ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ქართული Theneo ChatGPT-სთან ერთად Golden Kitty Awards-ის ფინალშია

ქართული კომპანია Theneo ChatGPT-სთან ერთად Golden Kitty Awards-ზე ფინალშია. კატეგორია — ხელოვნური ინტელექტი. 

კომენტარის დატოვება
ქართული Theneo ChatGPT-სთან ერთად Golden Kitty Awards-ის ფინალშია

ქართული კომპანია Theneo ChatGPT-სთან ერთად Golden Kitty Awards-ზე ფინალშია. კატეგორია — ხელოვნური ინტელექტი. 

​ანუკი რობაქიძემ, რომელიც კომპანიის დამფუძნებელია, ფეისბუქზე დაწერა, რომ ამის შესახებ მეილი მიიღო. 

მისი თქმით, ახლა მხარდაჭერა და გულშემატკივრებისგან ხმები სჭირდება. 

«რამდენიმე წუთია, ვყვირი. მოკლედ, ფინალში ვართ AI ის კატეგორიაში ChatGP-სთან ერთად, ახლა თქვენი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება, გთხოვთ გაავრცელოთ და AI კატეგორიაშიში ხმა მოგვცეთ.

ჩვენ ეს კატეგორია თუ მოვიგეთ იქნება ძალიან დიდი მიღწევა, უფრო დიდი ვიდრე ვებ სამიტის მოგება (ჩვენთვის)». — წერს ანუკი რობაქიძე. 

მიეცით ხმა

Golden Kitty Awards ამერიკული ვებსაიტის, Product Hunt-ის დაჯილდოებაა. 

Product Hunt ყოველდღე აქვეყნებს ინფორმაციას სხვადასხვა პროდუქტის შესახებ. აქ თქვენ შეგიძლიათ, გაეცნოთ და გააზიაროთ ინფორმაცია უახლესი მობილური აპლიკაციების, ვებსაიტების, ტექნიკისა და ტექნოლოგიური შემოქმედების შესახებ. Product Hunt 2013 წელს დაარსდა. 

Golden Kitty Awards-ზე ფავორიტი პროდუქტებისა და კომპანიებისთვის ხმის მიცემა 24 კატეგორიაში 20 იანვრის ჩათვლით არის შესაძლებელი. 

ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში Theneo-ს კონკურენტები არიან: 

  • ChatGPT
  • JD Generator
  • Viral Post Generator
  • Avatar AI
  • Stable Diffusion — DreamStudio
  • ChatSonic
  • Dall-E-2
  • Lensa AI: Magic Avatars
  • Make a Video by Meta
  • Hypotenuse AI
  • Summari
  • Upword
  • Charlie 2.0
  • Notion AI
  • Profile Picture AI
  • Rewind
  • Midjourney
  • LongShot AI

ანუკი რობაქიძის მიერ დაფუძნებული კომპანია Theneo 2022 წლის 4 ნოემბერს ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპ კონკურსის, PITCH-ის გამარჯვებული გახდა. კონკურსი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენციის, Web Summit-ის ფარგლებში ჩატარდა.

Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინოვაციური სტარტაპია, რომელიც მაღალხარისხიან ინტერაქციულ API დოკუმენტაციას ქმნის.

Theneo-ს დამფუძნებელი: ვგრძნობ რომ ეს სცდება ჩემი და კომპანიის წარმატებას
Theneo-ს დამფუძნებელი: ვგრძნობ, რომ ეს სცდება ჩემი და კომპანიის წარმატებას
თემის მიხედვით
Theneo-ს დამფუძნებელი: ვგრძნობ, რომ ეს სცდება ჩემი და კომპანიის წარმატებას
რა არის API?  - მარტივად ახსნილი დამწყებებისთვის
რა არის API? — მარტივად ახსნილი დამწყებებისთვის
თემის მიხედვით
რა არის API? — მარტივად ახსნილი დამწყებებისთვის
დეზინფორმაცია და სექსიზმი: რა სჭირს ChatGPT-ს რომელსაც Google უნდა მოეკლა
დეზინფორმაცია და სექსიზმი: რა სჭირს ChatGPT-ს, რომელსაც Google უნდა «მოეკლა»
თემის მიხედვით
დეზინფორმაცია და სექსიზმი: რა სჭირს ChatGPT-ს, რომელსაც Google უნდა «მოეკლა»
DALL·E 2 - ხელოვნური ინტელექტის მხატვრობა სიტყვებით
DALL·E 2 — ხელოვნური ინტელექტის მხატვრობა სიტყვებით
თემის მიხედვით
DALL·E 2 — ხელოვნური ინტელექტის მხატვრობა სიტყვებით


ასევე წაიკითხეთ
"Open AI არ გეგმავს EU-ს დატოვებას" — სემ ალტმენმა პოზიცია შეცვალა
"Open AI არ გეგმავს EU-ს დატოვებას" — სემ ალტმენმა პოზიცია შეცვალა
თეთრმა სახლმა ტექნოლოგიურ ბოსებს საზოგადოების AI-ის რისკებისგან დაცვა მოსთხოვა
თეთრმა სახლმა ტექნოლოგიურ ბოსებს საზოგადოების AI-ის რისკებისგან დაცვა მოსთხოვა
თეთრმა სახლმა ტექნოლოგიურ ბოსებს საზოგადოების AI-ის რისკებისგან დაცვა მოსთხოვა
ჯეფრი ჰინტონი: მალე ჩათბოტებს ადამიანზე დიდი ინტელექტი ექნებათ
ჯეფრი ჰინტონი: მალე ჩათბოტებს ადამიანზე დიდი ინტელექტი ექნებათ
ჯეფრი ჰინტონი: მალე ჩათბოტებს ადამიანზე დიდი ინტელექტი ექნებათ
ChatGPT იტალიაში კვლავ ხელმისაწვდომია
ChatGPT იტალიაში კვლავ ხელმისაწვდომია
ChatGPT იტალიაში კვლავ ხელმისაწვდომია
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.