ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Tech Survey 2022: საქართველოში IT სფეროში მაქსიმალური მედიანური შემოსავალი 8500 ლარია

13 მარტს Tech Survey 2022-ის შედეგები გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოს პროგრამირების სფეროში მოღვაწე ადამიანების გამოკითხვას ისახავდა მიზნად. გამოკითხვა, მონაცემთა ვიზუალიზაციის სპეციალისტმა, დავით ბუმბეიშვილმა ჩაატარა.

კომენტარის დატოვება

გამოკითხვაში მონაწილეობა 376-მა ადამიანმა მიიღო. 

Tech Survey 2018 წლიდან ტარდება გამოკითხულთა რაოდენობა კი ეტაპობრივად იზრდება. 2018 წელს გამოკითხვაში მონაწილეობა 159 ადამიანმა მიიღო, 2019 წელს — 251-მა, 2020 წელს — 387-მა, ხოლო 2021 წელს — 427 ადამიამა. 

IT სფეროს ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგიებისა და პროგრამირების სფერომ განსაკუთრებული პოპულარობა პანდემიის პერიოდში მოიპოვა, რაზეც ეს რიცხვებიც მეტყველებს. 

Tech Survey 2022-ის თანახმად, გამოკითხულთა 87% დასაქმებულია. 376-დან 90% კაცია (257 მამრობითი, 27 მდედრობითი), თუმცა, კაცებსა და ქალ დეველოპერებს შორის მედიანური ანაზღაურება თანაბარია, კერძოდ 4500 ლარი. 

გამოკითხვაში 21-23 წლის ასაკობრივი ჯგუფი 92 რესპონდენტით ჭარბობს.

საქართველოში ხელფასებს, ძირითადად, საშუალო არითმეტიკული მეთოდით ითვლიან, თუმცა, ეტაპობრივად მედიანური მაჩვენებლით დათვლასაც იყენებენ, რომელიც გაცილებით ეფექტური და მოსახერხებელია. ეს მაჩვენებელი უფრო ზუსტია, როცა მონაცემთა განაწილება ასიმეტრიულია.

გამოკიხვის თანახმად, პროგრამირების სექტორის მედიანური ანაზღაურება 4,500 ლარს შეადგენს. მაქსიმალური მედიანური შემოსავალი, 8500 ლარი კი 35-39 წლის ასაკობრივ ჯგუფს აქვს.

საინტერესოა, როგორ აისახება გამოცდილება პროგრამირების სექტორის ხელფასზე — გასაკვირი არ არის, რომ სფეროში დაგროვებული წლების ზრდა, ანაზღაურების ზრდის პირდაპირპროპორციულია.

გამოცდილების წლების რაოდენობის მიხედვით, ერთიდან ორ წლამდე გამოცდილების მქონე პროფესიონალების მედიანური ანაზღაურება 2,500 ლარს შეადგენს, 2-4 წლის გამოცდილებით მედიანური ანაზღაურება 5,500 ლარია, 4-6 წლის გამოცდილების მქონე ადამიანების მედიანური ანაზღაურება 8,500 ლარი, ხოლო 6-9 წლის გამოცდილებით მედიანური ანაზღაურება 12,500 ლარს აღწევს.

როგორც აღმოჩნდა, 2022 წელს ქართველ დეველოპერებს შორის ყველაზე გამოყენებადი framework REACT Framework-ია (29%), ხოლო ყველაზე პოპულარულ ენად JAVASCRIPT ითვლება (24%). აღსანიშნავია, რომ ქართულ IT სექტორში პროგრამირების ისტორიული ენა Python ყველაზე ნაკლებად მიმზიდველია (11%).

ენების მიხედვით, საუკეთესო ანაზღაურება 8500 ლარი, Kotlin-ის პროფესიონალებს აქვთ, თუმცა 376 გამოკითხულიდან მას მხოლოდ 11 იყენებს. შედარებისთვის, დეველოპერების ანაზღაურება, რომლებიც Javascript-ს იყენებენ, 5500 ლარია, Python — 5000 ლარი, ხოლო C#-ის ანაზღაურება 3000 ლარს შეადგენს.

კითხვა, რომელსაც ხშირად მოისმენთ: რამდენად არის აკადემიური მოსწრება ანაზღაურებასთან კავშირში? დავით ბუმბეიშვილის ჩატარებული გამოკითხვა ამ კითხვას პასუხს სრულყოფილად სცემს — შედეგების მიხედვით, მაღალი აკადემიური მოსწრება მაღალ შემოსავლებთან პირდაპირ დაკავშირებული არ არის. 

თვალსაჩინოებისთვის, ახალგაზრდების მედიანური ანაზღაურება, რომელთა GPA 1-1.5-მდე მერყეობს, 7500 ლარს შეადგენს მაშინ, რომ მაქსიმალური, 4 GPA-ის მქონე ადამიანების ანაზღაურება 2500 ლარია. ყველაზე მეტი, კერძოდ 8500 ლარი, 1.5-2 და 2-2.5 GPA-ის მქონე ახალგაზრდებს აქვთ.

10 IT ვაკანსია საქართველოსა და უცხოეთში dev.ge-ის Jobboard-იდან
10 IT ვაკანსია საქართველოსა და უცხოეთში dev.ge-ის Jobboard-იდან
თემის მიხედვით
10 IT ვაკანსია საქართველოსა და უცხოეთში dev.ge-ის Jobboard-იდან
რა უნდა იცოდე თუ IT-ში წასვლა გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს
რა უნდა იცოდე, თუ IT-ში წასვლა გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს
თემის მიხედვით
რა უნდა იცოდე, თუ IT-ში წასვლა გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს
მოკლე კურსები თუ საუნივერსიტეტო განათლება - რა გვჭირდება IT-ში წარმატებისთვის
მოკლე კურსები თუ საუნივერსიტეტო განათლება — რა გვჭირდება IT-ში წარმატებისთვის
თემის მიხედვით
მოკლე კურსები თუ საუნივერსიტეტო განათლება — რა გვჭირდება IT-ში წარმატებისთვის

ასევე წაიკითხეთ
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
ღრუბლოვანი გამოთვლების, მობილურის განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის მიღწევების მიუხედავად, ტექ კომპანიების ყოველდღიური ბიზნესი მთელს მსოფლიოში კვლავ პროგრამირების სამ ენაზე მუშაობს, რომელთა დებიუტიც 1990-იან წლებში შედგა. თითქმის ყველგან JavaScript, Python და Java ყველაზე პოპულარული ენების სათავეში შეგხვდებათ.
WSJ-მა გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO დაასახელა
WSJ-მა გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO დაასახელა
WSJ-მა გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO დაასახელა
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
Insider Monkey-მ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სიახლეებსა და მდგომარეობას რეგულარულად მიმოიხილავს, ევროპის 5 ქვეყანა დაასახელა, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ. 
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
ბლოგის ავტორი: ოლექსი ვოვკი. მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე. პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში რთული მრავალდონიანი პროექტები მოითხოვს არა მხოლოდ კონკრეტული ფუნქციონალების შემუშავებას, არამედ მისი მუშაობის საფუძვლიან შემოწმებასაც. ტესტირების ავტომატიზაცია საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად დაჩქარდეს შემოწმების პროცესი, გაზარდოს მისი სიზუსტე და ეფექტურობა, შეამციროს შეცდომების რისკი და შესაბამისად, საბოლოო შედეგისადმი კმაყოფილების დონე გაზარდოს.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.