Spotify ფასს ზრდის, თუმცა, ცვლილება საქართველოს ჯერჯერობით არ ეხება
მუსიკალური სტრიმინგის პლატფორმა Spotify ფასს ზრდის. კომპანიამ ამის შესახებ განცხადება 24 ივლისს გააკეთა.
მუსიკალური სტრიმინგის პლატფორმა Spotify ფასს ზრდის. კომპანიამ ამის შესახებ განცხადება 24 ივლისს გააკეთა.
ინდივიდუალური პაკეტის ფასი ფაქტობრივად ორმაგდება $4.99-დან $10.99 გახდება.
რაც შეეხება სხვა პაკეტებს: პრემიუმ დუო — $14.99 ეღირება, პრემიუმი ოჯახისთვის — $16.99, სტუდენტური პაკეტი — $5.99
თუმცა, ფასის ცვლილება საქართველოს ჯერჯერობით არ ეხება.
საქართველოში მცხოვრები მომხმარებლებისთვის ინდივიდუალური პაკეტის ფასი $4.99 რჩება, საოჯახო პაკეტის ფასი, სადაც გაწევრიანება 6 ადამიანს შეუძლია, $7.99-ია, პრემიუმ დუო — $6.49 ღირს; სტუდენტური პაკეტი კი — $2.49. არის უფასო პაკეტიც, თუმცა, ბევრი რეკლამით და მოუხერხებელი ინტერფეისით.
Spotify-ის ფასის ზრდა ეხება შემდეგ ქვეყნებს:
ანდორა, ალბანეთი, არგენტინა, ავსტრია, ავსტრალია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბელგია, ბულგარეთი, ბრაზილია, კანადა, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა, კვიპროსი, დანია, ეკვადორი, ესტონეთი, ესპანეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, საბერძნეთი, გვატემალა, ჰონგ კონგი, ხორვატია, ინდონეზია, ირლანდია, ისრაელი, ისლანდია, იტალია, ლიტვა, ლუქსემბურგი, ლატვია, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, მალტა, მექსიკა, ნიდერლანდები, ნორვეგია, ახალი ზელანდია, პერუ, პორტუგალია, სერბეთი, შვედეთი, სინგაპური, სლოვენია, სლოვაკეთი, სან მარინო, ტაილანდი, თურქეთი, შეერთებული შტატები, კოსოვო.
Spotify საქართველოში ხელმისაწვდომი 2021 წლის თებერვალში გახდა.
ის ერთგვარი მუსიკალური ბიბლიოთეკაა — აპლიკაციაში შეგიძლიათ, მოუსმინოთ თქვენთვის საყვარელ მუსიკას, ნებისმიერს, რაც გინდათ ან გაგახსენდებათ. აპლიკაციას ინტერნეტი სჭირდება, თუმცა, გაძლევთ გადმოწერის საშუალებასაც — გადმოწერილ აუდიოფაილებს უინტერნეტოდ მოუსმენთ. ასევე, ის, თქვენი გემოვნების შესაბამისად ფლეილისტებს აკეთებს.
მუსიკის გარდა, რომელიც ჟანრების მიხედვით არის დახარისხებული, Spotify-ზე არის პოდკასტებიც.