ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ტერორისტულ დაჯგუფებებთან დაკავშირებული ადამიანები X-ზე ფასიან ლურჯ ნიშნებს ყიდულობენ

The Tech Transparency Project-მა (TTP) აღმოაჩინა, რომ X-მა ტერორისტულ დაჯგუფებებთან დაკავშირებულ ანგარიშებს ლურჯი ნიშნები მიანიჭა, რაც პლატფორმაზე ვერიფიკაციის ნიშანია. 

კომენტარის დატოვება

კერძოდ, TTP-ის თანახმად, ვერიფიკაციის ლურჯი ნიშანი «ჰეზბოლას» წევრების ანგარიშებს ჰქონდა. 

ლურჯი ნიშნის ყიდვა 8 აშშ დოლარად ყველა მსურველს შეუძლია. 

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიამ ზემოთხსენებული ანგარიშები წაშალა. 

მასკის გადაწყვეტილება, Twitter-ის ვერიფიკაცია ფასიანი გაეხადა, ერთ-ერთ ყველაზე საკამათო ცვლილებად ითვლება. კრიტიკოსების თქმით, ეს ნაბიჯი დეზინფორმაციის გავრცელებას შეუწყობს ხელს და პლატფორმას ყალბი ანგარიშებისთვის ხელმისაწვდომს გახდის.

ვერიფიკაციის ნიშანი ადრე უფასო იყო და მომხმარებლებს მისი ავთენტურობის და სხვა კრიტერიუმების გამო უშუალოდ კომპანია ანიჭებდა. 

TTP-ის თანახმად, X-ის ლურჯი ნიშანი შიიტი-ზეიდიტების გასამხედროებულ დაჯგუფება «ჰუსიტების» წევრის, ანსარ ალაჰის მიერ მართულ ანგარიშსაც ჰქონდა. ვერიფიკაციის ნიშანი ახლა გაუქმებულია. თუმცა, ანგარიშს 23 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ჰუსიტები სანქცირებულნი არიან როგორც აშშ-ში, ასევე დიდ ბრიტანეთში.

X-ის მფლობელმა, ილონ მასკმა — რომელიც ასევე Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია — მანამდე თქვა, რომ მას სურს, რომ X «ქალაქის მოედანი» იყოს, რომელიც სიტყვის თავისუფლებას მხარს უჭერს.

TTP-მა სხვა ანგარიშებიც აღმოაჩინა, რომლებსაც ფასიანი, ლურჯ-ნიშნიანი ანგარიშები ჰქონდათ, მათ შორის არის რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტელეარხი, NTV. 

X-მა ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასთან დაკავშირებული ასობით გვერდი წაშალა 
X-მა ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასთან დაკავშირებული ასობით გვერდი წაშალა 
თემის მიხედვით
X-მა ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასთან დაკავშირებული ასობით გვერდი წაშალა 
Twitter-მა Disney-ის ყალბ ანგარიშს ვერიფიკაცია მიანიჭა
Twitter-მა Disney-ის ყალბ ანგარიშს ვერიფიკაცია მიანიჭა
თემის მიხედვით
Twitter-მა Disney-ის ყალბ ანგარიშს ვერიფიკაცია მიანიჭა
Twitter-ზე ფასიანი ლურჯი ნიშანი ბრუნდება
Twitter-ზე ფასიანი ლურჯი ნიშანი ბრუნდება
თემის მიხედვით
Twitter-ზე ფასიანი ლურჯი ნიშანი ბრუნდება

ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.