ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო

Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო. თუ ხარ 13-დან 18 წლამდე გოგო საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან და გაინტერესებს ტექნოლოგიები, მაშინ პროექტი შენთვისაა.

1 კომენტარი

Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელიც პროგრამირებასა და მეწარმეობაში გოგოების მეტ ჩართულობას და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში გოგოებმა უნდა იპოვონ გარშემო არსებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიური გზები. 

Technovation Girls-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში მიმდინარე წელსაც ალტე უნივერსიტეტია, არასამთავრობო ორგანიზაცია Teachdro-სთან ერთად.

პროექტი ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის ხორციელდება — 13-15 წელი და 16-18 წელი. თითოეულ გუნდში შესაძლებელია იყოს 1-5 მოსწავლე.

Technovation Girls საქართველოს 2024 წლის გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. საქართველოს მასშტაბით გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას გლობალურ შეჯიბრში გააგრძელებენ. საუკეთესო 20 გუნდი ტექნოლოგიურ ბანაკში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ზაფხულში ჩატარდება.

პროექტის მხარდამჭერია TBC — თიბისი, რომლისთვისაც ახალი თაობის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ტექნოლოგიების სწავლების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. 

რეგისტრაცია გაგრძელდება 28 ნოემბრამდე. გარდა მონაწილეებისა, პროექტში ჩართვა შეუძლიათ მოხალისე მენტორებსაც, რომლებიც მონაწილეებს პროექტების დამუშავებაში დაეხმარებიან.

ასევე წაიკითხეთ
თიბისის ეჯაილ გუნდი Agile Prague-ის კონფერენციაზე
თიბისის ეჯაილ გუნდი Agile Prague-ის კონფერენციაზე
თიბისის ეჯაილ გუნდი Agile Prague-ის კონფერენციაზე
თიბისიმ საქართველოში Agile ტრანსფორმაციას ჩაუყარა საფუძველი. მრავალ უპირატესობასთან ერთად, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ აუცილებელია, რომ გუნდი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, მუდმივად ვითარდებოდეს, პროგრესირებდეს და მოთხოვნების შესაბამისად, ცვლიდეს მიდგომებს. 
BitCamp Kids იწყება
BitCamp Kids იწყება
BitCamp Kids იწყება
BitCamp უკვე ოფიციალურად პროგრამირების სფეროში ბავშვების განვითარებაზე იზრუნებს და მათ სხვადასხვა სასწავლო კურსებით უზრუნველყოფს. BitCamp-ის თანადამფუძნებლის, ოთო ზაკალაშვილის თქმით, BitCamp Kids იწყება.
თიბისის მხარდაჭერით რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენცია, GITI გაიმართება
თიბისის მხარდაჭერით რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენცია, GITI გაიმართება
თიბისის მხარდაჭერით რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენცია, GITI გაიმართება
11-12 დეკემბერს აქსისში საქართველოში კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდება. რიგით მე-13 GITI  კონფერენცია ადამიანებს ერთმანეთთან შეხვედრის, ხოლო სახელმწიფო და კერძო უწყებებს ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობას აძლევს.
თიბისის დეველოპერები ლისაბონში OutSystems One-ის კონფერენციას დაესწრნენ
თიბისის დეველოპერები ლისაბონში OutSystems One-ის კონფერენციას დაესწრნენ
თიბისის დეველოპერები ლისაბონში OutSystems One-ის კონფერენციას დაესწრნენ
თიბისიში საკრედიტო პროდუქტების განაცხადების დამუშავებისა და სესხების გაცემის პროცესების ავტომატიზაციის სისტემის დეველოპმენტისთვის მსოფლიოში მოწინავე Low-Code პლატფორმას, OutSystems-ს იყენებენ. OutSystems, რომელიც 2001 წელს ლისაბონში დაფუძნდა, წელიწადში 3 მასშტაბურ კონფერენციას ატარებს 3 სხვადასხვა კონტინენტსა და ქვეყანაში — აშშ-ში, პორტუგალიასა და ინდოეთში. თიბისის OutSystems დეველოპერები და ასოცირებული პარტნიორები: მიხეილ ოსიპოვი, ლევან ტეტემაძე, ირინა კაზარიანი და ჯაბა აგულაშვილი ღონისძიებას ლისაბონში, 12-13 სექტემბერს დაესწრნენ.  მიხეილ ოსიპოვმა dev.ge-სთან კონფერენციის დეტალებზე, მნიშვნელობასა და მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა.
განხილვა
0

zaan magaria da vigeb monazileobas