ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ნანა დიხამინჯია: თუ დამიჭერენ, ციხეშიც შემიძლია, ქალებს ტექნოლოგიები ვასწავლო 

«ალტე უნივერსიტეტის» ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია რუსულ კანონს ეწინააღმდეგება. ნანა საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და მას შემდეგ ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობს. 

კომენტარის დატოვება
ნანა დიხამინჯია: თუ დამიჭერენ, ციხეშიც შემიძლია, ქალებს ტექნოლოგიები ვასწავლო 

«ალტე უნივერსიტეტის» ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია რუსულ კანონს ეწინააღმდეგება. ნანა საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და მას შემდეგ ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობს. 

BM.ge-ს ეთერში ნანა დიხამინჯიამ შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადება შეაფასა — გომელაურმა თქვა, რომ «დაგეგმილია, შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი.

მინისტრისვე განცხადებით, «დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ამოქმედდება».

ეს მუხლი ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირებას გულისხმობს, სასჯელი გამასწორებელი სამუშაოდან იწყება და 4 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს. 

ნანა დიხამინჯიას თქმით, გომელაურის განცხადება სრულიად არაადეკვატური იყო.

«მან თქვა, რომ სახელმწიფო ახლა მოიქცევა როგორც რუსეთი, ანუ ყველას დაგვიჭერს. თუ დამიჭერენ, ციხეშიც შემიძლია ქალებს ტექნოლოგიები ვასწავლო. არანაირი პრობლემა ამაში არ არის და ალბათ ხელს შევუწყობ მათი უფლებების დაცვას, გაძლიერებას. ჩემს ირგვლივ ვინც დგას, არავისთვის არ არის ეს პრობლემა, რადგან როგორ შეიძლება საკუთარი მთავრობის გვეშინოდეს.

რა ხალხი და რა ერი ვართ მაშინ, თუ საკუთარმა მთავრობამ უნდა შეგვაშინოს. მაშინ ვართ რუსეთი და მაშინ ვართ ჩინეთი და ჩვენ არ ვიქნებით ქართველი ხალხი. ჩვენ შაბათს ვაჩვენეთ, რომ საქართველო არასოდეს გახდება არც რუსეთი, არც ჩინეთი და მით უმეტეს, არც ჩრდილოეთ კორეა». — თქვა ნანა დიხამინჯიამ. 

რა ხდება?

«ქართულმა ოცნებამ» მეორედ დააინიციირა რუსული კანონი. პარლამენტში განხილვის პარალელურად მიმდინარეობს მასშტაბური, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომელსაც ხელისუფლება სპეცრაზმს, წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და წიწაკის სპრეის უპირისპირებს. 

ასევე, ორგანიზებული ჯგუფები სადარბაზოებთან ხვდებიან, თავს ესხმიან, ფიზიკურად უსწორდებიან პოლიტიკოსებს და აქტივისტებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, აქტივისტების, ჟურნალისტების სახლებსა და ოფისებთან სიძულვილის წარწერებს აკეთებენ.

უკვე მესამე დღეა, მათ საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებთან, კედლებსა და კარებზე ჩნდება წარწერები «აგენტი», «მტერი», «მოღალატე».

ასევე, რამდენიმე დღეა, როგორც უცხოური, ისე ქართული ნომრებიდან ურეკავენ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსულ კანონს ეწინააღმდეგებიან და მათ აგნებენ. მათ შორის, ურეკავენ ბავშვებსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთ ამ შემთხვევაზე გამოძიება არ დაუწყია. 

რუსული კანონპროექტი «ქართულმა ოცნებამ» 2023 წელსაც დააინიციირა და პირველი მოსმენით დაამტკიცა კიდეც. თუმცა, მარტში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.

ახალ კანონპროექტში ყველა ჩანაწერი უცვლელია, გარდა ერთისა —  «უცხოური გავლენის აგენტის» ნაცვლად გამოყენებული იქნება ტერმინი — «უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია». შინაარსი უცვლელია და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობაზე მიუთითებს. 

მმართველი პარტიის მიზანია, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია, რომელთაც დაფინანსების ნაწილი საერთაშორისო წყაროებიდან აქვთ მიღებული — «უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად» გამოაცხადონ და შესაბამის ბაზაში რეგისტრაცია დაავალდებულონ. 

სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიებს.

«უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია» შესაძლოა გაიგივდეს «უცხოელ ჯაშუშთან» და «მოღალატესთან», რაც მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, დააზიანებს მათ რეპუტაციას და შეაფერხებს მათ აქტივობებს.

კანონპროექტში არაფერია ნათქვამი სტარტაპების დაფინანსებაზე, თუმცა, სტარტაპ ინდუსტრია, ინოვაციური სისტემები და ტექნოლოგიები საქართველოში კვლავ ახალი და მყიფეა. შესაბამისად, ამ სფეროში ფულის დაბანდება ნებისმიერი საფინანსო ორგანიზაციისა და კერძო პირისითვის ისედაც სარისკოა. 

კანონპროექტის დამტკიცებამ შესაძლოა, არსებული რისკები კიდევ უფრო გაზარდოს, ბევრმა ინვესტორმა თავი შეიკავოს და მოხდეს ინვესტიციების გადინება. 

რუსული კანონი ყველას შეეხება. 

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი. 

190-ზე მეტი ქართველი სტარტაპერი ხელისუფლებას მოუწოდებს გაიწვიოს რუსული კანონი
190-ზე მეტი ქართველი სტარტაპერი ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიოს რუსული კანონი
თემის მიხედვით
190-ზე მეტი ქართველი სტარტაპერი ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიოს რუსული კანონი


ასევე წაიკითხეთ
პოლიცია სარეკლამო სააგენტო „ლიმონში
პოლიცია სარეკლამო სააგენტო „ლიმონში" შევიდა, დაკავებულია მისი მფლობელი
პოლიცია სარეკლამო სააგენტო „ლიმონში" შევიდა, დაკავებულია მისი მფლობელი
შსს-მ სარეკლამო კომპანია «ლიმონის» მფლობელი, გიორგი ოკმელაშვილი დააკავა. შსს მას 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. 
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის, «აქსელის» ხელმძღვანელი, გური ქოიავა რუსულ კანონს ეწინააღდეგება და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, დაეხმარონ საქართველოს მათთვის შესაძლებელი ყველა გზით. 
სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ 
სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ 
სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ 
ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ. «ქართული ოცნების» წევრი მარიამ ლაშხი, რომელმაც რუსული კანონის სასარგებლოდ ხმა უკვე სამჯერ მისცა -2023 წელს პირველი მოსმენით და 2024 წელს I და II მოსმენით, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის. 
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო TEDxTbilisi აღარ ჩატარდება
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო TEDxTbilisi აღარ ჩატარდება
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო TEDxTbilisi აღარ ჩატარდება
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო TEDxTbilisi აღარ ჩატარდება. ამის შესახებ მისმა ორგანიზატორებმა განაცხადეს. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.