Tesla-ს უახლეს მოდელებს Steam თამაშის მხარდაჭერა ექნებათ
Tesla-ს ელექტრო მანქანების უახლესი მოდელები ახლა უკვე Steam-ზე მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ მანქანების ცენტრალურ კონსოლებს წვდომა ექნებათ Steam-ის ყველა თამაშზე.
Tesla-ს ელექტრო მანქანების უახლესი მოდელები ახლა უკვე Steam-ზე მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ მანქანების ცენტრალურ კონსოლებს წვდომა ექნებათ Steam-ის ყველა თამაშზე.
ახალი ფუნქცია ამჟამად მხოლოდ 2022 წელს გამოშვებულ მაღალი დონის მანქანებზეა ხელიმისაწვდომი. თითოეული 16 გბ ოპერატიული მეხსიერებას შეიცავს.
სია 6000-ზე მეტ თამაშს მოიცავს, რომლებიც Deck-ზე SteamOS-ის მეშვეობით მუშაობს.
იქიდან გამომდინარე, რომ Tesla-ს ეკრანს 2200×1300 გარჩევადობის მხარდაჭერა აქვს, თამაშის ცალკეულ პარამეტრებს შეიძლება ცოტათი შესწორება დასჭირდეს, რათა მაქსიმალური სიმძლავრით ისარგებლოს.
ილონ მასკის თქმით, Tesla-ს ახალი Steam ინტეგრაცია მხარს უსადენო Bluetooth კონტროლერებსა და მაუსის/კლავიატურის კონფიგურაციასაც კი უჭერს.
მომხმარებლებს ასევე ექაუნთის პორტირებაც შეეძლებათ, რათა სხვა მოწყობილობებზე ნათამაშები თამაშებიც გადმოიტანონ.
პორტირებული თამაშებს, მომხმარებელთა დიდი თხოვნის შედეგ დაემატა: The Witcher III: Wild Hunt და Cyberpunk 2077.
თამაში მხოლოდ გაჩერებულ ავტომობილებზეა შესაძლებელი.
2021 წელს Tesla-მ დაუშვა ფუნქცია, რომლის მიხედვითაც, თამაში მოძრავ მანქანებზეც შეიძლებოდა, თუმცა, აშშ-ის მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო, შედეგად Tesla-მ უკან დაიხია.