Technovation Girls 2023-ის გლობალური 15 ფინალისტისა და 15 რეგიონალური გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია.
საქართველოდან კონკურსში გასამარჯვებლად 6 ნახევარფინალისტი იბრძოდა — ფინალში გასვლა ვერცერთმა მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ფარისა და ცაგერის სკოლების გოგოების გუნდი, TSFE ჯუნიორ კატეგორიაში ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა.
პროექტის ფარგლებში სულ 5 რეგიონი იყო შერჩეული და თითოეულ მათგანიდან, თითოეულ კატეგორიაში მხოლოდ 1 გამარჯვებული ირჩეოდა.
გამარჯვებული გუნდის ყველა წევრი პრიზად 250 აშშ დოლარს მიიღებს.
მათ პროექტი «Smart Light» შექმნეს, რომელიც მომხმარებელს ატყობინებს, რომ მის სახლში დენი ჩართულია — პროექტი ენერგორესურსების მდგრად გამოყენებას უწყობს ხელს.
გუნდის წევრები:
- ბარბარე გუგავა — ცაგერის საჯარო სკოლა
- ნანა რეზესიძე — ფარის საჯარო სკოლა
- ანასტასია რეზესიძე — ფარის საჯარო სკოლა
- თიკო დადეშქელიანი — ფარის საჯარო სკოლა
- ელმირა ჩხვიმიანი — ფარის საჯარო სკოლა
- მენტორი — ფარის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ეკა წულუკიძე.
Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 12 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგო იღებს მონაწილეობას. პროგრამის ფარგლებში ისინი სწავლობენ პროგრამირებასა და ტექნოლოგიური პროდუქტების შემუშავებას.
წელს საქართველოში პროექტის ოფიციალური განმხორციელებელი ალტე უნივერსიტეტი და ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა დიხამინჯია გახლდათ.