ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

მოკლე კურსები თუ საუნივერსიტეტო განათლება - რა გვჭირდება IT-ში წარმატებისთვის

არსებობენ უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ უნივერსიტეტის დიპლომს და მეტად ინტერესდებიან ადამიანის მონდომებით, პროფესიონალითა და პასუხისმგებლობის ხარისხით. 

თუმცა, მაგალითად — ALVARIS — ერთ-ერთი  ინჟინრული და IT კომპანია ამბობს: «კომპანიების უმეტესობა მაინც კონსერვატიულია, ამიტომ ისინი მოითხოვენ თქვენი აკადემიური სერტიფიკატის ნახვას». 

საქართველოში ინტერნეტ ტექნოლოგიების დაუფლება შესაძლებელია სასწავლო ცენტრებში, ასევე, შესაბამის ფაკულტეტს გვთავაზობს რამდენიმე უნივერსიტეტი. 

dev.ge შეეცადა, გაერკვია, რას აქცევენ ყურადღებას სტუდენტები, მასწავლებლები და დამსაქმებლები. 

კომენტარის დატოვება
მოკლე კურსები თუ საუნივერსიტეტო განათლება - რა გვჭირდება IT-ში წარმატებისთვის

არსებობენ უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ უნივერსიტეტის დიპლომს და მეტად ინტერესდებიან ადამიანის მონდომებით, პროფესიონალითა და პასუხისმგებლობის ხარისხით. 

თუმცა, მაგალითად — ALVARIS — ერთ-ერთი  ინჟინრული და IT კომპანია ამბობს: «კომპანიების უმეტესობა მაინც კონსერვატიულია, ამიტომ ისინი მოითხოვენ თქვენი აკადემიური სერტიფიკატის ნახვას». 

საქართველოში ინტერნეტ ტექნოლოგიების დაუფლება შესაძლებელია სასწავლო ცენტრებში, ასევე, შესაბამის ფაკულტეტს გვთავაზობს რამდენიმე უნივერსიტეტი. 

dev.ge შეეცადა, გაერკვია, რას აქცევენ ყურადღებას სტუდენტები, მასწავლებლები და დამსაქმებლები. 

გიორგი ჩხიკვაძე, რომელმაც 2020 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, 19 წლისაა და  პროგრამირების სფეროში სწრაფი ტემპით ვითარდება, თუმცა ტექნოლოგიები მისი პირველი არჩევანი არ ყოფილა. 

გიორგი უნივერსიტეტში ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაზე სწავლობდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს მისთვის უინტერესო იყო, მით უმეტეს, როცა პანდემიის და კარანტინის დროს ყველაფერმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. 

გიორგი ფიქრობდა, როგორ ეპოვა ნამდვილი ინტერესი, რაც საქმის მაქსიმალურად კარგად შესრულებისთვის აუცილებელია. სწორედ ამ დროს ფეისბუქზე გადააწყდა ადამიანს, რომელიც ახალბედა დეველოპერებს ურჩევდა, საიდან შეეძლოთ სწავლის  დაწყება და რა ეტაპები უნდა გაევლოთ შემდგომი განვითარებისთვის.

ასე აღმოაჩინა გიორგიმ BitCamp-ის კურსი დამწყები პროგრამისტებისთვის, რომელმაც გარდატეხა შეიტანა მის ცხოვრებასა და პროფესიულ არჩევანში

«აღმოჩენისთანავე დავიწყე პირველი ეტაპის გავლა და ძალიან მალე გავიარე». — გვიყვება გიორგი. 

როგორც ამბობს, საქმეში თავ-ფეხიანად გადაეშვა, მეცადინეობას დიდ დროს უთმობდა, რამაც შედეგი გამოიღო და დაახლოებით ორ თვეში BitCamp”-ის ერთ-ერთი მენტორი გახდა.

სწავლასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში, სხვისთვის სწავლებაც დაევალა, რამაც მეტის სწავლის საშუალება მისცა. 

გიორგის აზრით, პროგრამირების სწავლა შეუძლია ყველას, ვისაც ნებისყოფა და სურვილი აქვს. 

გიორგი ჩხიკვაძე
«მგონია, რომ ამისთვის რამე კონკრეტული ნიჭი საჭირო არ არის. ყველამ, ვინც მოინდომა BitCamp-ში, შეძლო ბოლომდე მისვლა და შემდეგ უკვე დასაქმება»

გიორგი ფიქრობს, რომ ექვსთვიანი კურსის ბოლომდე გავლა სავსებით საკმარისია პირველი სამსახურის საშოვნელად, სადაც ისეთ გამოცდილებას მიიღებ, რომ შეგეძლება, დიდი კომპანიების კრიტერიუმები დააკმაყოფილო. 

***

რა არის BitCamp

BitCamp ყველაზე დიდი Tech ქომიუნითია საქართველოში. ის დამწყები პროგრამისტებისთვის ოთო ზალაკაშვილმა და ჰერმან საბომ დააარსეს. 

თავდაპირველად ზაკალაშვილმა შექმნა სრულიად უსასყიდლო სასწავლო პროგრამა, რომელიც მთლიანად თვითსწავლაზე იყო დაფუძნებული. 

ინტერესი დიდი აღმოჩნდა და პროგრამის გარშემო დამწყები დეველოპერების საზოგადოება შეიკრიბა. ისინი ერთმანეთს ეხმარებოდნენ და ეხმარებიან სწავლაში.

ოთო ზაკალაშვილი
«ყველას დიდი მოთხოვნა, იყო გამეკეთებინა სასწავლო გარემო და შევქმენი სამენტორო ბუთქემფი — 30-კვირიანი, ინტენსიური სასწავლო კურსი».

BitCamp-მა რამდენიმე მცირე ცვლილება განიცადა და საბოლოოდ მიიღო ის სახე, რომელიც დღეს აქვს. უფასო პროგრამა შენარჩუნებულია, რასაც დაემატა 300, 600 და 900-ლარიანი კურსები. მთავარი განსხვავება მომსახურებაშია და ფასის ზრდასთან ერთად მისი ხარისხიც იმატებს. 

  • BitCamp — უფასო, კურსი, რომელის გავლის დროსაც ადამიანი დაეუფლება პროგრამირებისა და ვების საფუძვლებს. 

  • Bitcamp LITE — 300 ლარი თვეში. მიმდინარეობს იმ ტემპით, რომელიც სტუდენტს სურს. დახმარება დასაქმებაში — რეზიუმეს მომზადება, პოზიციების შერჩევა და რეკომენდაციის გაწევა კომპანიებში განსაკუთრებულად მონდომებული წევრებისათვის. 

  • Bit Camp PLUS — 600 ლარიანი კურსი ასევე სტუდენტისთვის ტემპით.  მოიცავს ყველაფერს Bitcamp LITE-დან და ემატება ინტერვიუსთვის მომზადება და რეკომენდაცია ყველასთვის. 

  • BitCamp PRO — ამ კურსის ღირებულება 900 ლარია. სწავლა მიმდინარეობს სუპერ ინტენსიური ტემპით. მოიცავს ყველაფერს lite-დან და plus-დან. მუდმივი მხარდაჭერა დაწყებიდან დასაქმებამდე და დახმარება გლობალურ ბაზარზე გასვლაში.

ოთო ზალაკაშვილი ამბობს, რომ «BitCamp-ში სწავლის დაწყება ყველას შეუძლია, ვინც ცოტა ინგლისური იცის და ესეც აღარ არის დიდი დაბრკოლება, რადგან ყველაფერი უკვე ქართულადაც ხელმისაწვდომია». 

ოთო მიიჩნევს, რომ BitCamp-ში ნასწავლი ადამიანი თავისუფლად გაუწევს კონკურენციას საუნივერსიტეტო განათლების მქონე პირს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე, მთავარია მონდომება და ყველა ეტაპის ყურადღებით გავლა. 

ოთო ზაკალაშვილი
«BitCamp-ში სწავლების მაღალი ხარისხია, რასაც ჩვენი წარმატებული ისტორიები და სტუდენტთა დადებითი შეფასებებიც მოწმობს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სწავლის დასრულების შემდეგ გყავს ადამიანები, რომლებიც რეკომენდაციას გაგიწევენ სხვადასხვა კომპანიებში და ხელს შეუწყობენ შენს დასაქმებას და განვითარებას»

GeoLab

IT ტექნოლოგიების შესწავლისთვის კიდევ ერთი სივრცე  GeoLab-ია, რომელიც მსურველებს რამდენიმე მოკლე კურსს სთავაზობს. ეს არის მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორია, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. 

აქ ნებისმიერ ადამიანს  საშუალება აქვს, ისწავლოს და დაეუფლოს რამდენიმე მიმართულებას: დიზაინი, ვებ პროგრამირება, მობილური პროგრამირება, თამაშების დეველოპმენტი, კოდირება და კომუნიკაცია. 

ჯეოლაბი მსურველებს ორი სახის სასწავლო კურსს სთავაზობს:

  1. ორთვიანი მოკლე კურსი, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკული ცოდნის მიღებაზე. ღირებულება 650 ლარი. 

  2. კურსი ოთხი თვე გრძელდება. აქედან სამი თვის განმავლობაში სტუდენტები ეუფლებიან არჩეულ პროფესიას, ბოლოს კი მუშაობენ საკუთარ პროექტებზე, რა თქმა უნდა, ლექტორების დახმარებით. საფასური 1200 ლარი.

ჯეოლაბის დირექტორი, ლანა ლაბაძე, dev.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ  IT სპეციალისტებზე ბაზარზე მოთხოვნა ძალიან დიდია. მათ ხშირად უკავშირდებიან სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები, შესაბამისად, მათ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, დასაქმდნენ კომპანიებში, სადაც განვითარების და კარიერული წინსვლის საშუალება ექნებათ. 

ლაბაძის თქმით, Geo Lab-ის დახმარებით დაინტერესებული ადამიანები მარტივად ხდებიან ჯუნიორები და სწორედ ამ პოზიციაზე დასაქმებით იწყებენ განვითარებას. 

მისი აზრით, ასევე რეალურია, მივაღწიოთ უმაღლეს საფეხურს ტექნოლოგიების სფეროში უნივერსიტეტში სწავლისა და დიპლომის გარეშე.

Omedia

პროფესიონალებით დაკომპლექტებული კიდევ ერთი სივრცე, სადაც ახალგაზრდას შეუძლია IT მიმართულებით განვითარება და სწავლა არის «ომედია», რომელიც დამწყებ დეველოპერებს 5-6 თვიან  ინტენსიურ, უფასო კურსს, omedia bootcamp–ს სთავაზობს 

კურსზე მოხვედრა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს საბაზისო განათლება ან მცირე გამოცდილება იმ კონკრეტულ სფეროში, რომელსაც კურსის გავლის შემდეგ კიდევ უფრო გააღრმავებს და დახვეწს, შემდეგ კი თავად «ომედია» უზრუნველყოფს მათ დასაქმებას. 

ნოდარ დავითური
«კურსის მიზანია, აიყვანოს junior ან კიდევ უფრო ადრეულ ეტაპზე მყოფი დეველეპორები და აქციონ ისინი გამოცდილ, middle დეველოპერებად. კურსის დასრულების შემდეგ ყველას ვასაქმებთ ჩვენთან, ომედიაში».

ნოდარ დავითურის თქმით, კითხვაზე, არის თუ არა მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო განათლება IT სფეროში, ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია. საკითხი ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ნოდარ დავითური
«ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მიზნები აქვს სტუდენტს, დეველოპერს ამ მიმართულებით. თუ ის მეცნიერულ ჭრილში აპირებს კარიერის განვითარებას და არა ყოველდღიურ, რუტინულ დეველოპერად ყოფნას, მაშინ ხარისხიან საუნივერსიტეტო განათლებას შეიძლება ჰქონდეს დადებითი მხარეები. თუმცა, ეს მთლიანად პრაქტიკაზე დაფუძნებული პროფესიაა, ხშირად იცვლება პრინციპები, აქედან გამომდინარე, ის მიდგომაც, რომ 4 წელი სწავლობ უნივერსიტეტში და მხოლოდ შემდეგ გაქვს საშუალება, ამ პროფესიის გახდე, არასწორია. გააჩნია შემთხვევებს, ვიღაცის კონკრეტული კარიერისთვის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლიანად შესწავლა, ხოლო უმრავლესობისთვის ეს არ არის გადამწყვეტი და აუცილებელი, როცა ვსაუბრობთ „რუტინულ“ დეველოპერზე».

სწავლის შემდეგ ყველასთვის საინტერესო და პრიორიტეტულია დასაქმების საკითხი და ის, თუ რამდენად დიდია შანსი, გამოვიმუშაოთ ფული, თუნდაც დიპლომის და 4-წლიანი სწავლის გარეშე. 

ნოდარ დავითური
«დამსაქმებელთა უდიდესი ნაწილი, მათ შორის ჩვენც, საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას საუნივერსიტეტო ხარისხს. ჩვენთვის პრიორიტეტულია დეველოპერის უნარები, ის, თუ რა იცის მიმდინარე მომენტში, რა გამოცდილება აქვს. ეს ყველაფერი საუნივერსიტეტო განათლებით დააგროვა თუ მის გარეშე, მეორეხარისხოვანია».

საქართველოს ზოგიერთ უნივერსიტეტში ინფორმატიკის ფაკულტეტი რამდენიმე ათეული წელია, არსებობს, თუმცა, ტექნოლოგიები განსაკუთრებით პოპულარული ბოლო დეკადაში გახდა და კონკურენციამაც მოიმატა, რამაც სწავლის ხარისხის ზრდა განაპირობა. 

საქართველოში ტექნოლოგიების სწავლა შეიძლება, მათ შორის, შემდეგ სასწავლო დაწესებულებაში (ჩამონათვალი არასრულია):

  • თავისუფალ უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკისა და ინჟინერიის სკოლაში — MACS[E];

  • სან დიეგოს უნივერსიტეტის თბილისის წარმომადგენლობაში; 

  • შავი ზღვის უნივერსიტეტში;

  • ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში — BTU;

  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში;

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში;

BTU-ის წარმომადგენელმა, ნატა კიზივაძემ გვითხრა, რომ უნივერსიტეტში სწავლასა და ცოდნის სხვა გზებით მიღებას შორის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება სწავლის სისტემაა, რომელიც სტუდენტს «აიძულებს», იყოს მომზადებული და ჩააბაროს გამოცდები, რის გარეშეც უნივერსიტეტის დამთავრება შეუძლებელია.

მისივე თქმით, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს აქვს გამოწვევა — კომპანიები სტუდენტებს  «სწავლის პერიოდშივე ასაქმებენ და უნივერსიტეტის დასრულებას არ აცლიან». 

ნატა კიზივაძე
«BTU მათ მაქსიმალურად უწყობს ხელს, დასაქმდნენ და მიიღონ გამოცდილება. უნივერსიტეტი, რომელიც ბევრ წარმატებულ ისტორიას აერთიანებს, სტუდენტებს თვითონაც სთავაზობს საინტერესო და სარფიან ვაკანსიებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ სწავლა უნდა შეწყვიტონ. 

როდესაც ვასაქმებთ, უპირველეს ყოვლისა, ვითვალისწინებთ, რომ სტუდენტმა სწავლა მეორე ან მესამე კურსიდან არ მიატოვოს, თავის მხრივ კომპანიებიც მაქსიმალურად უწყობენ ხელს ამაში». 

იგივე გამოწვევა დგას თავისუფალი უნივერსიტეტის წინაშე. რექტორი ვატო ლეჟავა ამას «საცდურს» უწოდებს და ამბობს, რომ დაწესებულია სტიპენდიები, რათა კომპანიების მიერ შეთავაზებული მაღალი ანაზღაურების გამო სტუდენტებმა უნივერსიტეტის დასრულებაზე უარი არ თქვან. 

გარდა ამისა, ვატო ლეჟავას თქმით, თავისუფალი უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, ყველა პროგრამის სტუდენტს ზოგადი განათლება ჰქონდეს და კონკრეტული სპეციალობის გარდა, თავისუფალი მეცნიერებებიც ისწავლოს. იგივე ეხებათ კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტებს. 

ვატო ლეჟავა

«როცა რომელიმე პროფესიას ირჩევთ, იმისათვის, რომ განათლებული ადამიანი იყოთ, შეძლოთ პროფესიაში უკეთ ორიენტაცია, უნდა გქონდეთ არა მარტო სპეციფიკური განათლება იმ დარგში, რომელსაც ისწავლით, არამედ კარგი და ფართო ზოგადი განათლება.  

კარგი განათლება არის საფუძველი იმისა, რომ ადამიანი კონკრეტულ სპეციალობაში, კონკრეტულ უნარებში იქნება გამორჩეული. კონკრეტული ტექნიკის ცოდნა, ცხადია, შრომის შედეგია, მაგრამ ამ შრომის გაწევა ბევრ ადამიანს შეუძლია. თუმცა, თუკი ეს შრომა ეფუძნება ცოდნას და ამას მივყავართ ისევ ჩვენი უნივერსიტეტის დევიზამდე, ეს გაძლევთ თავისუფლებას, რომ ახალი სიმაღლეები დაიპყროთ თქვენ პროფესიაში და იყოთ, ბანალურად ვიტყვი, მაგარი, ვიდრე, შეიძლებოდა მხოლოდ შრომით ყოფილიყავით». 



ასევე წაიკითხეთ
15 000 ლარიანი საპრიზო ფონდი სტუდენტებისთვის — AI ჰაკათონი იწყება
15 000 ლარიანი საპრიზო ფონდი სტუდენტებისთვის — AI ჰაკათონი იწყება
15 000 ლარიანი საპრიზო ფონდი სტუდენტებისთვის — AI ჰაკათონი იწყება
BTU-ს ორგანიზებით, სტუდენტური ჰაკათონი «ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებაში» სტარტს იღებს.
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
არიზონას უნივერსიტეტის ინგლისური ენის კურსი IT-სპეციალისტებისთვის დაგეხმარებათ, თქვენი არსებული ცოდნა ტექნოლოგიური სფეროს მოთხოვნებს მოარგოთ.
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
Insider Monkey-მ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სიახლეებსა და მდგომარეობას რეგულარულად მიმოიხილავს, ევროპის 5 ქვეყანა დაასახელა, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ. 
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
IT ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდუსტრიაა, მაგრამ გასულ წელს თანამდებობიდან გათავისუფლების სერიამ ნდობა ნაწილობრივ შეარყია. Indeed-ის მოხსენების თანახმად, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიებმა სამუშაო ადგილზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს. შედეგად, AI უნარები ახლა ყველაზე მოთხოვნად უნარებს შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები თანამდებობიდან გათავისუფლების ინტენსივობას ამცირებენ.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.