიღწეულ შედეგებზე, ორგანიზაციაში განხორციელებულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

Space International-ში ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია წარმატებით მიმდინარეობს, რომლის მთავარ ვექტორადაც Space Int.-მა ტექნოლოგიური პროდუქტების შიდა დეველოპმენტი აირჩია. 

გიორგი ჟორჟოლიანი ამბობს, რომ Thoughtworks-თან პარტნიორობის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი პროცესების კიდევ უფრო აჩქარება და შეცდომების მინიმუმამდე შემცირება იყო, რაც კომპანიას წარმატებით გამოუვიდა.

გიორგი ჟორჟოლიანი 
«პარტნიორობის მთავარი მამოძრავებელი ჩვენი ელვისებური ზრდა იყო — სწრაფი ზრდის პროცესში შეცდომების დაშვება და თანამედროვე ტექნოლოგიებიდან და მოდგომებიდან გადახვევა მარტივია. Thoughtworks-სთან თანამშრომლობა სწორედ იმიტომ დავიწყეთ, რომ სწრაფი ზრდის პირობებში, ბიზნესის კუთხით ეფექტიანობა შეგვენარჩუნებინა». 

გიორგი კაპანაძის თქმით, Thoughtworks-თან პარტნიორობას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს, რომლებიც თანაბრად მნიშვნელოვანია. Space International-ში გარდაქმნა სამი მიმართულებით მიმდინარეობს — გიორგის თქმით, კომპანია ორგანიზაციულ, ტექნოლოგიურ და პროცესების მოდერნიზაციას ერთმანეთის პარალელურად ცდილობს. 

გიორგი კაპანაძე 
«ორგანიზაციაში სრულიად ახალი პრაქტიკები ინერგება: მაგალითად, იცვლება ტექნოლოგიური არქიტექტურა, ინერგება ინჟინრული კულტურა გუნდებში, ხდება გუნდების რეორგანიზაცია და ახალი პრაქტიკების დანერგვა, იცვლება ინფრასტრუქტურა, უმჯობესდება უსაფრთხოება და რაც მთავარია, უფრო სწრაფები და მოქნილები ვხდებით».

გიორგი კაპანაძე Thoughtworks-სთან თანამშრომლობის ერთ წელს დადებითად აფასებს და იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე საუბრობს, რომლებიც Space-ში 2023 წელს შემუშავდა. მისი თქმით, კომპანიაში სრულიად ახალი მიდგომებია დანერგილი — თუ აქამდე კონკრეტული სისტემისა თუ სერვისის გაშვებას 1 თვე სჭირდებოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 1-2 დღემდეა დაყვანილი. 

გიორგი კაპანაძე

«ორგანიზაციის შიგნით და მის გარეთ მიმდინარე პროცესები აჩქარებულია — თუ აქამდე ამა თუ იმ სერვისის დანერგვას 1 საათი სჭირდებოდა, ახლა ეს რამდენიმე წუთში ხდება. ასევე, ინფრასტრუქტურული რესურსების კუთხით მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა — თუ აქამდე არასტაბილურ ვერსიას ვნერგავდით, უკან, სტაბილურ ვერსიაზე დაბრუნება არ შეგვეძლო.

ახლა კი ეს მარტივად, რამდენიმე წუთში შეგვიძლია. აქამდე ინფრასტრუქტურის გაზრდა «ხელით», მანუალურად ხდებოდა, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებელსა და  სისტემის გამტარუნარიანობაზე უარყოფით გავლენას ახდენდა — დღეს ეს პროცესი სრულად ავტომატიზებულია». 

გიორგი კაპანაძის შეფასებით, Thoughtworks-თან პარტნიორობის მნიშვნელოვანი ასპექტი ისიც არის, რომ Space International-ის თანამშრომლები მათთან ერთად რამდენიმე პროექტში მონაწილეობენ, რაც მათ ცოდნისა და გამოცდილების კიდევ უფრო გაღრმავებაში ეხმარებათ.

მსოფლიოში უამრავი საკონსულტაციო კომპანია არსებობს. Space International-ს Thoughtworks სხვებისგან შემთხვევით არ შეურჩევია. როგორც ამბობენ, მნიშვნელოვანია, რომ სფეისში პროცესის წარმართვას კომპანიები ერთად ცდილობენ, რაც Thoughtworks-ს სხვა ტექნოლოგიური საკონსულტაციო ფირმებისგან გამოარჩევს.

კერძოდ, Thoughtworks-ის წარმომადგენლები Space-ის თანამშრომლებს მხოლოდ რჩევებით არ ამარაგებენ — ისინი უშუალოდ არიან ჩართულნი მუშაობაში. პროცესებს ორივე კომპანიის გუნდი ერთად, თანამშრომლობით წარმართავს. როდესაც კონკრეტული გუნდი თავის მისიას აღწევს, იშლება და წევრები ახალ გუნდებს უერთდებიან, რათა იგივე პროცესი სხვა გუნდშიც დაიწყოს. 

გიორგი კაპანაძის თქმით, Space International-ს სურს, Thoughtworks-თან თანამშრომლობა 2024 წელსაც გაგრძელდეს. 2023 წელს მოდერნიზაციაში Space International-ის ყველა გუნდი ჩართული არ ყოფილა. ამიტომ, კომპანია გეგმავს, მომავალ წელს პროცესმა ყველა მათგანი მოიცვას. 

Space International-ის როლი თიბისის საერთაშორისო ექსპანსიაში
Space International-ის როლი თიბისის საერთაშორისო ექსპანსიაში
თემის მიხედვით
Space International-ის როლი თიბისის საერთაშორისო ექსპანსიაში
Space International-ის სტრატეგია უწყვეტი სწავლის კულტურის გასაძლიერებლად
Space International-ის სტრატეგია უწყვეტი სწავლის კულტურის გასაძლიერებლად
თემის მიხედვით
Space International-ის სტრატეგია უწყვეტი სწავლის კულტურის გასაძლიერებლად


ასევე წაიკითხეთ
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup გაიმართა. «ფაბრიკაში» თავი მოიყარეს ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებმა და ენთუზიასტებმა. სპიკერებმა მათ გაუზიარეს ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში.  «ინტერნეტში ბევრი რამის პოვნა შეიძლება, მაგრამ ყველაფრის — არა. იმ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც პროფესიონალებს აქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია». — გვეუბნება Space International-ის DevOps მიმართულების ლიდი, ლევან მურუსიძე. 
15 ახალი ვაკანსია Space International-ში — გაეცანით
15 ახალი ვაკანსია Space International-ში — გაეცანით
15 ახალი ვაკანსია Space International-ში — გაეცანით
მსხვილი ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანია Space International გუნდის ახალ წევრებს ეძებს.  ნახეთ, რა პოზიციებზე აცხადებს კომპანია ვაკანსიებს👇
როგორ დანერგა Space International-ის გუნდმა გემიფიკაციის პროექტი თიბისი უზბეკეთში
როგორ დანერგა Space International-ის გუნდმა გემიფიკაციის პროექტი თიბისი უზბეკეთში
როგორ დანერგა Space International-ის გუნდმა გემიფიკაციის პროექტი თიბისი უზბეკეთში
Space-მა გემიფიკაცია საქართველოს შემდეგ უზბეკეთში დანერგა — Space-ის ყველასთვის საყვარელი თამაში ახლა უკვე უზბეკეთშია და «თიბისი სტარსი» ჰქვია. სერვისების გატანის შემდეგ, სფეისის გუნდი უზბეკეთშიც მუდმივად მუშაობს სტანდარტული სერვისების გამრავალფეროვნებაზე. გემიფიკაციის დანერგვით თიბისი უზბეკეთის მომხმარებლებს თითოეული ინტერაქცია ნამდვილ თავგადასავლად გადაიქცა და მომხმარებლებს ფინანსების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა.
ტექ ლიდის როლი Space International-ში
ტექ ლიდის როლი Space International-ში
ტექ ლიდის როლი Space International-ში
ავტორი: თაკო ჟიჟილაშვილი, Space International Space International ფინტექ კომპანიაა, რომელიც მოწინავე საბანკო პროდუქტებს ქმნის და სრულად ციფრულ საბანკო პლატფორმას უზრუნველყოფს, საქართველოდან უზბეკეთის ბაზარზე. ჩვენი გუნდი, რომელიც ამ დინამიურ,  ტექნოლოგიურ ეპოქაში მუშაობს, მუდმივი პროგრესის მნიშვნელობას აცნობიერებს. სწორედ ამიტომ, ერთი წლის წინ თანამშრომლობა დავიწყეთ ThoughtWorks-თან.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.