ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

SpaceX-მა თავისი Starship წარმატებით გაუშვა. თუმცა, ხომალდი დაიკარგა

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი, Starship კომპანიის Starbase გაშვების ობიექტიდან ბოკა ჩიკაში, ტეხასში, 14 მარტს, დილის 9:25 საათზე წარმატებით აფრინდა.

კომენტარის დატოვება

ეს სატესტო ფრენა ბევრად უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე მისი ორი წინამორბედი. Starship-მა წარმატებით აჩვენა, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება ისეთი მისიებისთვის, როგორიცაა Starlink თანამგზავრების ორბიტამდე მიტანა.

Starship არ დაზიანებულა მანამ, სანამ კოსმოსურ ხომალდთან კონტაქტი  ინდოეთის ოკეანეში, მის მოსალოდნელ ჩამოვარდნამდე ცოტა ხნით ადრე არ დაიკარგა. SpaceX-ის თანახმად, «ბოლო ტელემეტრიული სიგნალები  Starship-დან, Starlink-ის მეშვეობით, მისიიდან დაახლოებით 49 წუთში მიიღეს».

მაუწყებლობის დასრულებამდე და ხომალდთან კომუნიკაციის დაკარგვის შემდეგ კომენტატორებმა თქვეს: «შესაძლოა Starship დავკარგეთ».

«Starship და Super Heavy მანქანები მომავალი ფრენებისთვის ემზადებიან. ვცდილობთ, ჩვენი გაშვების სიჩქარე გავზარდოთ». — წერს SpaceX.

SpaceX-მა Starship რაკეტა მესამედ გამოსცადა. პირველი გასული წლის 20 აპრილს, გაშვებიდან დაახლოებით ოთხი წუთის შემდეგ აალდა. მისი მეორე მცდელობა 18 ნოემბერს შედარებით უკეთესად წარიმართა — მაშინ როცა Super Heavy-ის გამაძლიერებელი განცალკევების შემდეგ აფეთქდა, Starship ხომალდმა ორბიტაში მოგზაურობა განაგრძო.

Starship-ის კიდევ ერთ ტესტს აშშ-ს ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FAA, დაგეგმილ გაშვებამდე 24 საათით ადრე მწვანე შუქი აუნთო და დაადგინა, რომ SpaceX-მა უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, პოლიტიკისა და ფინანსური პასუხისმგებლობის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.

SpaceX მარტში კოსმოსური ხომალდის Starship-ის გასაშვებად ემზადება
SpaceX მარტში კოსმოსური ხომალდის, Starship-ის გასაშვებად ემზადება
თემის მიხედვით
SpaceX მარტში კოსმოსური ხომალდის, Starship-ის გასაშვებად ემზადება
SpaceX-ის Starlink-მა გასულ წელს $1.4 მილიარდი გამოიმუშავა
SpaceX-ის Starlink-მა გასულ წელს $1.4 მილიარდი გამოიმუშავა
თემის მიხედვით
SpaceX-ის Starlink-მა გასულ წელს $1.4 მილიარდი გამოიმუშავა
SpaceX Starship: ილონ მასკის რაკეტა სატესტო ფრენისას აფეთქდა
SpaceX Starship: ილონ მასკის რაკეტა სატესტო ფრენისას აფეთქდა
თემის მიხედვით
SpaceX Starship: ილონ მასკის რაკეტა სატესტო ფრენისას აფეთქდა

ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.