ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Meta-ს სურს, Instagram და Facebook ფასიანი გახადოს

The Wall Street Journal-ის მოხსენების თანახმად, Meta Instagram-ის ვერსიის გამოშვებას აპირებს, რომელშიც რეკლამას ვერ შეხვდებით. გავრცელებული ინფორმაციით, პლატფორმა ევროპელი მომხმარებლებისთვის თვეში 14 აშშ დოლარი ეღირება.

კომენტარის დატოვება

ფასიანი პლატფორმის გამოშვებას, რომელიც მომხმარებლებს მობილურ მოწყობილობებზე თვეში 14 აშშ დოლარი, ხოლო დესკტოპ მოწყობილობებზე 17 აშშ დოლარი დაუჯდებათ, Meta ევროკავშირში დაწესებულ მკაცრ წესებში ნავიგაციისთვის აპირებს. წესების მიხედვით, კომპანიამ მომხმარებლებს მიზანმიმართული რეკლამები უნდა აჩვენოს, რაც, სავარაუდოდ, კომპანიის სარეკლამო შემოსავალზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

მოხსენების თანახმად, Meta ბრიუსელში ციფრული კონკურენციის მარეგულირებლებს, ირლანდიაში კონფიდენციალურობის რეგულატორებს და ევროკავშირის კონფიდენციალურობის სხვა მარეგულირებლებს ესაუბრა. როგორც ცნობილია, კომპანიამ გეგმას «გამოწერა რეკლამის გარეშე» (SNA) დაარქვა მისი გაშვება უახლოეს თვეებში სურს.

გაურკვეველია, თვლიან თუ არა მარეგულირებლები Meta-ს წინადადებას საკმარის გამოსავალად. მათ შეიძლება კომპანიას ყოველთვიური გადასახადის გაიფება მოსთხოვონ.

«Meta-ს უფასო სერვისების მნიშვნელობა და ღირებულება კარგად ესმის. თუმცა, ჩვენ ვარიანტების შესწავლას ვაგრძელებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ მარეგულირებელ მოთხოვნებს სრულად ვიცავთ. ამ დროისთვის სხვა არაფერი გვაქვს გასაზიარებელი». განუცხადა Meta-ს სპიკერმა CNBC-ს.

ვინაიდან კონფიდენციალურობის წესები შეერთებულ შტატებზე არ ვრცელდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ Meta-მ SNA იქაც შემოიღოს. მაგრამ თებერვალში, Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ზაკერბერგმა ფასიანი გადამოწმების გამოწერის სერვისი, სახელწოდებით Meta Verified დაანონსა.

Instagram-ისა და Facebook-ის მომხმარებლებს შეეძლებათ თავიანთი სახელმწიფო ID წარადგინონ და ლურჯი დამადასტურებელი ბეჯი მიიღონ, რისთვისაც თვეში 11,99 აშშ დოლარს გადაიხდიან. ზაკერბერგის თქმით, ახალი ფუნქცია პლატფორმაზე «ნამდვილობისა და უსაფრთოების» გაზდრას ემსახურება.

პლატფორმის ფაისიანი ვერსიების გამოშვება X-სა (ყოფილი Twitter) და TikTok-საც სურთ.

8 კურსი Meta-სგან რომელიც საოცნებო სამუშაოსთვის მოგამზადებთ
8 კურსი Meta-სგან, რომელიც საოცნებო სამუშაოსთვის მოგამზადებთ
თემის მიხედვით
8 კურსი Meta-სგან, რომელიც საოცნებო სამუშაოსთვის მოგამზადებთ
Meta და LG ერთად მუშაობენ Apple Vision Pro-ის ახალ კონკურენტზე
Meta და LG ერთად მუშაობენ Apple Vision Pro-ის ახალ კონკურენტზე
თემის მიხედვით
Meta და LG ერთად მუშაობენ Apple Vision Pro-ის ახალ კონკურენტზე

ასევე წაიკითხეთ
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მოსკოვის სასამართლომ Meta-ს პრეს-მდივანს დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა 
მოსკოვის სასამართლომ Meta-ს პრეს-მდივანს დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა 
მოსკოვის სასამართლომ Meta-ს პრეს-მდივანს დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.