ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Tesla-სა და Apple-ის აქციების ფასი საგრძნობლად დაეცა

Tesla-სა და Apple-ის აქციების ფასი, ჩინეთში მათი წარმოების ხაზების შეფერხების გამო, საგრძნობლად დაეცა.

კომენტარის დატოვება
Tesla-სა და Apple-ის აქციების ფასი საგრძნობლად დაეცა

Tesla-სა და Apple-ის აქციების ფასი, ჩინეთში მათი წარმოების ხაზების შეფერხების გამო, საგრძნობლად დაეცა.

2021 წლის ივნისის შემდეგ Apple-ის აქციებმა ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. Tesla-ს აქციები კი, 2021 წლის ნოემბრის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით, 73%-ით დაბალია.

კომპანიები ჩინეთში წარმოების გასაგრძელებლად Covid-ის შეზღუდვებისა და ერთ კვირიანი კარანტინის პერიოდში იბრძოდნენ.

ახლა კი პერსონალის ნაკლებობასაც განიცდიან, რადგან ჩინეთში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ Covid-ის ახალი ტალღა დაიწყო.

ჩინეთის განცხადებით, მოგზაურებისთვის მკაცრ საკარანტინო წესებს 8 იანვარს გააუქმებს, რაც ინვესტორებისთვის პოზიტიური ინფორმაციაა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ წარმოებას კვლავ გასაზრდელად დიდი დრო დასჭირდება.

«ქარხნები მუშახელის დეფიციტს უკვე 4-6 კვირაა განიცდიან, რადგან Covid-ის ახალი ტალღა მათ საწარმოო რეგიონებამდეც აღწევს. ამასთან ერთად, მიგრანტი მუშების უმეტესობა იანვრის ბოლოს, მთვარის ახალ წელს, მშობლიურ სოფლებში დაბრუნდება». — განაცხადა The Economist Intelligence Unit-ის მთავარმა ეკონომისტმა, საიმონ ბაპტისტმა.

«ნაკლებას სავარაუდოა, რომ წარმოება ჩინეთში ნორმალურად თებერვლის ბოლომდე დაბრუნდეს». — ამბობს ის. 

ამ კვირაში, მედიის ცნობით, Tesla-ს შანხაის მწარმოებელმა ქარხანამ წარმოება შეამცირა. კომპანია კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს.

წარმოებსათან დაკავშირებული პრობლემები Apple-ის მიმწოდებელ Foxconn-საც შეექმნა. მიზეზი მის ქარხანაში მომხდარი არეულობაა.

ინვესტორებმა შეშფოთება Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის, მიმართაც გამოთქვეს, რომლმაც რამდენჯერმე საკამათო განცხადება გააკეთა.

ზოგიერთმა ილონ მასკის სავარაუდო ყურადღების გაფანტვა და მთლიანად Twitter-ზე გადართვა Tesla-ს აქციების ფასის დაცემის კიდევ ერთ მიზეზად დაასახელა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ილონ მასკმა ინტესტორებისა და საბჭოს წევრების ნდობის დაბრუნებაზე უნდა იზნუროს.

«როცა ინვესტორებს აღმასრულებელი დირექტორის ყურადღება ყველაზე მეტად სჭირდებოდათ, ის Twitter-ზე იყო ორინერტირებული. ეს მათთვის კოშმარი იყო. რაც არ უნდა იყოს, ილონ მასკი, ცალსახად, ლიდერია.» — წერს, Webush-ის ტექნიკური ანალიტიკოსი, დენ აივსი.

ილონ მასკის თქმით Apple-თან “გაუგებრობა მოგვარებულია”
ილონ მასკის თქმით, Apple-თან «გაუგებრობა მოგვარებულია»
თემის მიხედვით
ილონ მასკის თქმით, Apple-თან «გაუგებრობა მოგვარებულია»
ილონ მასკმა Tesla-ს $3.58 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა
ილონ მასკმა Tesla-ს $3.58 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა
თემის მიხედვით
ილონ მასკმა Tesla-ს $3.58 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა


ასევე წაიკითხეთ
Apple-მა შერეული რეალობის სათვალე და ყურსასმენი - Vision Pro წარადგინა
Apple-მა შერეული რეალობის სათვალე და ყურსასმენი - Vision Pro წარადგინა
Apple-მა შერეული რეალობის სათვალე და ყურსასმენი - Vision Pro წარადგინა
ილონ მასკი სამი წლის შემდეგ ჩინეთში პირველად ჩავიდა
ილონ მასკი სამი წლის შემდეგ ჩინეთში პირველად ჩავიდა
ილონ მასკი სამი წლის შემდეგ ჩინეთში პირველად ჩავიდა
Apple-მა ჩიპების მწარმოებელ Broadcom-თან ხელშეკრულება გააფორმა
Apple-მა ჩიპების მწარმოებელ Broadcom-თან ხელშეკრულება გააფორმა
Apple-მა ჩიპების მწარმოებელ Broadcom-თან ხელშეკრულება გააფორმა
ილონ მასკი ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე სასამართლოში, დაკითხვაზე დაიბარეს
ილონ მასკი ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე სასამართლოში, დაკითხვაზე დაიბარეს
ილონ მასკი ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე სასამართლოში, დაკითხვაზე დაიბარეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.