Facebook-ს უკვე 2 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს
თითქმის ოცწლიანი არსებობის განმავლობაში Facebook ისევ იზრდება. ახლა სოციალურ ქსელს დღიურად 2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. გასულ კვარტალში Facebook-ს 16 მილიონი მომხმარებელი დაემატა.
თითქმის ოცწლიანი არსებობის განმავლობაში Facebook ისევ იზრდება. ახლა სოციალურ ქსელს დღიურად 2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. გასულ კვარტალში Facebook-ს 16 მილიონი მომხმარებელი დაემატა.
Facebook არ არის Meta-ს პირველი პლატფორმა, რომელმაც 2 მილიარდ მომხმარებელს მიაღწია. WhatsApp-მა ახლახანს გადააჭარბა 2 მილიარდ მომხმარებელს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებში მნიშვნელოვანი შემცირებები ჰქონდათ კომპანიის შემოსავლები ისევ იზრდება. მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ მათი მენეჯმენტის გეგმა გათვლილია 2023 წლის ეფექტურად ჩატარებისთვის.
გასულ წელს Meta-ს შემოსავალი 4%-ით შემცირდა, თუმცა, ის მაინც ოდნავ უკეთესია, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
ანალიტიკოსებთან საუბრისას ცუკერბერგმა თქვა, რომ Meta გააგრძელებს შემცირებებს.
გარდა ამისა, მარკ ცუკერბერგმა თქვა, რომ მომავალ წელს Meta-ს პრიორიტეტი გენერაციული AI იქნება.
ბოლო პერიოდში, Meta დიდ თანხას კარგავს მეტავერსულ ინვესტიციებზე. 2022 წელს Reality Labs-მა, რომელიც ზედამხედველობს VR, AR და Metaverse-ის პროექტებს თითქმის 14 მილიარდი დოლარი დაკარგა.
კომპანიამ დაადასტურა, რომ მომავალ წელს უფრო მეტი თანხის დაკარგვას ელოდება.
მიუხედავად იმისა, რომ Reality Labs-ის ზარალმა ხელი შეუწყო Meta-ს შემოსავლების შემცირებას, ცუკერბერგმა თქვა, რომ მას სჯერა, რომ კომპანია საკმაოდ სწრაფი განვითარების ფაზაშია.